იზრუნე ჯანმრთელობაზე

  1. ვაგინალური კანდიდოზი

    ვაგინალური კანდიდოზი

    ვაგინალური კანდიდოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, ის მსოფლიოში ვაგინალური ინფექციების მიმართვიანობის მეორე ადგილზე იმყოფება და ყოველი ოთხი ქალიდან სამს ერთხელ მაინც აქვს გადატანილი;

    ვაგინალური კანდიდოზი არის საშოს სოკოვანი ინფექცია, რომელსაც იწვევს საფუარის ტიპის სოკო კანდიდა; ის წარმოადგენს პირობით-პათოგენურ სოკოს, რომელიც, ნორმაში მცირე რაოდენობით, ყოველთვის ბინადრობს ჯანმრთელი ქალის საშოში, მაგრამ არ იწვევს არანაირ ჩივილს და სიმპტომს; 

    ვაგინალური კანდიდოზი არ მიეკუთვნება სქესობრივად გადამდებ დაავადებათა ჯგუფს.

    დაავადებას ახასიათებს წვის შეგრძნება და ინტენსიური ქავილი საშოსა და ვულვის (სასქესო ორგანოების გარეთა ნაწილის) მიდამოში, რაც განსაკუთრებით მწვავდება მოშარდვის დროს; დამახასიათებელია ვულვის სიწითლე და შეშუპება; ტკივილი საშოში, რომელიც ძლიერდება სქესობრივი აქტის დროს; ქალს აწუხებს სქელი, უსუნო ხაჭოსებრი კონსისტენციის გამონადენი საშოდან;

    აუცილებელად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ეს სიმპტომები პირველად განგივითარდათ, რათა დაავადებამ ქრონიკული ხასიათი

    Read more »
  2. რატომ უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი

    რატომ უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი

    ჩვენ ვცხოვრობთ მზისგან დამცავების ბუმის ეპოქაში, როცა ყველამ ვიცით როგორ, მაგრამ ნაკლები პასუხი გვაქვს რატომ უნდა გამოვიყენოთ SPF?

    სიამოვნებით შემოვაბრუნებდი სათაურში გამოტანილ შეკითხვას და შემდეგი ფორმულირებით დავსვამდი „რატომ არ უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი?!“. მსოფლიოს წამყვან დერმატოლოგსაც კი გაუჭირდება დაასაბუთოს აღნიშნული უარყოფა. ყველა, აბსოლუტურად ყველა მედიკოსი დიდი ხანია შეთანხმდა, რომ ულტრაიისფერი სხივები მავნე ზემოქმედებას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე და მისგან დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია!

     

    და მაინც, რატომ?

    როგორც ბიოლოგია გვკარნახობს ადამიანის კანი სამი შრისგან შედგება. მთავარი პროცესები დერმაში, ანუ შუა შრეში ხდება. მისი მფარავი ეპიდერმისი დამცველობითი ფუნქციისაა და უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვას ინფექციების, ბაქტერიების და სხვა არასასურველი ელემენტების შეჭრისგან. ლოგიკურია, რომ ნებისმიერი რამ, რაც აზიანებს ეპიდერმისს საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას.

    ულტრაიისფერი სხივები 3 სახისაა, თუმცა რადგან დედამიწამდე მხოლოდ A და B ტიპები

    Read more »
  3. მედიკამენტოზური რინიტი

    მედიკამენტოზური რინიტი

    როგორ დავამარცხოთ ცხვირის წვეთებზე დამოკიდებულება?

    მედიკამენტოზური რინიტი განსაკუთრებით აქტუალური პოსტკოვიდ პერიოდში გახდა. ინფიცირებისას თვითნებურად დანიშნული ცხვირის წვეთების არარაციონალური მოხმარება საბოლოოდ მასზე დამოკიდებულებად ფორმირდება.

     

    დღითიდღე სულ უფრო იმატებს ცხვირის წვეთებზე დამოკიდებული

    Read more »
  4. დისმეტაბოლიზმი

    დისმეტაბოლიზმი

    გამოფიტული ორგანიზმი განიცდის მიკროელემენტების და ვიტამინების შიმშილს, რომელთა მარაგიც ამოიწურა

    Read more »
  5. ართროზი, ძვალსახსროვანი სისტემის პათოლოგია - ქირურგი-ორთოპედი გიორგი ჭუმბურიძე

    ართროზი, ძვალსახსროვანი სისტემის პათოლოგია - ქირურგი-ორთოპედი გიორგი ჭუმბურიძე

    ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ ძვალ-სახსროვან დაავადებებზე

    ცხოვრების პასიური წესი და დაბალი ფიზიკური აქტივობა ნეგატიურად აისახება ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოთა სისტემაზე

    მთელ დღეს კომფორტულ სავარძელში მოკალათებული კომპიუტერთან ვატარებთ, შემდეგ სამუშაო მაგიდას ვშორდებით და მიგვეჩქარება ტრანსპორტისკენ, რომელიც ჩვენი

    Read more »
  6. AMVILAB-ის საკვები დანამატები და მათი მნიშვნელობა

    AMVILAB-ის საკვები დანამატები და მათი მნიშვნელობა

    ამვილაბი  ნატურალური საკვები დანამატების მწარმოებელი წამყვანი ამერიკული კომპანიაა, რომელიც მომხარებელს სთავაზობს, როგორც იმუნიტეტის ასამაღლებელ, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელ,

    Read more »
გვერდი
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy