Doppelherz System - დოპელჰერც სისტემი ომეგა-3 მ/ც.N60
ჩვენება: მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის, კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება,თვალის დაავადებები.
დოპელჰერცი სისტემი ომეგა-3 საღეჭი გელ-ტაბლეტები
• აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციას და კოგნიტურ ფუნქციას
• უზრუნველყოფს სწრაფ ნეიროტრანსმიტერულ გადაცემას
• ზრდის მხედველობის სიმახვილეს
• აძლიერებს ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ
• საღეჭი გელ-ტაბლეტები მარწყვის და ციტრუსის სასიამოვნო არომატით, არ აქვს თევზის გემო და სუნი
ომეგა - 3 ცხიმოვანი მჟავები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, არ სინთეზირდება ორგანიზმში, ამიტომ მისი მიღება აუცილებელია საკვებით, ან საკვები დანამატებით.
ომეგა -3 მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა ფიზიოლოგიურ პროცესში, ამცირებს ანთებას, გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე და ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, მისი დეფიციტი დაკავშირებულია შემეცნებითი შესაძლებლობების დაქვეითებასთან, დეპრესიასთან, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებთან, ასევე ინსულტის, ართრიტის და ონკოლოგიური დაავადებების გაზრდილ რისკთან.
კვლევის მიხედვით EPA:
· უმნიშვნელოვანესია თავის ტვინის რუხი ნივთიერების ნორმალური ფუნქციონირებისთვის და კოგნიტური შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის
· ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს
· აძლიერებს იმუნურ სისტემას
· აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება
· ამცირებს ავთვისებიანი მელანომის განვითარების რისკს
კვლევის მიხედვით DHA:
· მნიშვნელოვანია ტვინის და თვალების ჯანმრთელობისთვის
· ტრიგლიცერიდების დონის შემცირებით ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებას
· ხელს უწყობს მიელინის გარსის წარმოქმნას, აუმჯობესებს ნერვული იმპულსის გადაცემას
D ვიტამინი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ზრდისა და განვითარების პერიოდში, რადგან მნიშვნელოვანია ძვლის მეტაბოლიზმისთვის, არეგულირებს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლას, ხელს უწყობს ჩონჩხის მინერალიზაციას და ზრდის პროცესს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.
ჩვენება:
- მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის, კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება
- ფიზიკური, გონებრივი გადაღლა, ასთენია
- იმუნიტეტის დაქვეითება
- თვალის დაავადებები
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
შემადგენლობა:
2 გელ-ტაბლეტი შეიცავს: ომეგა 3 - ის ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავები: EPA - 276 მგ, DHA - 180 მგ; ვიტამინი D3 - 400 სე.
არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.
დოზირება:
მიიღება 4-5 წლის ასაკის ბავშვებში 1 საღეჭი გელ-ტაბლეტი დღეში,6 წლის ზემოთ ბავშვებსა და მოზრდილებში 2 საღეჭი გელ-ტაბლეტი დღეში.
გამოშვების ფორმა:
№ 60 საღეჭი გელ-ტაბლეტები მარწყვის და ციტრუსის არომატით, არ აქვს თევზის გემო.
მწარმოებელი:
Queisser Pharma - გერმანია.
ასევე, იხილეთ : Mollers - მიოლერი ომეგა 3 ხილის ჟელე 45 დრაჟე
რაოდენობა | 60 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account