კონარექსი 150მგ 2 კაფსულა

19,88 GEL
მარაგშია
SKU
39404_1798
კონარექსი გამოიყენება სოკოს (საფუარას ჩათვლით) გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.

სამედიცინო ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
კონარექსი 150 მგ კაფსულები
ფლუკონაზოლი

წამლის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია.
• შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება მისი გადაკითხვა დაგჭირდეთ.
• დამატებითი შეკითხვების არსებობისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
• ეს წამალი დანიშნულია პირადად თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს, მაშინაც კი, თუ თქვენი სიმპტომები მსგავსია.
• ნებისმიერი გვერიდითი მოვლენის დამძიმებისას, ან თუ შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ ინსტრუქციაში:
1. რა არის კონარექსის კაფსულები და რისთვის გამოიყენება
2. კონარექსის მიღებამდე
3. როგორ მივიღოთ კონარექსი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ შევინახოთ კონარექსი
6. დამატებითი ინფორმაცია
1. რა არის კონარექსის კაფსულები და რისთვის გამოიყენება
კონარექსი მიეკუთვნება “სოკოსსაწინააღმდეგო” პრეპარატების ჯგუფს. აქტიური ინგრედიენტი არის ფლუკონაზოლი.
კონარექსი გამოიყენება სოკოს (საფუარას ჩათვლით) გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. სოკოვანი ინფექციის ყველაზე ხშირი მიზეზი არის ჩანდიდა საფუარა.
ექიმმა შეიძლება ეს წამალი მოგცეთ გენიტალური რძიანას (საშოს ან პენისის ინფექცია) სამკურნალოდ.

2. კონარექსის მიღებამდე
ნუ მიიღებთ კონარექსს, თუ თქვენ
- ოდესმე გქონდათ ალერგიული რეაქცია კონარექსის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ
- სოკოვანი ინფექციის სამკურნალო რომელიმე სხვა წამლის მიმართ.
სიმპტომები შეიძლება იყოს ქავილი, კანის სიწითლე ან სუნთქვის გაძნელება.
- ღებულობთ ტერფენადინს ან ასთემიზოლს (ანტიჰისტამინური პრეპარატი ალერგიებისათვის)
- ღებულობთ ცისაპრიდს (კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს გამოიყენება)
- ღებულობთ პიმოზიდს (შიზოფრენიის სამკურნალო პრეპარატი)
- ღებულობთ ქინიდინს (არარეგულარული გულისცემის დროს)

განსაკუთრებული მითითებანი კონარექსის გამოყენებისას
ექიმს უთხარით:
- 16 წლამდე ასაკის ხართ
- გაწუხებთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები
- გაწუხებთ გულის დაავადება, გულის რითმის პრობლემების ჩათვლით
- სისხლში დარღვეული გაქვთ კალიუმის, კალციუმის ან მაგნიუმის დონეები

სხვა წამლების მიღება
ექიმს დაუყოვნებლივ აცნობეთ ტერფენადინის ან ასთემიზოლის (ალერგიის სამკურნალო ანტიჰისტამინური პრეპარატი) ან ციზაპრიდის მიღების შესახებ, ვინაიდან მათი გამოყენება კონარექსთან ერთად არ შეიძლება.

არსებობს რამდენიმე წამალი, რომლებმაც შეიძლება ზეგავლენა იქონიოს კონარექსის ეფექტზე. დარწმუნდით იმაში, რომ ექიმმა იცის შემდეგი წამლების მიღების შესახებ.
- ვარფარინი (ან მსგავსი), ათხელებს სისხლს და ხელს უშლის სისხლის შედედებას
- კალციუმის არხების ბლოკატორები ან ლოსატრანი არტერიულის წნევის დასაქვეითებლად
- დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, როგორებიცაა ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი ან ტოლბუტამიდი
- ვიტამინი A (აკნეს სამკურნალო ტრანს-რეტინოიდი)
- შარდმდენები, როგორებიცაა ჰიდროქლორთიაზიდი, გამოიყენება სითხის შეკავების და მაღალი წნევის დროს
- ფლუვასტატინი (ქოლესტერინის დონის დასაქვეითებელი)
- მიდაზოლამი საძილე პრეპარატია, ასევე გამოიყენება შფოთვის სამკურნალოდ
- კარბამაზეპინი ან ფენიტოინი (ეპილეფსიის დროს გამოიყენება)
- ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (ანტიბიოტიკები), როგორებიცაა აზიტრომიცინი, ერითრომიცინი, რიფამპიცინი ან რიფაბუტინი
- ამფოტერიცინი B (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ)
- ჰალოფანტრინი (მალარიის სამკურნალო)
- ციკლოსპორინი, სიროლიმუსი ან ტაკროლიმუსი (ტრანსპლანტანტის მოცილების პრევენცისათვის)
- თეოფილი (ასთმის საკონტროლო პრეპარატი)
- ალფენტანილი, ფენტანილი ან მეთადონი (ტკივილგამაყუჩებელი)
- არა-სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (ასპირინი და იბუპროფენი), სიცხის დამწევი და ტკივილ გამაყუჩებელი პრეპარატები
- ცელეკოქსიბი (გამოიყენება ზოგიერთი ტიპის ართრიტის სამკურნალოდ
- ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი (გამოიყენება შაკიკის მკურნალობისას)
- ციკლოფოსფამიდი, პრედნიზონი ან ვინკა ალკალოიდები (ზოგიერთი ფორმის ლეიკემიის სამკურნალო პრეპარატები)
- საქინავირი ან ზიდოვუდინი, ასევე ცნობილი როგორც Aძთ (გამოიყენება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში).

გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ ან ღებულობდით რაიმე სხვა წამალს, ურეცეპტოდ გაცემული წამლების ჩათვლით.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს კონარექსის მიღება არ შეიძლება

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობა
კონარექსით მკურნალობა ზოგჯერ იწვევს თავბრუს ან კრუნჩხვებს და ამიტომ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
წამალი მცირე რაოდენობით შეიცავს ლაქტოზას (შაქარი), თუ ექიმს ნათქვამი აქვს, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ წამლის მიღებამდე გთხოვთ დაუკავშირდეთ ექიმს.

3. როგორ მივიღოთ კონარექსი
კონარექსი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულებისამებრ. რაიმე ეჭვის არსებობისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ვაგინალური ან პენისის რძიანას ინფექციის მკურნალობის მთლიანი კურსი (კანდიდოზური ბალანიტი) არის ერთი კაპსულა პერორალურად. გადაყლაპეთ კაფსულა მთლიანად წყლის მიყოლებით.
წამლის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი კონარექსი

ჭარბი დოზით კონარექსის მიღებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე. დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს ან მიმართეთ ყველაზე ახლოს მდებარე სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

რამდენად სწრაფად იმოქმედებს მკურნალობა?
ვაგინალური რძიანა
თქვენი მდგომარეობა გამოსწორდება რამდენიმე დღეში, ზოგიერთი პაციენტი გაუმჯობესებას ამჩნევს ერთ დღეში.
თუ თქვენი მდგომარეობა არ გამოსწორდა რამდენიმე დღეში მიმართეთ კვლავ ექიმს.

პენისის რძიანა
თქვენი მდგომარეობა გამოსწორებას რამდენიმე დღეში დაიწყებს, თუმცა შეიძლება კვირა დასჭირდეს. თუ მდგომარეობა ერთი კვირის შემდეგ არ გამოსწორდა, მიმართეთ კვლავ ექიმს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა წამლის მსგავსად, კონარექსმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყოველთვის.
რამდენიმე ადამიანს განუვითარდა ალერგიული რეაქციები, თუმცა მძიმე ალერგიული რეაქციები იშვიათია. ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის შემჩნევისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

- უეცარი მსტვინავი სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება ან გულმკერდში შებოჭვის შეგრძნება
- თვალის ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება
- მთელი სხეულის ქავილი, კანის გაწითლება ან ქავილიანი წითელი ლაქები
- კანზე გამონაყარი
- კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, რომელიც იწვევს ბუშტუკებს (პირში და ენაზე)
- თუ ხართ შიდსით დაავადებული პაციენტი, კანის უფრო მძიმე რეაქციები განვითარდება წამლის მიმართ, კონარექსის ჩათვლით.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნება 1/10-ში:

- შეუძლოდ ყოფნა
- დისკომფორტი მუცლის არეში
- ფაღარათი
- მეტეორიზმი
- გამონაყარი
- თავის ტკივილი

ეს არასასურველი მოვლენები ხშირად მსუბუქია. თუ დისკომფორტს იწვევს ან გახანგრძლივდა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

კონარექსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ამ ინსტრუქციის უკანა მხარეს.

სხვა გვერდითი მოვლენები

- ქავილი
- სისუსტე
- გულყრები
- შემცირებული სისხლის თეთრი უჯრედების (იცავს ორგანიზმს ინფექციებისაგან და ხელს უშლის სისხლდენას) რაოდენობა.
- სისხლში ქოლესტერინის, ცხიმებისა თუ მარილის მაღალი დონე
- ღვიძლის დაზიანება და კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე)
- თმების ცვენა
- თავბრუ
- გემოს შეცვლა
- გულის რითმის შეცვლა
- უძილობა
- ძილიანობა
- მიალგია (კუნთების ტკივილი)
- სისუსტე
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დამძიმების შემთხვევაში, ან ისეთი მოვლენის შემჩნევისას, რომელიც არ არის აქ აღწერილი მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ შევინახოთ კონარექსი
- შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
- ინახება არა უემეტს 300ჩ ტემპერატურის პირობებში
- ნუ გამოიყენებთ კონარექსს შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. თარიღი აღნიშნავს იმ თვის ბოლო დღეს.
არ შეიძლება წამლის გადაგდება ნაგავსა თუ კანალიზაციაში. შეეკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს წამლის ლიკვიდაცია, რაც აუცილებელია გარემოს დაცვისათვის.
დამატებითი ინფორმაცია
აქტიური ნივთიერება არის 150 მგ ფლუკონაზოლი.
სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, კოლოიდური კაჟბადის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი.
კაფსულის გარსი: ქინოლინ ყვითელი (E104) სანსეტ ყვითელი (E110), ტიტანის დიოქსიდი E171, ჟელატინი.
როგორ გამოიყურება კონარექსი 150 მგ კაფსულები და რა შედის შეფუთვაში.
- კონარექსი 150 მგ კაფსულები წარმოდგენილია, როგორც ყვითელი-ყვითელი ნომ. 0 კაფსულები, აქტიური ნივთიერების სახით ერთ კაფსულაში 150 მგ ფლუკონაზოლის შემცველობით.
- კონარექსი 150 მგ – ბლისტერულ შეფუთვაში ორი კაფსულით.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:
ველფარ იუნაიტედი შპს
ოთახი 2, 23-24 გრეით ჯეიმსის ქ.
ლონდონი WCIN 3ES
გაერთიანებული სამეფო
მწარმოებელი:
ფარმათენი ს.ა.
დერვენაკიონი 6
პალინი 15351
ატიკი საბერძნეთი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა2
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy