Omega blend standard - ომეგა ბლენდ სტანდარტი 60 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 30,38 GEL რეგულარული ფასი 42,19 GEL
მარაგშია
SKU
69325_760

ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია.

OMEGA bland - ომეგა ბლენდ სტანდარტი 60 კაფსულა

1000 მგ თევზის ქონი

შემადგენლობა: თევზის ქონი 18% EPA/12% DHA, ჟელატინის კაფსულა (ჟელატინი, გამამკვრივებელი საშუალება - გლიცერინი)

აქტიური ინგრედიენტი 1 კაფსულა დღიური დოზა (1-2 კაფსულა)

თევზის ქონი შეიცავს: 1000 მგ      1000 მგ - 2000 მგ 

18% EPA (ეიკოზაპენტაენის მჟავა) 180 მგ    180 მგ - 360 მგ

12% DHA (დეკოზაჰექსაენის მჟავა) 120 მგ    120 მგ - 240 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ომეგა ბლენდი სტანდარტი შეიცავს თევზის ქონს - EPA-ს და DHA- ს, რომელიც მიეკუთვნება ომეგა -3 ჯგუფის პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს.

თევზის ქონით მდიდარი საკვები რაციონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ცხიმოვანი მჟავების EPA და DHA სინთეზირება. EPA და DHA სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმში (სასარგებლო ეფექტი მიიღება დღეში 250 მგ EPA და DHA-ს მოხმარებით).

მრავალი კლინიკური კვლევის შედეგად ნაჩვენებია, რომ პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3:

• აძლიერებენ ორგანიზმის იმუნური, გულ-სისხლძარღვთა და საყრდენ მამოძრავებელი სისტემების ფუნქციებს.
• არეგულირებენ გულის რითმს და ამცირებენ გულის უკმარისობის და იშემიური დაავადების განვითარების რისკს.
•ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლიან ათეროსკლეროზის განვითარებას და არეგულირებენ არტერიულ წნევას.
•აუმჯობესებენ სისხლის რეოლოგიურ თვისებებს.
•აძლიერებენ სისხლძარღვების კედლებს და აუმჯობესებენ მათ ელასტიურობას.
•ამაღლებენ შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს.
• ახასიათებთ გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება.
 ჩვენებები:

• გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია
• ნერვული სისტემის დაავადებები,
• ლიპიდური ცვლის დარღვევა,
• საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები
• მაკულოდისტროფიული პროცესები
• დერმატიტები

 მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები: 1 - 2 კაფსულა დღეში, ჭამის დროს.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

ჰემოფილიით დაავადებულებმა და ადამიანებმა რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს, ამ პროდუქტის გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

გამოშვების ფორმა:

N 60 რბილი ჟელატინის კაფსულა

შენახვა:

შეინახეთ თავდახურულ ორიგინალ შეფუთვაში 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ჰასკო-ლეკ ს.ა .51-131 ვროცლავი, ზმიგროდზკას ქ. 242 ე. პოლონეთი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy