Vitamin E - ვიტამინი E 60 კაფსულა
ჩვენება:E ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა.
ვიტამინი E
სავაჭრო დასახელება: ვიტამინი E
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება (სად): ტოკოფეროლი (Tocopherol).
გამოშვების ფორმა: კაფსულები 200 მგ და 400 მგ.
შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს: მოქმედი ნივთიერება: ალფა-ტოკოფერილაცეტატი 200 მგ და 400 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, გაწმენდილი წყალი, ნატრიუმის ბენზოატი E-211
აღწერა. რბილი ჟელატინის კაფსულები ოვალური ფორმის, ღია ყვითელი ფერის ნაკერით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინები. სხვა ვიტამინები
ჩვენებები გამოყენებისთვის
E ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა.
E ვიტამინი კაფსულებში არ გამოიყენება E ვიტამინის დეფიციტური მდგომარეობების სამკურნალოდ, რომელიც დაკავშირებულია მალაბსორბციის სინდრომთან. ამ შემთხვევაში აუცილებელია პარენტერალური პრეპარატების შეყვანა.
გამოყენების მეთოდი და დოზები
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრული პაციენტების მიერ მოხმარებისთვის.
რეკომენდირებული დოზა:
E ვიტამინის 200 მგ. კაფსულები - 1-2 კაფსულა დღე-ღამეში.
E ვიტამინის 400 მგ. კაფსულები - 1 კაფსულა დღე-ღამეში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა E ვიტამინის 800 მგ.
კაფსულები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (სასურველია 200 მლ. წყალი). ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ძირითადი დაავადების მიმდინარეობაზე. დოზა და მკრუნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.
არ არის რეკომენდირებული E ვიტამინის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება დოზის გადაჭარბების საფრთხის გამო.
ბავშვებისთვის არსებობს პრეპარატები აქტიური ნივთიერების ნაკლები შემცველობით.
ხანშიშესული პაციენტები
არ საჭიროებს დოზის კორექციას
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებმა საჭიროა დაიცვან სიფრთხილე პრეპარატის გამოყენებისას.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებმა საჭიროა დაიცვან სიფრთხილე პრეპარატის გამოყენებისას.
თუ სამკურნალო საშუალების მიღება გამოტოვებული იყო, მაშინ იგი უნდა მიიღოთ რაც შეიძლება ადრე, ხოლო შემდეგი დოზა- ჩვეულ დროს.
თუმცა, თუ ახლოვდება შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვებული დოზა არ უნდა მიიღოთ. არ უნდა მოახდინოთ გამოტოვებული დოზის კომპენსირება შემდეგში მისაღები დოზის გაზრდით.
სიფრთხილის ზომები
აუცილებელია დოზირების რეჟიმის მკაცრი დაცვა.
დიეტა, სელენის და გოგირდის შემცველი ამინომჟავების მომატებული შემცველობით ამცირებს E ვიტამინის საჭიროებას.
თანდაყოლილი ბულოზური ეპიდერმოლიზის დროს ალოპეციით დაზიანებულ ადგილებში შეიძლება დაიწყოს ჭაღარა თმის ამოსვლა.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას ან თერაპიის განმეორებითი კურსების დანიშვნის აუცილებლობისას რეკომენდირებულია სისხლის შედედების მაჩვენებლების, ისევე, როგორც სისხლში ქოლესტერინის დონის პერიოდული კონტროლი.
სიფრთხილით უნდა იყოს მიღებული რთული კარდიოსკლეროზის დროს, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, თრომბოემბოლიის განვითარების მომატებული რისკის, ასევე ჰიპოპროთრომბინემიის (K ვიტამინის დეფიციტის ფონზე - შეიძლება გაძლიერდეს 400 მგ-ზე მეტი E ვიტამინის დოზის დროს) დროს.
E ვიტამინის პირველადი იზოლირებული დეფიციტი ადამიანის ორგანიზმში იშვიათად გვხვდება. ნორმალური მნიშვნელობა ზრდასრულთა სისხლში შეადგენს დაახლოებით 9,5 მგ/ლ-ს, რაც შეესაბამება 22 მკმოლ/ლ-ს.
დეფიციტი შეიძლება გამოიწვიონ დეფექტებმა აბსორბციაში, მეტაბოლიზმში ან ვიტამინის მომატებულმა ხარჯვამ ოქსიდაციის სტრესის დროს. ნაკლებობა ხდება საკვებთან ერთად ვიტამინების არასაკმარისი რაოდენობით მიღების შედეგად, ამიტომ ბალანსირებული დიეტა არ იწვევს E ვიტამინის დეფიციტს.
E ვიტამინის ყველაზე მდიდარი წყაროები: გაზრდილი მარცვალი და მცენარეული ზეთების უმეტესობა. სხვა წყაროებია ფოთლოვანი ბოსტნეული, ცხოველთა ორგანოები, რძე და ნაღების კარაქი.
ორგანიზმის მიერ E ვიტამინის მიღების შეფასება რთულია, ნაწილობრივ სეზონური ცვალებადობის შედეგად საკვებ პროდუქტებში E ვიტამინის შემცველობის ძლიერი ცვალებადობის, ასევე შენახვის დროს და მომზადების პროცესში მისი დაკარგვის გამო.
ეროვნული რეკომენდაციების შესაბამისად, E ვიტამინის სადღეღამისო საჭიროება ჯანსაღი ზრდასრულებისთვის შეადგენს 15 მგ ტოკოფეროლის ექვივალენტს (1 მგ ალფა-ტოკოფეროლ აცეტატი = 0,67 მგ ტოკოფეროლის ექვივალენტი). ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში დამატებით საჭიროა 2-დან 4 მგ-მდე ტოკოფეროლის ექვივალენტი დღე-ღამეში.
გარდა ამისა, ტოკოფეროლის მოთხოვნილება მატულობს არაგაჯერებული ცხიმოვანი მჟავების არასაკმარისი გამოყენების დროს. დამატებითი მოთხოვნილება ასევე წარმოიქმნება ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენების (მაგალითად, ქიმიოთერაპიული) და ცალკეული დაავადებების დროს (მაგალითად, A- ბეტა-ლიპოპროტეინემია).
E ვიტამინის მეორადი დეფიციტი ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხდეს შემდეგი მიზეზების გამო: კუჭის რეზექციის შემდეგ, ცელიაკიის, ენტეროკოლიტების, ქრონიკული პანკრეატიტების, მუსკოვისციდოზის, ქოლესტაზის, მოკლე ნაწლავის სინდრომის, A-ბეტა-ლიპოპროტეინემიის დროს, ხანგრძლივი პარენტერალური კვების შემდეგ.
E ვიტამინის დეფიციტი ვლინდება გამოვლენილი დარღვევებით, ინდუცირებული თავისუფალი რადიკალებით, უჯრედებისა და ქსოვილების მხრიდან, განსაკუთრებით ნაადრევად დაბადებულ ბავშვებში, როგორიცაა რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, რეტროლენტალური ფიბროპლაზია და ჰემოლიზური ანემია. E ვიტამინის აშკარა დეფიციტის დროს შეიმჩნევა ნერვულ-კუნთოვანი დარღვევები, კერძოდ, სპინოცერებრალური დეგენერაცია.
E ვიტამინის პერორალური ფორმები არ არის ვარგისი E ვიტამინის დეფიციტური მდგომარეობების, რომლებიც დაკავშირებულია ნაწლავური აბსორბციის დარღვევასთან, სამკურნალოდ. ნაწლავური აბსორბციის დარღვევები შეიძლება შემჩნეული იყოს, მაგალითად, ქოლესტაზის, A-ბეტა-ლიპოპროტეინემიის დროს და ნაადრევად დაბადებულ ბავშვებში. ამ შემთხვევებში საჭიროა ვიტამინის პარენტერალურად შეყვანა.
ორსულობა და ლაქტაცია
კარგად არის ცნობილი, რომ არ არსებობს მკაფიო კავშირი დედისა და ნაყოფის სისხლში E ვიტამინის კონცენტრაციებს შორის. მშობიარობამდე ორსული ქალების მიერ E ვიტამინის ხანმოკლე მიღება მნიშვნელოვნად ზრდის E ვიტამინის სტატუსს მხოლოდ დედასთან. მიიჩნევა, რომ E ვიტამინი არასაკმარისად ეფექტურად აღწევს ბავშვის სისხლის ნაკადში პლაცენტიდან. პლაცენტარული გადაცემის რეგულაციის მექანიზმები საბოლოოდ შეუსწავლებლად რჩება, სავარაუდოა α – TTP-ს რეგულირებადი როლი პლაცენტარულ ბარიერში α - ტოკოფეროლის გადაყვანასთან დაკავშირებით.
E ვიტამინთან დაკავშირებულმა კვლევებმა ცხოველებზე არ გამოავლინეს ტერატოგენური ეფექტების რაიმე ნიშნები.
ტოკოფეროლი აღწევს დედის რძეში
E ვიტამინის მიღება შეიძლება იმ რაოდენობით, რომელიც შეესაბამება სადღეღამისო მოთხოვნას. E ვიტამინის რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა (ტოკოფეროლს ექვივალენტი) მოზრდილებში შეადგენს 15 მგ.-ს; ფეხმძიმე ქალებისთვის 17 მგ.-ს (ფეხმძიმობის 2 ნახევრიდან), მეძუძური დედებისთვის - 19 მგ-ს.
E ვიტამინის 200 მგ (400 მგ) დოზის კაფსულების მიღების კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებში არ იყო ჩატარებული. თუმცა დღესდღეობით უცნობია რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტების შესახებ, ორსულობის დროს პრეპარატი გამოყენებული უნდა იყოს სიფრთხილით. ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ მაშინ, თუ პოტენციური სარგებელი აჭარბებს ბავშვისთვის შესაძლო რისკს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
E ვიტამინი ზრდის კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობას ეპილეფსიით დაავადებულებში, რომელთანაც აღმოჩენილია ლიპიდების ზეჟანგური ოქსიდაციის პროდუქტების მომატებული შემცველობა სისხლში. კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებს, როგორიცაა ფენობარბიტალი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი, შეუძლიათ შეამცირონ E ვიტამინის კონცენტრაცია პლაზმაში.
აძლიერებს სტეროიდული და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, ანტიოქსიდანტების ეფექტს. აუმჯობესებს გულის გლიკოზიდების, ასევე A და D ვიტამინების ეფექტურობას და ამცირებს მათ ტოქსიკურობას. Е ვიტამინის მაღალი დოზების დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს A ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმში.
E ვიტამინის 400 მგ/დღეღამეში მეტი დოზის ანტიკოაგულანტებთან (კუმარინის და ინდანდიონის წარმოებული), ანტიაგრეგატებთან (კლოპიდოგრელი და დიპირიდამოლი), არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (ასპირინი, იბუპროფენი და ა.შ.) ერთად მიღება ზრდის ჰიპოპროთრომბინემიის და სისხლდენის განვითარების რისკს.
ქოლესტირამინი, ქოლესტიპოლი, მინერალური ზეთები, იზონიაზიდი, ორლისტატი, სუკრალფატი და ოლესტრის ცხიმის შემცვლელები ამცირებენ ალფა-ტოკოფერილაცეტატის შეწოვას.
რკინის მაღალი დოზები აძლიერებენ ოქსიდაციის პროცესებს ორგანიზმში, რაც ზრდის ორგანიზმისთვის E ვიტამინის საჭიროებას.
ალფა-ტოკოფერილაცეტატის ციკლოსპორინთან ერთად მიღებისას იზრდება ამ უკანასკნელის აბსორბცია.
E ვიტამინის ძალიან მაღალმა დოზებმა ცხოველებში ჩატარებული ექსპერიმენტების დროს აჩვენეს A და K ვიტამინების შეზღუდული შთანთქმა.
რკინის პერორალურ პრეპარატებს შეუძლიათ შეამცირონ E ვიტამინის შთანთქმა ნაწლავში, როდესაც ორივე პრეპარატი მიიღება ერთდროულად. ამ შემთხვევაში სასურველია, რომ ეს ორი პრეპარატი მიღებული იყოს დაახლოებით 4 საათიანი ინტერვალებით.
მალაბსორბციის, E და K ვიტამინების ერთობლივი დეფიციტის პირობებში, ასევე K ვიტამინის ანტაგონისტების (მაგალითად, პერორალური ანტიკოაგულანტების) მიღების შემთხვევაში ზედმიწევნით უნდა აკონტროლოთ კოაგულაცია, ვინაიდან შესაძლებელია K ვიტამინის მკვეთრი შემცირება ორგანიზმში.
პაციენტებმა, რომლებიც გადიან ანტიკოაგულაციურ თერაპიას, ან K ვიტამინის დეფიციტის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ E ვიტამინი ზედმიწევნითი სამედიცინო დაკვირვების გარეშე სისხლდენის მომატებული რისკის გამო.
გვერდითი მოქმედება
ალერგიული რეაქციები. 1200 მგ-დან ალფა-ტოკოფეროლ აცეტატის (ტოკოფეროლის ექვივალენტის 800 მგ) დიდი დოზების მიღებისას შეიძლება შემჩნეული იყოს კრეატინურია, კუჭნაწლავის დარღვევები - დიარეა, ტკივილები ეპიგასტრიუმში, გულისრევა, მეტეორიზმი, სისხლის შრატში კრეატინკინაზის აქტიურობის მომატება.
ალფა-ტოკოფეროლ აცეტატის დღეში 600 მგ-ზე მეტი დოზით ალფა-ტოკოფეროლის ხანგრძლივმა გამოყენებამ (ტოკოფეროლის ექვივალენტის 400 მგ) შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის შემცირება.
აღწერილი გვერდითი რეაქციების გამოვლენისას, ასევე ისეთი რეაქციების, რომლებიც არ არის მითითებული ჩანართ ფურცელში, უნდა მიმართოთ ექიმს.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: 400-800 მგ/დღეღამეში დოზის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას - ბუნდოვანი მხედველობითი აღქმა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, უჩვეულო დაღლილობა, დიარეა, გასტრალგია, ასტენია; 800მგ/დღეღამეში მეტი დოზის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღებისას-K ჰიპოვიტამინოზით დაავადებულებთან სისხლდენის განვითარების რისკის მომატება, თირეოიდული ჰორმონების მეტაბოლიზმის დარღვევა, სექსუალური ფუნქციის დარღვევა, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლია, ნეკროზული კოლიტი, სეფსისი, ჰემატომეგალია, ჰიპერბილირუბინემია, თირკმლის უკმარისობა, სისხლჩაქცევები თვალის ბადურა გარსში, ჰემორაგიული ინსულტი, ასციტი, ჰემოლიზი.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა; ნიშნავენ გლუკოკორტიკოიდებს, რომლებიც აჩქარებენ Е ვიტამინის მეტაბოლიზმს ღვიძლში; სიმპტომატური საშუალებები.
უკუჩვენებები
გამოყენებისთვის უკუჩვენებებია:
მომატებული ინდივიდუალური პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
ბავშვთა ასაკი (გამოშვების მოცემული ფორმისთვის, ბავშვებში კაფსულების გადაყლაპვის გაძნელების გამო)
ავტომობილის მართვის, ტექნიკასთან მუშაობის შესაძლებლობაზე ზემოქმედება
ზემოქმედებას არ ახდენს.
შეფუთვა
რბილი ჟელატინის კაფსულები, 10 კაფსულა კონტურულ ბლისტერის შეფუთვაში, 3 კონტურული ბლისტერის შეფუთვა 200 მგ დოზირებით და 6 კონტურული ბლისტერის შეფუთვა 400 მგ დოზირებით სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ან ჩანართი ფურცელთან ერთად კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება ნესტისგან და სინათლისგან დაცულ ადგილას 15⁰С-დან 25⁰С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რაოდენობა | 60 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account