Doppelherz System - დოპელჰერც სისტემი კოლაგენ 10 ამპულა
ჩვენება: თმა, კანი , ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება, კანის სიმშრალე, ელასტიურობის დაქვეითება , ნაოჭები და მათი წარმოქმნის პრევენცია.
დოპელჰერცი სისტემი კოლაგენი ბიუთი
სილამაზის ფორმულა!
მზა დასალევი ფლაკონები ლიჩის და ნესვის არომატით
დოპელჰერც სისტემი კოლაგენი შეიცავს კოლაგენის პეპტიდებს, ბიოტინს, თუთიას, ანტიოქსიდანტ ასაიას კენკრის ექსტრაქტს, ვიტამინებს და მინერალებს, რომელიც კვებავს კანს შიგნიდან და ხდის მას გლუვს და ნაზს.
კოლაგენის პეპტიდებს სხვადასხვა კვლევის მიხედვით, კოლაგენის სხვა ფორმებთან შედარებით, უფრო ეფექტურად ითვისებს ორგანიზმი.
კოლაგენის პეპტიდები აღადგენს კანის სტრუქტურას, აუმჯობესებს მის სიმკვრივეს, ელასტიურობას, დატენიანებას, ანელებს დერმის უჯრედების დაბერების პროცესს, მნიშვნელოვნად ამცირებს სახეზე ღრმა და ზედაპირულ ნაოჭებს, ამცირებს კანის სიმშრალეს, ხელს უწყობს დერმის უჯრედების განახლებას და აღდგენას - კანი ხდება უფრო მკვრივი, გლუვი და ელასტიური, კოლაგენი ასევე უზრუნველყოფს ჯანსაღი თმის და ფრჩხილების ფორმირებას.
ვიტამინი A, თუთია და ბიოტინი ხელს უწყობს ნორმალური და ჯანსაღი კანის შენარჩუნებას. თუთია მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის უჯრედების რეგენერაციაში. მისი დეფიციტის დროს ვლინდება თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა და თეთრი ხაზები.
ბიოტინი უზრუნველყოფს ჯანსაღი თმა, კანი, ფრჩხილის შენარჩუნებას, აჩერებს თმის ცვენას, აუმჯობესებს ფრჩხილის სტრუქტურას, ამცირებს კანზე გამონაყარს. ბიოტინით მკურნალობა ეფექტურია ალოპეციის და დერმატიტის დროს, ის ასევე საჭიროა ცილოვანი კერატინის წარმოებისთვის. კერატინი თმა, კანი, ფრჩხილის სტრუქტურის მთავარი კომპონენტია.
სპილენძი ანიჭებს თმას ფერს, მონაწილეობს პიგმენტ მელანინის წარმოებაში.
ვიტამინი C, თუთია, სპილენძი მნიშვნელოვანი კოფერმენტებია ორგანიზმში კოლაგენის და კერატინის ფორმირებისთვის, რაც განაპირობებს კანის სიგლუვეს და ელასტიურობას.
ვიტამინი E არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს, ზრდის კანის ელასტიურობას, აუმჯობესებს მის სტრუქტურას, იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, ანიჭებს თმას ბზინვარებას.
ვიტამინი C უზრუნველყოფს ენდოგენური კოლაგენის სინთეზს, აუმჯობესებს კოლაგენის და ჰიალურონის ბიოშეღწევადობას. იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, C ვიტამინი აუცილებელი კომპონენტია ჯანსაღი თმა, კანი, ფრჩხილისთვის.
სელენი უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. ხელს უშლის უჯრედული მემბრანის დაზიანებას, ანელებს დაბერების პროცესს, ინარჩუნებს კანის ელასტიურობას. სელენი ამცირებს თმის ცვენას, აძლიერებს მის ზრდას, უზრუნველყოფს თმის ფოლიკულების ნორმალურ ფუნქციონირებას.
თუთია ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების ნორმალურ ფუნქციონირებას, კანის უჯრედების რეგენერაციას, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან, უზრუნველყოფს კოლაგენის და კერატინის სინთეზს, ამშვიდებს კანს ანთებითი პროცესების დროს, ხელს უშლის თმის ცვენას, აუმჯობესებს A და B ჯგუფის ვიტამინების ათვისებას.
ასაის კენკრის ექსტრაქტი - სამხრეთ ამერიკული პალმის კენკრა მდიდარია პოლიფენოლებით, რომლებსაც აქვთ ანტიოქსიდანტური თვისებები, კანს იცავს დაბერებისგან.
ჩვენება:
• კანის სიმშრალე, ელასტიურობის დაქვეითება , ნაოჭები და მათი წარმოქმნის პრევენცია
• პიგმენტური ლაქები
• აკნეს შემდგომი ჰიპერპიგმენტაცია და ნაწიბურები
• ასაკობრივი ცვლილებები კანზე
• კანზე კოსმეტოლოგიური ჩარევების შემდგომი პერიოდი
• თმა, კანი , ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება
ფაქტორები რაც უარყოფითად აისახება კანზე:
• სტრესი და უძილობა
• ნიკოტინი და ალკოჰოლი
• სოლარიუმი
• არაჯანსაღი კვება და ხანგრძლივი დიეტა
• უხარისხო კოსმეტიკა
• მეტეოროლოგიური ფაქტორები
შემადგენლობა:
დღიური დოზა 1 მზა დასალევი ფლაკონი შეიცავს: კოლაგენური პეპტიდები - 2,5 გ, ბეტა-კაროტინი - 0,96 მგ, ბიოტინი - 150 მკგ, ვიტამინი E - 3 მგ, ვიტამინი C - 80 მგ, სპილენძი - 0,15 მგ, თუთია - 5 მგ, ასაიას კენკრის ექსტრაქტი - 100 მგ.
დამატებითი ინგრედიენტები:
წყალი, მსხლის წვენი, ქსანთანის რეზინი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბიტი, სუკრალოზა, ნატრიუმის საქარინი, გლუკონატი, D-ბიოტინი.
არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.
დოზირება:
მიიღება 1 დასალევი ფლაკონი დღეში ერთხელ, ჭამის წინ 12 წლის ასაკიდან. ამპულა დალევამდე უნდა შეინჯღრეს.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
№10 დასალევი ფლაკონი ლიჩის და ნესვის არომატით.
მწარმოებელი:
Queisser Pharma - გერმანია.
ასევე, იხილეთ : Amvilab - ამვილაბი კოლაფიბი 120 კაფსულა
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account