იცოდით, რომ სრულად აღჭურვილი პირველადი დახმარების ყუთი მნიშვნელოვნად ამცირებს სერიოზული დაზიანებების გამწვავების რისკს?
პირველადი დახმარების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერება სულ უფრო მაღლდება, თუმცა კვლავაც უგულებელყოფილი რჩება იმ ნივთების სია, რომელიც აღნიშნული დახმარების აღმოსაჩენად არის საჭირო. First Aid Kit იმის მიხედვით კომპლექტდება, თუ სად არის განთავსებული, თუმცა უმეტესად, ძირითადი კომპონენტები უცვლელი რჩება. მთაში თუ ბარში, მანქანაში თუ სახლში, უბედური შემთხვევისა თუ მსუბუქი დაზიანებისგან დაცული არავინ არის, ამიტომ მოინიშნეთ იმ ნივთების სია, რომელიც აუცილებლად უნდა მოგეპოვებოდეთ:
1. ელასტიური და სტერილური ბინტი - მათი დანიშნულება ტრავმის დაფიქსირება ან მექანიკური დაზიანების შემდგომ გასუფთავებული უბნის სტერილურად შენახვაა.
2. წებოვანი პლასტირი - (სურვილის შემთხვევაში) ე.წ სანტავიკი და წებოვანი პლასტირის რგოლი მცირედით გაჭრილი, აქერცლილი, გაკაწრული ან მსუბუქად დაზიანებული
მოურჯულებელი, სიმშრალისკენ მიდრეკილი, მუდმივი ფიქსაციის მომთხოვნი ხვეული თმა განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.
იცოდით, რომ განზოგადებული ცნება „ხვეული თმა“ არ არსებობს და კულულის ფორმისა და ზომის მიხედვით კატეგორიებად იყოფა? 2A – მსუბუქად დატალღული, 2B – უბრალოდ ტალღოვანი, 2C – ძლიერ ტალღოვანი, 3A – მსუბუქად ხვეული 3B – ხვეული, 3C – ძალიან ხვეული 4A – ხუჭუჭი 4B – ზიგ-ზაგისებრი 4C – ძალიან ხუჭუჭი.
ამ აღნიშვნებს ხშირად შეხვდებით შამპუნებზე, ნიღბებსა და კონდინციონერებზე, თუმცა თუ თმის მოვლის სწორ რუტინას შეირჩევთ, ნებისმიერი კატეგორიის პროდუქტით სასურველ ვარცხნილობას მიიღებთ. გაითვალისწინეთ, რომ ხვეული თმა მიდრეკილია სიმშრალისკენ, ამიტომ მუდმივად საჭიროებს როგორც სკალპის, ასევე ღერების დატენიანებას. ამისთვის სხვადასხვა ზეთებითა და მინერალებთ მდიდარი საშუალებები გესაჭიროებათ. მაგალითად, თქვენთვის განსაკუთრებით ეფექტურია ბუნებრივი კომპონენტებით - არგანის და ქოქოსის კარაქით შექმნილი ფორმულები, ასევე ომეგა-3, ომეგა - 9-ითა და აღმდგენი კერამიდებით
ფრჩხილის სოკოვანი დაავადებები ზაფხულის სეზონის განსაკუთრებით აქტუალური საკითხია
დადგა ნანატრი ზაფხული და გასაგრილებლად თუ დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ზღვის სანაპიროებისა და აუზებისკენ ავიღეთ გეზი. რეალურად, ეს მეტად უწყინარი ადგილები შესაძლოა ისეთი უსიამოვნო დაავადების გავრცელების ბუდე გახდეს, როგორიც ფრჩხილის სოკოვანი დაავადება. როგორ ამოვიცნოთ და ვუმკურნალოთ აღნიშნულ დისკომფორტს, ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.
სოკოვანი დაავადებას ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანს შეიძლება დაემართოს. დაავადების გამომწვევი სოკოსა და პარაზიტისთვის საკმარისია მოხვდეს მისთვის ხელსაყრელ პირობებში (ნესტი, სიმჭიდროვე) და უმალ იჩენს თავს.
მიმდინარეობს შემდეგი სიმპტომატიკით: ფრჩხილის გაყვითლება, მსხვრევადობისაკენ მიდრეკილება, გასქელება.
სახის ნიღბების არჩევანი თანამედროვე კანის მოვლის ბაზარზე საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა საინტერესოა, რომელი ტიპის საშუალებას საჭიროებს თქვენი კანი?
დაგვეთანხმებით, რომ სახის მოვლის ყოველდღიური რუტინის ჩატარება ერთგვარ აუცილებლობას წარმოადგენს, თუმცა კვირაში რამდენჯერმე საკუთარი თავის განებივრება და დამატებითი პროცედურების ჩატარება გვინდება. რა თქმა უნდა, მსგავსი მანიპულაციებისთვის კოსმეტოლოგის კაბინეტი საუკეთესო ადგილს წარმოადგენს, მაგრამ თავისუფლად შეიძლება იგივე შედეგი თუ სიამოვნება სახლის პირობებში მივიღოთ.
ნაჭრის ნიღაბი
კორეელების განსაკუთრებული სიყვარული კანის მოვლისადმი იმდენად ცნობილია, რომ დამატებით ახსნა-განმარტებას არ საჭიროებს. სწორედ მათი გამოგონილია ბოჭკოვანი სტრუქტურის ნაჭერი, გაჟღენთილი სერუმით/შრატით/ამპულით, რომელიც ანაცვლებს დატენიანების ამ საფეხურს და საჭირო ნივთიერებებით ამარაგებს დერმას.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account