Micoflu - მიკოფლუ 150 მგ 1 კაფსულა
ჩვენება: სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი
შემადგენლობა
მიკოფლუს ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების - ფლუკონაზოლის 50 მგ-ს ან 150 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
მიკოფლუ აზოლის ჯგუფის ძლიერი ანტიმიკოზური საშუალებაა. მისი მოქმედება დამყარებულია სოკოს უჯრედში სტეროლის სინთეზის ინჰიბირებაზე. მიკოფლუ აქტიურია: Candida spp., Cryptococcus neoformans, Microsporum spp., Trichophyton spp., Blastomyces dermatitidis, Coccidiodes immitis, Histoplasma capsulatum მიკროორგანიზმებისადმი. შიგნით მიღებისას ფლუკონაზოლი კარგად შეიწოვება. მის აბსორბციაზე არ მოქმედებს საკვების ერთდროული მიღება. უზმოზე მიღებისას პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 0.5-1.5 სთ-ში, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 30 სთ-ს. ფლუკონაზოლის 80% გამოიყოფა თირკმლების საშუალებით სახეშეუცვლელი ფორმით. იგი კარგად აღწევს ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებში.
ჩვენებები
- კრიპტოკოკოზი, მათ შორის კრიპტოკოკული მენინგიტი და სხვა ლოკალიზაციის (ფილტვი, კანი და სხვა) კრიპტოკოკული ინფექციები, როგორც ნორმალური იმუნური პასუხის მქონე ავადმყოფებში, ასევე იმუნოსუპრესიის სხვადასხვა ფორმის შემთხვევაში.
- გენერალიზებული კანდიდოზი, კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზისა და სხვა ფორმის (მუცლის ღრუს, ენდოკარდის, თვალის, სასუნთქი და საშარდე გზების) ინვაზიური კანდიდოზური ინფექციის ჩათვლით.
- ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მათ შორის პირის ღრუსა და ხორხის, საყლაპავის, ბრონქებისა და ფილტვის არაინვაზიური კანდიდოზი, კანდიდურია, კანის კანდიდოზი, პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზი (პროთეზის მქონე პირებში), მკურნალობა შესაძლებელია ჩატარდეს ნორმალური და დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში, ოროფარინგეალური კანდიდოზის რეციდივების პროფილაქტიკა შიდსით დაავადებულებში.
- ვაგინალური კანდიდოზი (მწვავე და ქრონიკული მორეციდივე), პროფილაქტიკის მიზნით ვაგინალური კანდიდოზის რეციდივების (3 და მეტი ეპიზოდი 1 წელში) შესამცირებლად.
- სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკა ავთვისებიანი წარმონაქმნების მქონე ავადმყოფებში, რომელნიც წინასწარგანწყობილნი არიან ამ ინფექციებისადმი სხივური თერაპიისა და ციტოსტატიკებით მკურნალობის გამო.
- კანის, ტერფების, საზარდულის არის მიკოზები; ონიქომიკოზი, კანის კანდიდოზი.
- ენდემური მიკოზი, კოკციდიომიკოზი, პარაკოკციდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი, რომელიც აღენიშნებათ ნორმალური იმუნური სისტემის მქონე პაციენტებს.
მიღების წესები და დოზები
მიკოფლუს დღიური დოზა განისაზღვრება სოკოვანი ინფექციის ფორმითა და სიმძიმით. ვაგინალური კანდიდოზის სამკურნალოდ, როგორც წესი, საკმარისია ერთჯერადი მიღება, ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება კლინიკური და ლაბორატორიული აქტივობის გათვალისწინებით. მოზრდილებში: კრიპტოკოკული მენინგიტისა და სხვა ლოკალიზაციის კრიპტოკოკული ინფექციის, კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზისა და სხვა ინვაზიური კანდიდოზური ინფექციების დროს, პირველ დღეს ინიშნება 400 მგ, შემდეგ კი - 200-400 მგ ერთხელ დღეში. ოროფარინგეალური კანდიდოზის დროს - 50-100 მგ ერთხელ დღეში, 7-14 დღის განმავლობაში. პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზის დროს - 50 მგ ერთხელ დღეში, 14 დღის განმავლობაში. ამავე დროს საჭიროა ანტისეპტიკური ხსნარების გამოყენება. ვაგინალური კანდიდოზის დროს - ერთჯერადად 150 მგ. კანის მიკოზური ინფექციების დროს (ტერფის, საზარდულის არისა და კანის კანდიდოზის ჩათვლით) რეკომენდებულია - 150 მგ კვირაში ერთხელ ან ყოველდღე 50 მგ ერთ მიღებაზე. ხანგრძლივობა 2-4 კვირა. ბავშვებში: ლორწოვანი გარსების კანდიდოზის დროს - 3 მგ/კგ დღეში; გენერალიზებული კანდიდოზისა და კრიპტოკოკული ინფექციების დროს - 6-12 მგ/კგ დღეში, დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად - გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა, მეტეორიზმი, კანზე გამონაყარი, თავის ტკივილი, კანის ექსფოლიაციური დაავადებანი, კრუნჩხვა, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ალოპეცია, თუმცა ამ შემთხვევაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დაუდგენელია.
უკუჩვენება
პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში პრეპარატი ინიშნება სასიცოცხლო ჩვენებით სოკოვანი დაავადებების მძიმე ფორმების სამკურნალოდ. დედის რძეში ფლუკონაზოლის იგივე კონცენტრაციაა რაც პლაზმაში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი დანიშვნა მიზანშეწონილი არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
იშვიათ შემთხვევებში ფლუკონაზოლის გამოყენებისას აღინიშნა ღვიძლის ტოქსიკური ცვლილებები, მათ შორის ლეტალური გამოსავლით, რაც დაკავშირებული იყო მძიმე ფორმის თანდართულ დაავადებებთან. ამიტომ ღვიძლის დაზიანების კლინიკური გამოვლენისთანავე საჭიროა პრეპარატის მოხსნა. ფლუკონაზოლით მკურნალობისას ავადმყოფებს ერთეულ შემთხვევაში გამოუვლინდათ კანის ექსფოლიაციური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზისი. ფლუკონაზოლი ახანგრძლივებს პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების (ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი) პლაზმიდან გამოყოფას. ჰიდროქლორთიაზიდისა და მიკოფლუს ერთდროული გამოყენებისას უკანასკნელის კონცენტრაცია პლაზმაში იმატებს 40%-ით. ხოლო ფენიტოინთან კომბინაციაში მიკოფლუ ზრდის აღნიშნული პრეპარატის კონცენტრაციას. რიფამპიცინი 20%-ით ამცირებს ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს, ამიტომ რიფამპიცინთან ერთად დანიშვნისას საჭიროა მიკოფლუს დოზის მომატება. ფლუკონაზოლის აბსორბციაზე არ მოქმედებს საკვების მიღება, ციმეტიდინი, ანტაციდები ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომი ტოტალური დასხივება.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის მიხედვით!
რაოდენობა | 1 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account