Fluconazol - ფლუკონაზოლი 100მგ/50მლ 1 ფლაკონი

8,00 GEL
მარაგშია
SKU
70577_2361

ჩვნება:სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ და შესაძლებელია ასევე გამოყენებული იყოს კანდიდოზური ინფექციების პრევენციის მიზნით.

ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.

100 მგ/50 მლ საინფუზიო ხსნარი

ფლუკონაზოლი

ამ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე შეფუთვის ჩანართს. 

-        შეინახეთ შეფუთვის ჩანართი. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა. 

-        რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

-        ეს პრეპარატი დაგინიშნეს თქვენ. არ გადასცეთ სხვა პირს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას აღენიშნება იგივე სიმპტომები, როგორც თქვენ, რადგან ეს შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს. 

-        თუ განვითარდება რაიმე გვერდითი მოვლენა, ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც წინამდებარე შეფუთვის ჩანართში არ არის მითითებული, აღნიშნულის შესახებ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შეფუთვის ჩანართში წარმოდგენილია: 

1.     რა არის ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. და რისთვის გამოიყენება იგი

2.     ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის მიღებამდე

3.     ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის მიღების წესი

4.     შესაძლო გვერდითი მოვლენები

5.     ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ს შენახვის წესი

6.     სხვა ინფორმაცია 

 

1. რა არის ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. და რისთვის გამოიყენება იგი 

ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. მიეკუთვნება “სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების” სახელწოდებით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს. აქტიური ნივთიერებაა ფლუკონაზოლი.

ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ და შესაძლებელია ასევე გამოყენებული იყოს კანდიდოზური ინფექციების პრევენციის მიზნით. სოკოვანი ინფექციების ყველაზე გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენს კანდიდად წოდებული საფუარი.

მოზრდილები

ექიმმა შესაძლებელია დაგინიშნოთ აღნიშნული პრეპარატი შემდეგი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ: 

-        კრიპტოკოკური მენინგიტი – თავის ტვინის სოკოვანი ინფექცია;

-        კოკციდიოიდომიკოზი – ბრონქოპულმონარული სისტემის დაავადება;

-        კანდიდას მიერ გამოწვეული ინფექციები, რომლებიც გვხვდება სისხლის ნაკადში, ორგანოებში (მაგალითად, გული, ფილტვები) ან საშარდე გზებში;

-        ლორწოვანი გარსის კანდიდოზი – პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფექცია, ხახის ინფექცია და პირის ღრუს ანთება გამოწვეული კბილის პროთეზის ტარებით. 

ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. შეიძლება დაინიშნოს შემდეგ შემთხვევებში: 

-        კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პრევენცია;

-        ლორწოვანი გარსის კანდიდოზის რეციდივის პრევენცია;

-        კანდიდას ინფექციების პრევენცია (თუ თქვენი იმუნური სისტემა სუსტია ან სწორად არ ფუნქციონირებს). 

ბავშვები და მოზარდები (0 წლიდან 17 წლამდე)

ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ აღნიშნული პრეპარატი შემდეგი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ: 

-     ლორწოვანი გარსის კანდიდოზი – პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფექცია, ხახის ინფექცია;

-     კანდიდას მიერ გამოწვეული ინფექციები, რომლებიც გვხვდება სისხლის ნაკადში, ორგანოებში (მაგალითად, გული, ფილტვები) ან საშარდე გზებში;

-     კრიპტოკოკური მენინგიტი – თავის ტვინის სოკოვანი ინფექცია.

ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.  შეიძლება დაინიშნოს შემდეგ შემთხვევებში: 

-     კანდიდოზური ინფექციების პრევენცია (თუ თქვენი იმუნური სისტემა სუსტია ან სწორად არ ფუნქციონირებს);

-     კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პრევენცია.

2. ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის მიღებამდე 

არ მიიღოთ ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ

-     ხართ ალერგიული (აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა) ფლუკონაზოლის, ასევე სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა პრეპარატების მიმართ ან ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. სიმპტომები შეიძლება იყოს ქავილი, კანის გაწითლება ან სუნთქვის გაძნელება;

-     ღებულობთ ასტემიზოლს, ტერფენადინს (ალერგიის სამკურნალოდ გამოყენებულ ანტიჰისტამინურ სამკურნალო საშუალებებს);

-     ღებულობთ ციზაპრიდს (გამოყენებული კუჭის მოქმედების დარღვევის სამკურნალოდ);

-     ღებულობთ პიმოზიდს (გამოყენებული მენტალური დარღვევების სამკურნალოდ);

-     ღებულობთ ქინიდინს (გამოყენებული გულის არითმიის სამკურნალოდ);

-     ღებულობთ ერითრომიცინს (ანტიბიოტიკი, გამოყენებული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ). 

განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-თან დაკავშირებით. 

მიმართეთ თქვენს ექიმს იმ შემთხვევაში, თუ: 

-     აღგენიშნებათ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები;

-     გაწუხებთ გულის დაავადებები, მათ შორის გულის არითმია;

-     სისხლში კალიუმის, კალციუმის ან მაგნიუმის დონეები არ გაქვთ ნორმაში;

-     ვლინდება კანის ძლიერი რეაქციები (ქავილი, კანის სიწითლე ან სუნთქვის გაძნელება).

სხვა პრეპარატების მიღება

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ ასტემიზოლს, ტერფენადინს (ალერგიის სამკურნალო ანტიჰისტამინური საშუალება) ან ციზაპრიდს (კუჭის მოქმედების დარღვევის სამკურნალოდ), ან პიმოზიდს (მენტალური დარღვევების სამკურნალოდ), ან ქინიდინს (გულის არითმიის სამკურნალოდ), ან ერითრომიცინს (ანტიბიოტიკი, გამოყენებული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ), ვინაიდან მათი მიღება არ შეიძლება ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-თან ერთად (იხილეთ პუნქტი - “არ მიიღოთ ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ., თუ თქვენ”). 

წარმოდგენილია სხვა პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-თან ურთიერთმოქმედება. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ შემდეგი პრეპარატებიდან რომელიმეს ღებულობთ: 

-        რიფამპიცინი ან რიფაბუტინი (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკები);

-        ალფენტანილი, ფენტანილი (ანესთეზიური საშუალებები);

-        ამიტრიფტილინი, ნორტრიფტილინი (ანტიდეპრესანტები);

-        ამფოტერიცინი ბ, ვორიკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები);

-        სისხლის გამათხიერებელი პრეპარატები, სისხლის კოლტების წარმოქმნის პრევენციისთვის (ვარფარინი ან მსგავსი პრეპარატები);

-        ბენზოდიაზეპინები (მიდაზოლამი, ტრიაზოლამი ან მსგავსი პრეპარატები), გამოყენებული საძილე ან დამამშვიდებელ დამხმარე საშუალებებად;

-        კარბამაზეპინი, ფენიტოინი (ეპილეფსიური შეტევების სამკურნალოდ);

-        ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი, ფელოდიპინი და ლოზარტანი (ჰიპერტენზიის – სისხლის მაღალი წნევის სამკურნალოდ);

-        ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი ან ტაკროლიმუსი (ტრანსპლანტაციის უარყოფის პრევენციისთვის);

-        ციკლოფოსფამიდი, ალკალოიდები (ვინკრისტინი, ვინბლასტინი ან მსგავსი პრეპარატები), რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ;

-        ალოფანტრინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ);

-        სტატინები (ატორვასტატინი, სიმვასტატინი, ფლუვასტატინი და მსგავსი პრეპარატები), გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის დასაქვეითებლად;

-        მეტადონი (გამოიყენება ტკივილების სამკურნალოდ);

-        ცელეკოქსიბი, ფლურბიპროფენი, ნაპროქსენი, იბუპროფენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი (არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო  პრეპარატები); 

-        პერორალური კონტრაცეპტივები;

-        პრედნიზონი (სტეროიდული საშუალება);

-        ზიდოვუდინი, აგრეთვე ცნობილია, როგორც აზიდოთიმიდინი; საქვინავირი (გამოიყენება აივ-ინფექციით დაავადებულ პაციენტებში);

-        დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ქლორპროპამიდი, გლიბენქლამიდი, გლიპიზიდი ან ტოლბუტამიდი);

-        თეოფილინი (გამოიყენება ასთმის საკონტროლოდ);

-        ვიტამინი ა (საკვები დანამატი).

