Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ომეგა-3 საბავშვო 250მლ

განსაკუთრებული ფასი 35,68 GEL რეგულარული ფასი 71,37 GEL
მარაგშია
SKU
85044_651

ჩვენება:მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის, კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება,იმუნიტეტის დაქვეითება,თვალის დაავადებები.

დოპელჰერცი აქტივი ომეგა-3 საბავშვო სიროფი 250 მლ

აუმჯობესებს თავის ტვინის ფუნქციონირებას, მეხსიერებას და ყურადღების კონცენტრაციას

• ხელს უწყობს ბავშვის გონებრივი და შემეცნებითი ფუნქციების განვითარებას

• სიროფის 15 მლ შეიცავს DHA - 125 მგ; EPA - 27 მგ + 11 ვიტამინი

• უგემრიელესი სიროფი ფორთოხლის არომატით, არ აქვს თევზის გემო და სუნი რაც ბავშვებს ძალიან მოსწონთ

ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები მნიშვნელოვანი კომპონენტებია ნერვული სისტემის ნორმალური განვითარებისთვის. სამეცნიერო კვლევების მიხედვით უჯერი ცხიმოვანი მჟავები დადებით გავლენას ახდენს ბავშვის კონცენტრაციის, სწავლის და მეხსიერების უნარზე.

ომეგა-3 მიეკუთვნება პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფს, რომელიც არ სინთეზირდება ორგანიზმში. იგი წარმოდგენილია დოკოზაჰექსანისა (DHA) და ეიკოზაპენტანის (EPA) მჟავების სახით.

DHA შედის თავის ტვინის ქერქის რუხი ნივთიერების შემადგენლობაში, ხელს უწყობს მიელინის გარსის წარმოქმნას, რითაც აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გადაცემას.

EPA უმნიშვნელოვანესია თავის ტვინის რუხი ნივთიერების ნორმალური ფუნქციონირებისთვის და კოგნიტური შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ვიტამინი E ძლიერი ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში.

ვიტამინი D3 არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის ცვლას, რაც ხელს უწყობს ჩონჩხის მინერალიზაციის და ზრდის პროცესს. ასევე მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ვიტამინი A აძლიერებს მხედველობას, იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს უჯრედების ნორმალურ ზრდას და ჯანმრთელი კანის და ლორწოვან გარსების შენარჩუნებას.

ვიტამინი C აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციას.

B ჯგუფის ვიტამინები მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. B1, B2 და ნიაცინი აუცილებელია ენერგიის წარმოებისთვის. ვიტამინი B6 ნეიროტრანსმიტერების სინთეზისთვის, ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12 კოგნიტური ფუნქციების განვითარებისთვის.

ჩვენება:

  • მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის, კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება
  • ფიზიკური, გონებრივი გადაღლა, ასთენია
  • იმუნიტეტის დაქვეითება
  • თვალის დაავადებები
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა

შემადგენლობა:

სიროფის15 მლ შეიცავს: თევზის ქონი - 535 მგ (DHA – 125 მგ, EPA – 27 მგ), ვიტამინი A - 200 სე, ვიტამინი D3 - 2,5 სე, ვიტამინი C - 100 მგ, ვიტამინი E - 6 მგ, ვიტამინი B1 - 0,55 მგ, ვიტამინი B2 - 0,7 მგ, ვიტამინი B6 - 0,7 მგ, ვიტამინი B12 - 1,25 სე, ნიაცინი - 8 მგ, პანტოთენის მჟავა - 3 მგ, ბიოტინი - 25 სე.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დოზირება:

ინიშნება როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში 0 წლის ასაკიდან:

• 0-3 წლამდე ბავშვებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით

•  4-7 წელი - 15 მლ (1/2 საზომი ჭიქა) დღეში

• 7 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები 30 მლ (1 საზომი ჭიქა) დღეში

გამოშვების ფორმა:

250 მლ სიროფი ფორთოხლის არომატით, არ აქვს თევზის გემო და სუნი.

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

ასევე, იხილეთ : Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ომეგა-3 სიროფი 150მლ

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy