Amvilab - ამვილაბი ალფა ლიპოის მჟავა 600მგ 60 კაფსულა
ჩვენება:დიაბეტური და ალკოჰოლური პოლინეიროპათია,ღვიძლის ციროზი და ჰეპატიტები.
ამვილაბი/ალფა ლიპოის მჟავა 600 მგ
უნივერსალური ანტიოქსიდანტი
ალფა ლიპოის მჟავა (ALA) არის ენდოგენური ანტიოქსიდანტი, რომელიც სინთეზირდება ცხიმოვანი მჟავებისგან მიტოქონდრიებში, ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით (ცხიმში და წყალში ხსნადი) და იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან, აძლიერებს სხვა ანტიოქსიდანტების, C და E ვიტამინის, გლუტათიონის და კოენზიმ Q 10 - ის მოქმედებას და ათვისებას, ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს. ალფა ლიპოის მჟავა არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს, ხელს უწყობს ატფ-ის სინთეზს და აუმჯობესებს ენერგეტიკულ ბალანსს, აქვეითებს სისხლში გლუკოზის დონეს, ამცირებს ინსულინრეზისტენტობას, ხელს უშლის ღვიძლში გლიკოგენის შემცველობის ზრდას, მონაწილეობს ლიპიდურ, ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლაში. ალფა ლიპოის მჟავა, როგორც მიტოქონდრიალური მულტიფერმენტული კომპლექსების კოფერმენტი მონაწილეობს პიროყურძნის მჟავის და ალფაკეტომჟავის ჟანგვით დეკარბოქსილირებაში.
· წარმოადგენს უნივერსალურ ანტიოქსიდანტს, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან
· დიაბეტური პოლინეიროპათიის დროს მნიშვნელოვნად ამცირებს კლინიკური ნიშნების გამოვლინებას
· აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, ამცირებს არტერიულ წნევას, ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონის შემცირებას
· აღადგენს იმპულსის გამტარებლობას ნერვულ უჯრედებში, აუმჯობესებს პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციონირებას
· აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი
· გააჩნია ჰეპატოპროტექტორული მოქმედება
· აჩქარებს აღდგენით პროცესებს
· ავსებს ორგანიზმს ენერგიით
· აქვს დეტოქსიკაციური მოქმედება მძიმე ლითონების მარილებით მოწამვლის და სხვა ენდო და ეგზო ტოქსიკოზების დროს
· აფერხებს დაბერების პროცესებს და აქვს გამოხატული ,, Anti- Age ‘’ ეფექტი
ჩვენება:
· დიაბეტური და ალკოჰოლური პოლინეიროპათია
· რეტინოპათია
· ჰიპერლიპიდემია
· ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია
· ღვიძლის ციროზი და ჰეპატიტები
· ალერგიული დერმატიტი, ფსორიაზი, ეგზემა
· ინტოქსიკაციები (მათ შორის ალკოჰოლური)
· ჭარბი წონა
შემადგენლობა: ალფა ლიპოის მავა (ALA) 600 მგ.
დამატებითი ინგრედიენტები: ჟელატინი (ცხოველური), მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები.
დოზირება: ერთი კაფსულა 2 - ჯერ დღეში კვების შემდეგ.
გაფრთხილება: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.
გამოშვების ფორმა: N60 კაფსულა.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
რაოდენობა | 60 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account