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან წარსულში ღებულობდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის დანიშნულების გარეშე მიღებულ პრეპარატებს. 

ორსულობა და ლაქტაცია

აცნობეთ თქვენს ექიმს თუ იმყოფებით ორსულად ან თუ გსურთ დაორსულება ან თუ აწოვებთ ძუძუს. არ შეიძლება ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის მიღება  ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, თუ მას არ დაგინიშნავს თქვენი ექიმი. 

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება

აუცილებელია იმ ფაქტის მხედველობაში მიღება, რომ სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან მანქანა-დანადგარების გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევები ან კრუნჩხვები. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. შეიცავს ყოველ მილიგრამზე 0.154 მმოლ ნატრიუმს. ეს გასათვალისწინებელია იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის რაოდენობის კონტროლირებად დიეტაზე. 

3. ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის მიღების წესი

აღნიშნული პრეპარატის მიღება ხდება ექიმის ან ჯანდაცვის მუშაკის დანიშნულებით, ვენაში ნელი ინექციის (ინფუზიის) გზით. ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. წარმოდგენილია ხსნარის სახით. ჯანდაცვის მუშაკებისთვის განკუთვნილი ინსტრუქციები წარმოდგენილია წინამდებარე შეფუთვის ჩანართის ბოლო პუნქტში. 

პრეპარატის ჩვეულებრივი დოზები განისაზღვრება ინფექციის მიხედვით, რომლებიც ქვემოთ არის ჩამოთვლილი. თუ გაქვთ ეჭვი ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის დანიშნულ რაოდენობასთან დაკავშირებით, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

 მოზრდილები

მდგომარეობა დოზა
კრიპტოკოკური მენინგიტის მკურნალობა 400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 200-400 მგ დღეში ერთხელ 6-8 კვირის განმავლობაში, ან უფრო ხანგრძლივად, საჭიროების შემთხვევაში. ზოგჯერ დოზები იზრდება 800 მგ-მდე.
კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პრევენცია 200 მგ დღეში ერთხელ, ვიდრე არ შეწყდება.
კოკციდიოიდომიკოზის მკურნალობა  200-400 მგ დღეში ერთხელ 11 თვიდან 24 თვემდე. ზოგჯერ დოზები იზრდება 800 მგ-მდე.
კანდიდას ენდემური სოკოვანი ინფექციები 800 მგ პირველ დღეს, შემდეგ 400 მგ დღეში ერთხელ.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფექციების, ხახის ინფექციების და კბილის პროთეზით გამოწვეული პირის ღრუს ანთების მკურნალობა 200 მგ – 400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 100 მგ-დან 200 მგ-მდე, ვიდრე არ შეწყდება.
ლორწოვანი გარსის კანდიდოზი – დოზა დამოკიდებულია ინფექციის ადგილზე 50-400 მგ დღეში ერთხელ 7-30 დღის განმავლობაში, ვიდრე არ შეწყდება.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფექციის, ხახის ინფექციის პრევენცია 100 მგ – 200 მგ დღეში ერთხელ, ან 200 მგ კვირაში 3-ჯერ, ვიდრე არსებობს დაინფიცირების რისკი.

კანდიდას ინფექციის პრევენცია (თუ იმუნიტეტი სუსტია ან სწორად არ ფუნქციონირებს)
200-400 მგ დღეში ერთხელ, როდესაც არსებობს დაინფიცირების რისკი.

 12 წლიდან 17 წლამდე ასაკის მოზარდები

პრეპარატი მიიღეთ ყოველთვის ექიმის მიერ დანიშნული დოზით (მოზრდილების ან ბავშვების დოზირება). 

11 წლამდე ასაკის ბავშვებში

ბავშვებში პრეპარატის მაქსიმალური დოზა შეადგენს დღეში 400 მგ-ს. 

დოზა განისაზღვრება ბავშვის წონის მიხედვით კილოგრამებში.

მდგომარეობა სადღეღამისო დოზა
ლორწოვანი გარსის და ხახის კანდიდოზი – დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმწვავეზე და ადგილზე სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე 3 მგ (პირველ დღეს შეიძლება დაინიშნოს ყოველ კგ სხეულის წონაზე მგ)
კრიპტოკოკური მენინგიტი ან კანდიდას ენდემური ღრმა ინფექციები სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე 6-12 მგ
ბავშვებში კანდიდას ინფექციის პრევენცია (თუ მათი იმუნური სისტემა სწორად არ ფუნქციონირებს) სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე 3-12 მგ

პრეპარატის 0-4 კვირის ასაკის ბავშვებში გამოყენება

3-4 კვირის ასაკის ბავშვებში ინიშნება: 

ზემოთ მითითებული დოზა, თუმცა დოზის მიღება ხდება ყოველ 2 დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზა შეადგენს სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე 12 მგ-ს ყოველ 48 საათში ერთხელ. 

2 კვირაზე ნაკლები ასაკის ბავშვებში ინიშნება: 

ზემოთ მითითებული დოზა, მაგრამ მიიღება ყოველ 3 დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზა არის სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე 12 მგ ყოველ 72 საათში ერთხელ. 

ზოგჯერ ექიმმა შეიძლება დანიშნოს აღნიშნულისგან განსხვავებული დოზები. პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულებისამებრ. რაიმე დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

ხანდაზმულებში გამოყენება

ხანდაზმულებში ინიშნება მოზრდილებისთვის განსაზღვრული დოზა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თირკმელების პრობლემები არ აღინიშნება. 

თირკმელების პრობლემების მქონე პაციენტებში გამოყენება

ექიმს შეუძლია დოზა შეცვალოს თირკმლის ფუნქციონირების მიხედვით. 

ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის ჭარბი დოზირება

ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის საჭიროზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ჯანდაცვის სხვა მუშაკს. შემთხვევითი ჭარბი დოზირების დროს შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა არარეალური სმენა, მხედველობა, შეგრძნება ან ფიქრი (ჰალუცინაციები და პარანოიდული ქცევა). 

ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის დოზის გამოტოვება

ვინაიდან აღნიშნული პრეპარატი მიიღება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, შესაბამისად შეუძლებელია დოზის გამოტოვება. თუმცა, თუ ფიქრობთ, რომ ადგილი აქვს დოზის გამოტოვებას, აცნობეთ აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ჯანდაცვის მუშაკს.  

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატს, ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-საც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ აღნიშნული ყველა პაციენტში არ ვლინდება. 

ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება ალერგიული რეაქციები, თუმცა იშვიათად ვლინდება ძლიერი ალერგიული რეაქციები. თუ შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე იჩენს თავს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. 

-        მოულოდნელი სუნთქვის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება ან შებოჭილობის შეგრძნება გულ-მკერდის არეში;

-        ქუთუთოების, სახის და ტუჩების შეშუპება;

-        ქავილი მთელ სხეულზე, კანის სიწითლე ან წითელი ლაქები ქავილთან ერთად;

-        გამონაყარი კანზე;

-        კანის ძლიერი რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, რომელიც იწვევს ბუშტუკებს (შეიძლება გაჩნდეს პირში და ენაზე). 

ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-მა შეიძლება იმოქმედოს ღვიძლზე. ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების სიმპტომებია: 

-        დაღლილობა;

-        მადის დაკარგვა;

-        პირღებინება;

-        კანის და თვალების თეთრი გარსის სიყვითლე (სიყვითლე).

თუ გამოვლინდება ამ სიმპტომებიდან რომელიმე, შეწყვიტეთ ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. 

სხვა გვერდითი მოვლენები: 

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა დიდხანს გაგრძელდება, ან გამოვლიდნება ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც წინამდებარე შეფუთვის ჩანართში არ არის მითითებული, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.  

ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში: 

-        თავის ტკვილი;

-        კუჭის მოქმედების დარღვევა, დიარეა, გულისრევა, პირღებინება;

-        სისხლის ანალიზში ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების მომატება;

-        გამონაყარი კანზე.

არც ისე ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება 1000-დან 1-10 პაციენტში: 

-        ერითროციტების რაოდენობის შემცირება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სიფერმკრთალე, სისუსტე და ქოშინი;

-        მადის დაქვეითება;

-        უძილობა, ძილიანობა;

-        კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება, ჟრუანტელი, ჩხვლეტები ან გაშეშება, გემოს ცვლილება;

-        ყაბზობა, საჭმლის მონელების გაძნელება, მუცლის შებერილობა, პირის სიმშრალე;

-        კუნთების ტკივილი;

-        ღვიძლის დაზიანება ან კანის და თვალების გაყვითლება (სიყვითლე);

-        შეშუპება, წყლულოვანი ბუშტუკები (ჭინჭრის ციება), ქავილი, ოფლიანობის მომატება;

-        დაღლილობა, უგუნებობა, ცხელება. 

იშვიათი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება 10 000-დან 1-10 პაციენტში: 

-        ლეიკოციტების ნორმაზე დაბალი დონე, რაც ხელს უწყობს ინფექციების გაჩენას, ასევე თრომბოციტების ნორმაზე დაბალი დონე, რაც ხელს უწყობს სისხლის კოლტების წარმოქმნას; 

-        კანის შეფერილობის დარღვევა (წითელი ან იისფერი კანი), რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს თრომბოციტების შემცირებით, სისხლის სხვა უჯრედების ცვლილებით;

-        სისხლის ქიმიური შემადგენლობის ცვლილება (ქოლესტერინის, ცხიმის შემცველობის მაღალი დონე);

-        სისხლში კალიუმის დაბალი დონე;

-        ციება;

-        ელექტროკარდიოგრამის (ეკგ) ცვლილება, გულის რითმის და გულისცემის სიხშირის ცვლილება;

-        ღვიძლის უკმარისობა;

-        ალერგიული რეაქციები (ზოგჯერ მწვავე), მათ შორის გამონაყარი კანზე წყლულოვანი გამონაყარის წარმოქმნასთან ერთად, კანის ძლიერი რეაქციები, ტუჩების და სახის შეშუპება;

-        თმის ცვენა. 

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა დიდხანს გაგრძელდება, ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც წინამდებარე შეფუთვის ჩანართში არ არის მითითებული, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ჯანდაცვის მუშაკს.

5. ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის შენახვის წესი

-        პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. 

-        არ გამოიყენოთ ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. ეტიკეტზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღის შემდეგ (Scad.). ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე. 

-        არ გაყინოთ. 

ეს პრეპარატი არის ერთჯერადი გამოყენების. გახსნის შემდეგ, აუცილებელია გამოუყენებელი პრეპარატის განადგურება. 

არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. არასაჭირო პრეპარატების გაუვნებელყოფასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. სხვა ინფორმაცია 

რას შეიცავს ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის საინფუზიო ხსნარი

-        აქტიური ნივთიერებაა ფლუკონაზოლი. 

-        ყოველი მლ შეიცავს 2 მგ ფლუკონაზოლს. 

-        დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი. 

ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის საინფუზიო ხსნარის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

-        ფლუკონაზოლი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი ხილული ნაწილაკების გარეშე. 

-        წარმოდგენილია შუშის ფლაკონებში, რომელიც შეიცავს სულ 100 მგ, 200 მგ ან 400 მგ ფლუკონაზოლს. შესაძლებელია, რომ ყველა შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში. 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy