Flunol - ფლუნოლი 150მგ 1 კაფსულა
შემადგენლობა
ყოველი კაფსულა შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: 150 მგ ფლუკონაზოლი.
დამხმარე ნივთიერებებს: ტიტანის დიოქსიდი და ერითროცინი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფლუკონაზოლი, წარმოადგენს რა პროპანოლ ბის-ტრიაზოლის დერივატს, გამოიყენება ზედაპირული და სისტემური სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.
ფლუკონაზოლი, აინჰიბირებს სოკოს ზრდისთვის აუცილებელ უჯრედის მემბრანის ერგოსტეროლს. ეფექტურია Candida spp.,Criptococcus spp., Mikrosporum spp., Blastomyces, Coccidiodes და Histoplasma –ს მიერ გამოწვეული სოკოვანი ინფექციების მკურნალობისას.
ფარმაკოკინეტიკა
ფლუკონაზოლი პერორალური მიღებისას კარგად შეიწოვება, მისი ბიოშეღწევადობა აღემატება 90%. ფლუნოლის შეწოვა არა არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში აღწევს 0.5-1.5 სთ-ში და მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი 30სთ-ია. ფლუკონაზოლის პენეტრაცია ქსოვილოვან სითხეებში მაღალია, ცილებს უკავშირდება უმნიშვნელო რაოდენობით (12%) ფლუკონაზოლი გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით- 80%-ზე მეტი შეუცვლელი სახით.
ჩვენებები
1.გენიტალური კანდიდოზი:
ვაგინალური კანდიდოზი( მწვავე ან მორეციდივე):
პროფილაქტიკური გამოყენება რეციდივების სიხშირის შემცირების მიზნით (3 და მეტი ეპიზოდი წელიწადში);
2. კანის მიკოზები, მათ შორის ტერფის, სხეულის, საზარდულის მიკოზები, ონიქომიკოზი ( tinea pedis, tinea corporis, tinea cruris, tinea unguium).
3. სოკოვანი ინფექციის პროფილაქტიკა იმუნიტეტდაქვეითებულ პაციენტებში.
4. გენერალიზებული კანდიდოზი (კანდიდემია, პერიტონიუმის კანდიდოზი, ენდოკარდის, თვალის, სასუნთქი სისტემისა და შარდგამიმყოფი სისტემის კანდიდოზი).
5. ლორწოვანი გარსის კანდიდოზი, მათ შორის პირის ღრუს და ხახის, საყლაპავის, კანდიდურია, ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი (კბილის პროთეზის გამოყენებისას).
6. სოკოვანი ინფექციის განვითარების პროფილაქტიკა პაციენტებში ავთვისებიანი სიმსივნით ქიმიო და სხივური თერაპიის შემდგომ.
7. კრიპტოკოკოზი (კრიპტოკოკური მენინგიტი, ფილტვის კრიპტოკოკოზი, კანის კრიპტოკოკოზი)
მიღების წესები და დოზები
1. ვაგინალური კანდიდოზისას ფლუნოლი გამოიყენება ერთჯერადად 150მგ. ვაგინალური კანდიდოზის რეციდივის სიხშირის შესამცირებლად ინიშნება თვეში 1-ჯერ 150მგ. მკურნალობის ხანგრძლივობა ირჩევა ინდივიდუალურად 4-დან 12 თვემდე. ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია უფრო ხანგრძლივი გამოყენება.
2. კანდიდით გამოწვეული ბალანიტებისას 150მგ ერთჯერადად.
3. ოროფარინგიალური კანდიდოზისას: 1 კაფსულა 50მგ 1-ჯერ დღეში 7-14 დღის ხანგრძლივობით. იმუნური სისტემის სერიოზული დარღვევებისას შესაძლებელია უფრო ხანგრძლივი გამოყენება.
4. ორალური ატროფიული კანდიდოზისას (კბილის პროთეზის ხმარებისას): ანტისეპტიკებთან ერთად 14 დღის განმავლობაში დღე/ღამეში 50მგ.
5. ეზოფაგიტი, უცნობი ეტიოლოგიის ბრონქ-ფილტვის ინფექციები, კანდიდურია, კანისა და ლორწოვანი გარსების კანდიდოზი: 50მგ დღეში 14-30 დღის განმავლობაში. იშვიათ შემთხვევებში დოზა შეიძლება გაიზარდოს 100მგ-მდე.
6. Tinea pedis, tinea corporis, tinea versicolor და სხვა კანის კანდიდოზური ინფექციებისას : 50მგ 1-ჯერ დღეში 1-4 კვირის განმავლობაში. Tinea pedis მკურნალობის კურსი შეიძლება გაიზარდოს არაუმეტეს 6 კვირამდე.
7. ონიქომიკოზისას რეკომენდებული დოზა 150მგ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჯანმრთელი ფრჩხილის ამოსვლამდე. ფრჩხილის სრული ზრდა ხელზე ხდება 3-6 თვის ,ხოლო ფეხის ფრჩილის 6-12 თვის განმავლობაში.
8. კანდიდემია. გენერალიზებული კანდიდოზი და სხვა ინვაზიური კანდიდოზები: შესაძლებელია დოზის ზრდა 400მგ-მდე მკურნალობის პირველ დღეს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ ეფექტზე.
9. კრიპტოკოკური ინფექციებისას მკურნალობის პირველ დღეს 400მგ, შემდეგ 200-400მგ 1-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ ეფექტზე, კრიპტოკოკური მენინგიტის მკურნალობა გრძელდება არა ნაკლებ 6-8 კვირა.
10. სოკოვანი ინფექციის პროფილაქტიკისთვის ციტოტოქსიური რადიოთერაპიის ან ქიმიოთერაპიის შემდეგ პირებში ავთვისებიანი სიმსივნით დღეში 50-400მგ. პაციენტებში ნეიტროპენიის მაღალი რისკით დღიური დოზა შეადგენს 400მგ.
11. სოკოვანი ინფექციის პროფილაქტიკისთვის ანტიბიოტიკოთერაპიის შემდედ იმუნიტეტის დაქვეითებისას ფლუნოლი ინიშნება კვირაში ერთჯერ.
ბავშვებში :
ბავშვებში 1 წლის ზევით თირკმლის ნორმალური ფუნქციებისას რეკომენდებულია შემდეგი დოზირება: ზედაპირული კანდიდოზისას 1-2მგ/კგ-ზე და სისტემური კანდიდოზებისას კრიპტოკოკოზისასაც კი 3-6 მგ/კგ-ზე. ბავშვებში დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400მგ-ს. ბავშვებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, ფუნქციათა დარღვევის ხარისხის მიხედვით , რეკომენდებულია დოზის შემცირება. დოზირება თირკმლის ფუნქსიის დარღვევისას: ფლუკონაზოლი გამოიყოფა შარდით. პრეპარატის ერთჯერადი მიღება არ საჭიროებს დოზის კორექციას. განმეორებითი მიღებისას მკურნალობის პირველ დღეებში პრეპარატი მიიღება ჩვეულებრივი დოზით, შემდეგ დღეებში დოზა დამოკიდებულია კრეატინინის კლირენსზე და საჭიროა დოზის შემცირება.
კრეატინინის კლირენსი მლ/წთ | ინტერვალის ხანგრძლივობა – დღიური დოზა |
---|---|
40 | 24 საათი (ნორმალური დოზა) |
21-40 | 48 საათი ან დოზის ნახევარი |
10-20 | 72 სთ ან დოზის 1/3 |
ჰემოდიალიზზე მყოფი პირები | 1დოზა ყოველი სეანსის შემდეგ |
გვერდითი მოვლენები
გულისრევა, ღებინება, აბდომინალური დისკომფორტი, დიარეა, მეტეორიზმი. იშვიათად –გამონაყარი კანზე.
უკუჩვენება
ფლუკონაზოლისა და სხვა აზოლების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
უმნიშვნელო რაოდენობის ინფორმაციის არსებობის გამო ორსულებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების ხარისხი განსაზღვრული არ არის. რეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისას.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ფლუკონაზოლის სეკრეცია რძეში არ არის დადასტურებული.
ბავშვები: 16 წლამდე ასაკის ბავშვებს ენიშნებათ მწვავე აუცილებლობისას. არ ინიშნება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ჭარბი დოზირება
ტარდება სიმპტომური მკურნალობა ( კუჭის ამორეცხვა და შემანარჩუნებელი თერაპია) ფლუკონაზოლი ძირითადად გამოიყოფა შარდით, ამოტომ ფორსირებული დიურეზი იწვევს გაძლიერებულ გამოყოფას. ჰემოდიალიზის 3 საათიანი სეანსი ფლუკონაზოლის პლაზმურ კონცენტრაციას 50%-ით ამცირებს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კვლევებით დადგენილია, რომ ფლუკონაზოლი ზრდის პროთრომბინის დროს ჯანმრთელ ადამიანებში, რომლებიც იღებენ ვარფარინს. კუმარინული ანტიკოაგულანტების მომხმარებელ პირებში ფლუკონაზოლის მიღებისას საჭიროა პროთრომბინის დროის კონტროლი. ჯანმრთელ მოხალისე პირებში, რომლებიც იღებდნენ სულფანილშარდოვანას წარმოებულ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებს (ქლორპრამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი), გაიზარდა ნახევრადგამოყოფის პერიოდი. ფლუკონაზოლი შეიძლება დაინიშნოს ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან ერთად, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა განვითარდეს ჰიპოგლიკემია. ერთერთ კლინიკურ კვლევაში, ჯანმრთელ მოხალისე პირებში , რომლებიც იღებდნენ ჰიდროქლორთიაზიდის განმეორებით დოზებს ფლუკონაზოლით მკურნალობის ფონზე, ფლუკონაზოლის პლაზმური კონცენტრაცია გაიზარდა 40%-ით. დიურეტიკებთან ერთად ფლუკონაზოლის მიღებისას საჭიროა ექიმის მიერ შეცვლილ იქნას ფლუკონაზოლის მიღების რეჟიმი. ფენიტოინის ფლუკონაზოლთან ერთად მიღებისას იზრდება ფენიტოინის დონე. თუ ამ პრეპარატების ერთდროული მიღება აუცილებელია, საჭიროა ფენიტოინის დონის კონტროლი. ფლუკონაზოლის რიფამპიცინთან ერთად მიღებისას ფლუკონაზოლის ნახევრადგამოყოფის პერიოდი მცირდება 20%-ით, AUC 25%-ით. პირებში რომლებიც იღებენ რიფამპიცინს საჭიროა ფლუკონაზოლის დონის კონტროლი. ფლუკონაზოლის რიფაბუტინთან ერთად მიღებისას აღინიშნება რიფაბუტინის პლაზმური კონცენტრაციის მატება და უვეიტი. პირები, რომლებიც იღებენ ამ ორ პრეპარატს უნდა იყვნენ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. ფლუკონაზოლის თაკროლიმუსთან ერთად მიღება ზრდის თაკროლიმუსის პლაზმურ კონცენტრაციას. Pპაციენტებში აღინიშნება ნეფროტოქციურობა. ფლუკონაზოლის ზიდოვუდინთან ერთად მიღებისას უკანასკნელის AUC იზრდება 74%-ით. აუცილებელია ზიდოვუდინთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის გაზრდის გათვალისწინება, პირებში, რომლებიც იღებენ ამ კომბინაციას. მაშინ როცა, AUC იზრდება შესაბამისად 40%-ით და 24%-ით 200მგ ფლუკონაზოლის ეთინილ ესტრადიოლთან და ლევონოერგოსტეროლთან ერთად მიღებისას, 50მგ ფლუკონაზოლი არ ცვლის ამ ჰორმონების დონეს. ამ დოზით ფლუკონაზოლის განმეორებითი მიღება ცვლის ორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობას. კინეტიკური კვლევისას, პირებში ,რომლებმაც გადაიტანეს თირკმლის ტრანსპლანტაცია, 200მგ დღე/ღამეში ფლუკონაზოლის მიღება ზრდიდა ციკლოსპორინის დონეს. ამასთან ერთად, სხვა კვლევისას პირებში რომლებსაც ჩაუტარდათ ძვლის ტვინის ტრანსპლანტცია 100მგ ფლუკონაზოლს დღე/ღამური დოზით არ შეუცვლია ციკლოსპორინის დონე. ასეთ პირებში, რომლებიც იღებენ ფლუკონაზოლს ციკლოსპორინის დონე უნდა იყოს კონტროლირებული. სხვა კვლევებით დადგინდა, რომ ფლუკონაზოლთან ერთად საკვების, ციმეტიდინის და ანტაციდების მიღება არ იწვევს ფლუკონაზოლის ნახევრადგამოყოფის პერიოდის შემცირებას. კვლევის შედეგების მიხედვით, პლაცებოსთან შედარებით, ფლუკონაზოლისა და თეოფილინის ერთდროული გამოყებება უნდა იყოს კონტროლირებული და დოზის გადაჭარბებისას უნდა შეიცვალოს თერაპიის მეთოდები საჭირო მიმართულებით. ფლუკონაზოლის 400მგ და მეტი დოზით მიღება უკუნაჩვენებია მძიმე არითმიების შესაძლო განვითარების გამო, რომელსაც იწვევს QT ინტერვალის გახანგრძლივება. პირები, რომლებიც იღებენ 400მგ ფლუკონაზოლს ტერფენადინთან ერთად უნდა იმყოფებოდნენ კონტროლის ქვეშ.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისთვის მიუდგომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე 25oC-ზე ქვემოთ, ორიგინალ შეფუთვაში.
ვარგისიანობის ვადა:4 წელი.
ვადის გასვლის შემთხვევაში არ გამოიყენოთ.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account