D-COLEROL - დე კოლეროლი 5000სე 28 რბილი კაფსულა
ჩვენებები: D ვიტამინის დეფიციტის პრევენცია და მკურნალობა.
გამოიყენება პერორალურად
აქტიური ნივთიერებები: ყოველი რბილი კაფსულა შეიცავს 5.000 სე ქოლეკალციფეროლს (125 მკგ ვიტამინი D3) (მიღებული ცხვრის მატყლისგან);
დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი, E ვიტამინი, საკვები ჟელატინი, გამოხდილი წყალი, გლიცერინი, სორბიტოლი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია. ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ. |
ინსტრუქციაში მოცემულია:
1. რა არის დეკოლეროლ 5.000 და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ დეკოლეროლ 5.000-ის გამოყენებამდე
3. დეკოლეროლ 5.000 გამოყენების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. დეკოლეროლ 5.000-ის შენახვის პირობები
1. რა არის დეკოლეროლ 5.000 და რისთვის გამოიყენება
დეკოლეროლ 5.000აქტიურ ნივთიერების სახით შეიცავს ქოლეკალციფეროლს (მიღებული ცხვრის მატყლისგან). ქოლეკალციფეროლი ცნობილია როგორც D3 ვიტამინი. დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს საკვებად გამოსაყენებელ ჟელატინს (ხარის ჟელატინი). D ვიტამინი ხელს უწყობს ორგანიზმს აითვისოს კალციუმი. D ვიტამინი გვხვდება ზოგიერთ საკვებში და გამომუშავდება კანის საშუალებით მზის ზემოქმედების დროს. ვიტამინი D ხელს უწყობს თირკმელებისა და ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვას და ძვლის წარმოქმნას.
დეკოლეროლ 5.000 გამოიყენება შემდეგ სიტუაციებში:
D ვიტამინის დეფიციტის პრევენცია, თუ არსებობს D ვიტამინის დეფიციტის ან მეტი D ვიტამინის საჭიროების რისკი.
D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა დადასტურებული ლაბორატორიული ტესტებით.
2. რა უნდა იცოდეთ დეკოლეროლ 5.000 გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ დეკოლეროლ 5.000:
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ქოლეკალციფეროლის ან კაფსულაში შემავალი სხვა ნივთიერებების მიმართ;
თუ გაქვთ სისხლში (ჰიპერკალცემია) ან შარდში (ჰიპერკალციურია) კალციუმის მაღალი დონე;
თუ გაქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა;
თუ გაქვთ კენჭი თირკმელში (თირკმლის კენჭი;)
თუ გაქვთ სისხლში D ვიტამინის მაღალი დონე (D ჰიპერვიტამინოზი);
არ გამოიყენება 11 წლამდე ასაკის ჩვილებსა და ბავშვებში.
გამოიჩინეთ განსაკუთრებელი სიფრთხილე დეკოლეროლ 5.000-ის გამოყენების დროს:
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიტუაცია გეხებათ თქვენ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან;
თუ იყენებთ გულის დაავადებების სამკურნალო საშუალებებს (მაგალითად, საგულე გლიკოზიდები, როგორიცაა დიგოქსინი);
სარკოიდოზის მქონე პაციენტები (როდესაც ორგანიზმში D ვიტამინის მაღალი დონეა, რამაც შესაძლებელია მიგვიყვანოს იმუნური სისტემის დარღვევასთან);
თუ კი იღებთ D ვიტამინის შემცველ მედიკამენტებს ან D ვიტამინით გამდიდრებულ საკვებს ან რძეს;
დეკოლეროლ 5.000-ის გამოყენების დროს მზის სხივების ჭარბი რაოდენობით ზემოქმედების შესაძლო არსებობა;
დამატებითი კალციუმის შემცველი დანამატების დამატება. რეკომენდებულია ექიმის მეთვალყურეობა სისხლში კალციუმის დონის მიმართ, რათა დეკოლეროლ 5.000-ის გამოყენების დროს კალციუმის დონე სისხლში ძალიან მაღლა არ აიწიოს;
თირკმლის დაზიანება ან დაავადება. საჭიროა ექიმმა გააკონტროლოს სისხლსა და შარდში კალციუმის დონე;
D ვიტამინის თერაპიამ შეიძლება ხელი შეუშალოს ადრე დიაგნოზირებული პირველადი ჰიპერპარათირეოიდიზმის არსებობის აღმოჩენას (პარათირეოიდული ჰორმონის ჭარბი გამოყოფა). ამრიგად, შრატში კალციუმის დონის შემოწმება უნდა მოხდეს დატვირთვის დოზის მიღებიდან ერთი თვის შემდეგ ან პირველადი ჰიპერპარათირეოიდიზმის გამოვლენის შემდგომ;
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენი მდგომარეობა ექვემდებარება რომელიმე ჩამოთვლილ მდგომარეობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
დეკოლეროლ 5.000-ის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად:
ქოლეკალციფეროლი სასურველია მიიღოთ საკვებთან და სასმელთან ერთად.
ორსულობა
არ არის რეკომენდირებული მედიკამენტის გამოყენება ორსულ ქალებში.
მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მკურნალობის განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
ლაქტაციის პერიოდშიმედიკამენტის გამოყენება რეკომენდირებული არ არის.
მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მანქანის ტარება და სხვა მექანიზმების მართვა
ქოლეკალციფეროლი არ ახდენს ზეგავლენას მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვაზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დეკოლეროლ 5.000-ის შემავალი ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
ეს პროდუქტი შეიცავს სორბიტოლს (E 420). თუ თქვენ შაქრის აუტანლობა გაქვთ, მიმართეთ ექიმს ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ უკვე იყენებთ სხვა მედიკამენტებს, მათ შორის რეცეპტით გამოწერილ მედიკამენტებს, ან თუ ახლახანს იყენებდით, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ზოგიერთი მედიკამენტის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება ზიანი მოგიტანოთ.
განსაკუთრებით, თუ იყენებთ რომელიმე მოცემულ მედიკამენტს, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
რიფამპიცინმა შეიძლება შეამციროს ქოლეკალციფეროლის მოქმედება, რადგან ასტიმულირებს ღვიძლის ფერმენტებს;
იზონიაზიდმა შეიძლება შეამციროს დეკოლეროლ 5.000-ის ეფექტურობა, რადგან იგი თრგუნავს ქოლეკალციფეროლის გააქტიურებას;
D ვიტამინის ჭარბი რაოდენობის გამო სისხლში კალციუმის შესამცირებლად, რეკომენდებული არ არის ფოსფატის გამოყენება ქსოვილებში კალციუმის დაგროვების საშიშროების გამო. მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ გულზე ან თირკმელზედა ჯირკვალზე, მაგალითად, საგულე გლიკოზიდები (მაგ: დიგოქსინი) და შარდმდენები (მაგ: ბენდროფლუმეთიაზიდი). D ვიტამინთან ერთად გამოყენებისას, ამ პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის დონის მატება სისხლსა და შარდში.
ვიტამინები, რომლებიც შეიცავს D ვიტამინს ან D ვიტამინის შემცველი საკვებს, მაგალითად, რძის ზოგიერთი სახეობა, რომელიც გამდიდრებულია D ვიტამინით;
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, D ვიტამინის შემცველობა არ უნდა იქნას გამოყენებული კალციუმთან ერთად;
აქტინომიცინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კიბოს ზოგიერთი ფორმის სამკურნალოდ) და იმიდაზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება (მაგ, კლოტრიმაზოლი და კეტოკონაზოლი).
წამლები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენს ორგანიზმზე D ვიტამინის გავლენას
D ვიტამინის მოქმედებას ან შეწოვადობას შესაძლებელია ხელი შეუშალოს მოცემულმა მედიკამენტებმა:
ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტები (ფენიტოინი) ან მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ძილის დარღვევების და ეპილეფსიის სამკურნალოდ (ბარბიტურატები, როგორიცაა ფენობარბიტონი);
გლუკოკორტიკოიდები (სტეროიდული ჰორმონები როგორიცაა ჰიდროკორტიზონი და პრედნიზოლონი). მათ შეიძლება შეამცირონ D ვიტამინის გავლენა;
მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან ქოლესტერინის დონეს სისხლში (ქოლესტირამინი ან ქოლესტიპოლი);
სპეციფიური მედიკამენტები (როგორიცაა ორლისტატი), რომლებიც უზრუნველყოფენ წონაში კლებას სხეულის მიერ ათვისებული ცხიმის რაოდენობის შემცირების ხარჯზე;
კონკრეტული საფაღარათო საშუალებები (როგორიცაა თხევადი პარაფინი).
თუ არა ხართ დარწმუნებული იმ მედიკამენტის ტიპზე რომელსაც იყენებთ კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
3. დეკოლეროლ 5.000-ის მიღების წესი
გამოყენების სწორი ინსტრუქცია და გამოყენების დოზა / სიხშირე
ყოველთვის მიიღეთ მედიკამენტი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
კაფსულები მიიღეთ წყალთან ერთად (დაღეჭვის გარეშე). მიიღეთ დეკოლეროლ 5.000 ძირითად საკვებთან ერთად.
ასაკობრივი ჯგუფი
|
რეკომენდებული პროფილაქტიკა (შენარჩუნება) D ვიტამინის დოზა
|
ნაკლებობის სამკურნალო დოზა (ხანგრძლივი მკურნალობა) D ვიტამინი
|
ნაკლებობის სამკურნალო დოზა (მოკლე ვადიანი მკურნალობა - ერთჯერადი დოზა)
|
შემანარჩუნებელი მაქსიმუმ ტოლერანტული დოზა მკურნალობისათვის და რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების პროფილაქტიკა
|
11-18 წელი
|
600-800 სე/დღეში (15-20 გ/დღეში)
|
3000-5000 სე/დღეში (75-125 გ/დღეში)
|
300.000 სე/დღეში (7500 გ/დღეში)
|
4000 სე (100 გ/დღეში)
|
მოზრდილები 18 წლის ზევით
|
600-800 სე/დღეში (15-20 გ/დღეში)
|
7000-10.000 სე/დღეში (175-250 გ/დღეში) ან 50.000 სე/კვირაში (1250 გ/კვირაში)
|
300.000 სე/ დღეში (7500 გ/დღეში)
|
4000 სე (100 გ/დღეში)
|
ხანგრძლივი მკურნალობისას, რეგულარულად უნდა შემოწმდეს კალციუმის დონე სისხლსა და შარდში, და ასევე უნდა გაკონტროლდეს თირკმლის ფუნქცია შრატში კრეატინინის განსაზღვრის გზით. საჭიროებისამებრ, დოზა უნდა დარეგულირდეს სისხლში კალციუმის დონის მიხედვით. (იხილეთ თავი 2).
მიღების წესი და მეთოდი:
დეკოლეროლ 5.000 მიიღება პერორალურად
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული 0-11 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ხანდაზმულები:
არ მოითხოვს დოზის ცვლილებას
მიღების განსაკუთრებული შემთხვევები
ღვიძლის უკმარისობა: მონაცემები არ არის მოცემული.
თირკმლის უკმარისობა: თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებშიD ვიტამინი არ უნდა იქნეს გამოყენებული კალციუმთან კომბინაციაში.
თუ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ დეკოლეროლ 5.000-ს აქვს ძლიერი ან სუსტი ეფექტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
საჭიროზე მეტი დოზის მიღებისას:
დეკოლეროლ 5.000-ის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში, გთხოვთ გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
აჩვენეთ ექიმს დარჩენილი წამლები ან ცარიელი შეფუთვა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ კალციუმის დონე სისხლში (ჰიპერკალცემია) და შარდში (ჰიპერკალციურია) შეიძლება გაიზარდოს.
დოზის გადაჭარბების ნიშნები და სიმპტომები მოიცავს გულისრევას, ღებინებას, ზედმეტ წყურვილს, შარდის გადაჭარბებულ გამოყოფას 24 საათის განმავლობაში, ყაბზობას და გაუწყლოებას.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ექიმი მიმართავს აუცილებელ მკურნალობას;
თუ დაგავიწყდათ დეკოლეროლ 5.000-ის მიღება
თუ დოზა გამოგრჩათ, გამოიყენეთ იგი ახალი დოზის მიღებამდე. შემდეგ დაუბრუნდით წინა თანმიმდევრობას.
ამასთან, თუ შემდგომი დოზის დრო მოვიდა, ნუ მიიღებთ გამოტოვებულ დოზას; მომდევნო დოზა მიიღეთ თავის დროზე;
გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
ამ პროდუქტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
დეკოლეროლ 5.000-ის თერაპიის შეჩერების პოტენციური შედეგი:
მკურნალობის შეჩერების დროს მოსალოდნელი არაა რაიმე შედეგი.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად დეკოლეროლ 5.000-ის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ. შესაძლო გვერდითი მოვლენები შესაძლებელია მოიცავდეს:
უჩვეულო გვერდითი მოვლენები (გავლენას ახდენს 100 დან 1-ზე)
სისხლში კალციუმის დიდი რაოდენობა (ჰიპერკალცემია). სიმპტომები: უგუნებობა, მადის ნაკლებობა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, გადაჭარბებული წყურვილის შეგრძნება, კუნთების სისუსტე, ძილიანობა.
შარდში კალციუმის დიდი რაოდენობა (ჰიპერკალციურია).
იშვიათი გვერდითი მოვლენები (გავლენას ახდენს 1000 დან 1-ზე)
გამონაყარი კანზე
ქავილი
ქავილიანი გამონაყარი (ჭინჭრის ციება)
სხვა რაიმე სახის გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. დეკოლეროლ 5.000-ის შენახვის პირობები
შეინახეთ თავისივე შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25oC.
მედიკამენტის მიღება დაუშვებელია გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რაოდენობა | 28 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account