D-colerol forte - დეკოლეროლი ფორტე 15000სე 10მლ

განსაკუთრებული ფასი 27,26 GEL რეგულარული ფასი 38,05 GEL
მარაგშია
SKU
69907_1782

ჩვენებები: დე-კოლეროლ ფორტე გამოიყენება D ვიტამინის დეფიციტის ან უკმარისობის დროს.

გამოიყენება პერორალურად

აქტიური ნივთიერებები: ყოველი 1 მლ პერორალურად მისაღები წვეთი შეიცავს 0.375 მგ ვიტამინ D3-ს რაც ექვივალენტურია 15,000 IU.

დამხმარე ნივთიერებები: E ვიტამინი და მზესუმზირის ზეთი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია. ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვებს,
პრეპარატის გამოყენების დროს ექიმთან ან ჰოსპიტალში ვიზიტისას, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ მოცემულ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. დაუშვებელია რეკომენდირებულზე მეტი ან ნაკლები დოზის მიღება.

ენების დროს ექიმთან ან ჰოსპიტალში ვიზიტისას, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ მოცემულ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. დაუშვებელია რეკომენდირებულზე მეტი ან ნაკლები დოზის მიღება.

ინსტრუქციაში მოცემულია:

1. რა არის დე-კოლეროლ ფორტე და რისთვის გამოიყენება ის?
2. რა უნდა იცოდეთ დე-კოლეროლ ფორტეს გამოყენებამდე
3. დე-კოლეროლ ფორტეს გამოყენების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. დე-კოლეროლ ფორტეს შენახვის პირობები
1. რა არის დე-კოლეროლ ფორტედა რისთვის გამოიყენება ის?
დე-კოლეროლ ფორტე შეიცავს ქოლეკალციფეროლს (D3 ვიტამინი), როგორც აქტიურ ნივთიერებას.

დე-კოლეროლ ფორტე წარმოდგენილია შუშის ბოთლით პიპეტთან ერთად მუყაოს კოლოფში.

დე-კოლეროლ ფორტე  გამოიყენება D ვიტამინის დეფიციტის ან უკმარისობის დროს, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მალაბსორბციით გამოწვეული D ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ და პრევენციისთვის, რაქიტის სამკურნალოდ (ძვლის დაავადება, რომელიც გამოწვეულია D ვიტამინის დეფიციტით), ოსტეომალაციის დროს (დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ძვლის შემადგენლობაში მინერალების შემცირებასთან), ძვლის დაშლის (ოსტეოპოროზის) სამკურნალოდ, როგორც დამხამრე საშუალება, ოსტეოპოროზული მოტეხილობის რისკის თავიდან ასაცილებლად  და ჰიპერპარათიროიდიზმის (დაავადება, რომელიც დაკავშირებულია პარათიროიდულ ჯირკვალში  (გამოიმუშავებს ჰორმონს, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში კალციუმის ცვლის რეგულაციაში)  სიმსივნეების წარმოქმნასთან) სამკურნალოდ, როგორც დამხამრე საშუალება. 

2.  რა უნდა იცოდეთ დე-კოლეროლ ფორტეს გამოყენებამდე
არ გამოიყენოთდე-კოლეროლ ფორტე:

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ქოლეკალციფეროლის (D3 ვიტამინი) ან პროდუქტში შემავალი სხვა ნივთიერებების მიმართ.
თუ ხართ მაღალი არტერიული წნევის მატარებელი (ჰიპერტენზია)
თუ გაქვთ არტერიების მოწინავე გამაგრება (არტერიოსკლეროზი)
თუ გაქვთ აქტიური პულმონარული ტუბერკულოზი. ამ შემთხვევაში დაუშვებელია წამლის დიდი დოზით გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში.
თუ გაქვთ  D ჰიპერვიტამინოზი (დაავადება, რომელიც გამოწვეულია D ვიტამინის გადაჭარბებეული დოზის მიღებით ან დაგროვებით. სიმპტომები: მადის დაკარგვა, ყაბზობა, ბუნდოვანი მხედველობა და სისუტე კუნთებში).
თუ გაქვთ ჰიპერკალცემია (სისხლში კალციუმის მაღალი დონე) ან ჰიპერკალციურია (შარდში კალციუმის მაღალი დონე)
თუ გაქვთ თირკმლის კენჭები  (შეიცავს კალციუმს)
თუ გაქვთ მგრძნობელობა კალციუმის მიმართ
გამოიჩინეთ განსაკუთრებელი სიფრთხილე დე-კოლეროლ ფორტეს გამოყენების დროს:

თუ ხშირად არ გადაადგილდებით
თუ თქვენ ღებულობთ ბენზოთიადიაზინის დერივატ დიურეტიკებს
თუ წარსულში გქონიათ თირკმლის კენჭები
თუ გაქვთ სარკოიდოზი
თუ გაქვთ ფსევდოჰიპოპარათიროიდიზმი (პარათიროიდული ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა)
თუ აღგენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევები
თუ ღებულობთ D ვიტამინისა და მისი წარმოებულების შემცველ სხვა მედიკამენტებს
ჩვილებში და ბავშვებში D ვიტამინის თერაპიული ინდექსი მნიშვნელოვნად დაბალია. ჰიპერკალცემიის დიდი ხნით გაგრძელება ბავშვებში იწვევს გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენას. ლაქტაციის პერიოდში D ვიტამინის ფარმაკოლოგიური დოზის მიღება იწვევს ჩვილებში ჰიპერკალცემიის რისკს.

თუ ზემოაღნიშნულიდან რომელიმე თუნდაც წარსულში გამოგიცდიათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

საკვებთან და სასმელთან ერთად გამოყენება:

საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედების შესახებ არ მოიპოვება ცნობები. 

ორსულობა

მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დაუშვებელია ორსულობის პერიოდში დე-კოლეროლ ფორტეს გამოყენება.

თუ მკურნალობის განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან  ფარმაცევტს.

D ვიტამინი გადადის დედის რძეში.

მანქანის ტარება და სხვა მექანიზმების მართვა

დე-კოლეროლ ფორტე არ ახდენს ზეგავლენას მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დე-კოლეროლ ფორტეშიშემავალი ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

მას არ სჭირდება დამხმარე ნივთიერებებთან დაკავშირებული რაიმე გაფრთხილება;

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ანტიკონვულსანტებთან, ჰიდანტოინთან,  პრიმიდონებთან  (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიური დაავადების დროს) ან რიფამპიცინთან (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ) ერთად გამოყენების დროს შესაძლებელია D ვიტამინის მოქმედება შემცირდეს.

ჰიპერკალცემიის (სისხლში კალციუმის მაღალი დონე) მკურნალობის დროს კალციტონინთან, ეტიოდრონატთან, გალიუმის ნიტრატთან, პამიდრონატთან ან პლიკამიცინთან ერთად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ჩამოთვლილი მედიკამენტების მოქმედება შემცირდეს.

მაღალი დოზით კალციუმთან,  დიურეტიკებთან ან თიაზიდთან (დიურეტიკებთან) თანადროული გამოყენების დროს იზრდება სისხლში კალციუმის დონე (ჰიპერკალცემიის რისკი). მკურნალობის განმავლობაში უნდა მოხდეს შრატში კალციუმის კონცენტრაციის მონიტორინგი.

დე-კოლეროლ ფორტეს გამოყენება რეკომენდირებული არაა D ვიტამინის ან მისი ნაერთების შემცველ მედიკამენატებთან ერთად, ზრდის ტოქსიკურობის შესაძლებლობას.

იზონიაზიდმა  (გამოიყენება ტუბერკულოზის მკურნალობის დროს) შესაძლებელია შეამციროს D3 ვიატმინის მოქმედება. პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ საგულე გლიკოზიდებით შესაძლებელია გამოავლინონ მგრძნობელობა კალციუმის დიდ დოზაზე, აქედან გამომდინარე საჭიროა ამ პაციენტების ეკგ (ექოკარდიოგრაფიული) პარამეტრების და კალციუმის დონის მონიტორინგი.

მედიკამენტებმა, რომლებიც იწვევენ ცხიმების აბსორბციის კლებას (ორლისტატი (გამოიყენება სიმსუქნის საწინააღმდეგოდ)  და ქოლესტირამინმა (გამოიყენება ქოლესტეროლის სამკურნალოდ) შესაძლებელია შეამცირონ D ვიტამინის აბსორბცია.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა რეცეპტორულ ან არარეცეპტორულ პრეპარატებს.

3. დე-კოლეროლ ფორტეს მიღების წესი
მიიღეთ დე-კოლეროლ ფორტე ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. თუ დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

1 მლ დე-კოლეროლ ფორტეშეადგენს 25 წვეთს.

რეკომენდირებული დოზა განისაზღვრება პაციენტის სიმპტომებით მოცემული დიაგრამის შესაბამისად.

ჩვენება

 

 

 

წვეთების რაოდენობა/დღე

 

 

D3 ვიტამინის რაოდენობა სე ექვივალენტში/დღე

 

 

D ვიტამინის დეფიციტი ან უკმარისობა დღეში 1-6 წვეთი 600-3600სე
მალაბსორბციით გამოწვეული D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა დღეში 1-3 წვეთი 600-800 სე
მალაბსორბციით გამოწვეული D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა დღეში 1-16 წვეთი 600-9600 სე
ჩვილებში და ბავშვებში რაქიტის მკურნალობა

1 წლამდე: 5 წვეთი დღეში

1 წლის ზემოთ:  10  წვეთი დღეში

შემანარჩუნებელი დოზა: 1 წვეთი დღეში

1 წლამდე:  3000 სე დღეში

1 წლის ზემოთ:  6000სე დღეში

შემანარჩუნებელი დოზა:  600 სე დღეში

D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ოსტეომალაციის მკურნალობა

დღეში 16 წვეთი

შემანარჩუნებელი დოზა: 2-3 წვეთი დღეში

9600 სე

შემანარჩუნებელი დოზა: 1200-1800 სე

ოსტეოპოროზის დამხმარე მკურნალობა კალციუმთან ერთად, ასევე მითითებულ შემთხვევებში ანტიოსტეროზული აგენტებით 1 წვეთი დღეში
 
600 სე
ოსტეოპოროზული მოტეხილობების მომატებული რისკის მქონე სიტუაციების პროფილაქტიკა ხანდაზმულ პაციენტებში და პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ გლუკოკორტიკოიდულ თერაპიას. 1 წვეთი დღეში
 
600 სე
მეორადი ჰიპერპარათიროიდიზმი 2-5 წვეთი დღეში 1200-3000 სე

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რუტინული გამოყენებისთვის სადღეღამისო დოზაა 400-800 სე, აუცილებლობის შემთხვევაში, დოზის გაზრდა შესაძლებელია 4000 სე-მდე  დღეში დაკვირვების ქვეშ.

მიღების წესი და მეთოდი:

დე-კოლეროლ ფორტე ინიშნება პერორალურად, დღეში ერთხელ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვები:

პოზოლოგიაში/ გამოყენების სიხშირესა და ხანგრძლივობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაში მოცემული მითითებების შესაბამისად.

ხანდაზმულები: არ მოითხოვს დოზის ცვლილებას

მიღების განსაკუთრებული შემთხვევები
თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა: საჭირო არაა დოზის რეგულირება. თირკმელების ფუნქცია უნდა შემოწმდეს D3ვიტამინის უწყვეტი გამოყენების დროს. თირკმელების მწვავე უკმარისობის დროს დაუშვებელია მედიკამენტის კალციუმთან ერთად გამოყენება.

თუ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ დე-კოლეროლ ფორტეს აქვს ძლიერი ან სუსტი ეფექტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დე-კოლეროლ ფორტეს საჭიროზე მეტი დოზის მიღებისას:

დე-კოლეროლ ფორტეს ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერკალცემია. ჰიპერკალცემიის სიმპტომებია დაღლილობა, ფსიქიატრიული სიმპტომები (ეიფორია (ემოციები, როგორიცაა სიხალისე, თავდაჯერებულობა, მოჭარბებული ძალა), თავბრუსხვევა, გონების არევა), გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, წონაში კლება, წყურვილი, პოლიურია (ხშირი შარდვა), თირკმელებში კენჭების წარმოქმნა, ნეფროკალცინოზი (თირკმელებში მარილის დაგროვება), ძვლებში მოჭარბებული კალციფიკაცია და თირკმელების უკმარისობა, ეკგ ცვლილებები, გულის რიტმულობის დარღვევა და პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება).

მკურნალობა: თავი აარიდეთ მზის ნათებას. თუ მედიკამენტი ახლახან მიიღეთ, გამოითავისუფლეთ კუჭი  ღებინების მეშვეობით.

დე-კოლეროლ ფორტეს საჭიროზე მეტი დოზის მიღების დროს მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ დე-კოლეროლ ფორტეს  მიღება

გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

დე-კოლეროლ ფორტეს  თერაპიის შეჩერების პოტენციური შედეგი:

მკურნალობის შეჩერების დროს მოსალოდნელი არაა რაიმე შედეგი. ექიმის რჩევის გარეშე არ შეწყვიტოთ დე-კოლეროლ ფორტეთი მკურნალობა. 

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად  დე-კოლეროლ ფორტეს გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევების არარსებობის გამო არასასურველი მოვლენების გავრცელებულობის შესახებ ინფორმაცია არა არსებობს.

დე-კოლეროლ ფორტესთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების გამოვლენის შესაძლებლობა ნორმალური დოზითა და ხანგრძლივობით მიღების შემთხვევაში დაბალია. შემდგომი არასასურველი მოვლენები შესაძლებელია განვითარდეს D3 ვიტამინის მაღალი დოზის მიღების და მკურნალობის პერიოდის უკონტროლოდ გაგრძელების შემთხვევაში.

ძალიან ხშირად:    შესაძლებელია გამოვლინდეს 10 პაციენტიდან მინიმუმ 1 პაციენტში

ჩვეულებრივ:        შესაძლებელია გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1-10 პაციენტში

უჩვეულოდ:         შესაძლებელია გამოვლინდეს 1000 პაციენტიდან 1-10 პაციენტში

იშვიათად:            შესაძლებელია გამოვლინდეს 10.000 პაციენტიდან 1-10 პაციენტში

ძალიან იშვიათად:   შესაძლებელია გამოვლინდეს 10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს პაციენტში

უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები

შარდში კალციუმის მომატება, სისხლში კალციუმის მაღალი კონცენტრაცია (ჰიპერკალციემია) და სისხლში ნარჩენი აზოტის მომატება (ეს განისაზღვრება სისხლისა და შარდის ტესტებით).
ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა
ჰიპერმგრძნობელობა, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, თეთრი ან მოწითალო ბუშტები კანზე (ჭინჭრის ციება),
შარდვის ჭარბი რაოდენობა (პოლიურია), ზედმეტი წყურვილი (პოლიდიფსია), შარდის გამოყოფის შეუძლებლობა (ანურია)
ცხელება
რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

დე-კოლეროლ ფორტეს  შენახვის პირობები
შეინახეთ თავისივე შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ მჭიდროდ დახურულ ბოთლში და სინათლისგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25C.

მედიკამენტის მიღება დაუშვებელია გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი:

Vefa Ilac San. Tic. Ltd. Sti

Beylikduzu Org. San. Bolgesi Mermeciler San. St.

2 Cadde No:3 Beylikduzu/Istanbul

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy