ომეგატრიბუსი კაფს.N30
ჩვენება:გულის უკმარისობა, იშემიური დაავადების განვითარების რისკი, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე
სამკურნალო ფორმა: კაფსულები
შემადგენლობა: ყოველი კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ომეგა-3-მჟავების ეთილეთერი 1000 მგ(ომეგა-3-მჟავის ეთილის ეთერი, რომელიც შედგება ეიკოზაპენტაენის მჟავის ეთილ ეთერისგან 350მგ და დოკოზაჰექსანის მჟავის ეთილეთერისგან 250მგ ალფა-ტოკოფეროლი 7.5 მგ კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, გამოხდილი წყალი.
აღწერილობა: ჟელატინის გამჭვირვალე რბილი კაფსულა, კაფსულის შიგთავსი - ღია ყვითელი ფერის ზეთოვანი სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰიპოლიპიდემიური საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ომეგა-3 ჯგუფის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები – ეიკოზაპენტაენის მჟავა (ეპმ) და დოკოზაჰექსანის მჟავა (დჰმ) მიეკუთვნება შეუცვლელ (ესენციალურ) ცხიმოვან მჟავებს. ომეგატრიბუსი აქვეითებს ტრიგლიცერიდების შემცველობას ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების კონცენტრაციის შემცირების შედეგად, გარდა ამისა აქტიურად მოქმედებს ჰემოსტაზზე, ამცირებს რა თრომბოქსან A2-ის სინთეზს და უმნიშვნელოდ ზრდის სისხლის შედედების დროს. ომეგატრიბუსი აკავებს ტრიგლიცერიდების სინთეზს ღვიძლში ეპმ და დჰმ -ს ეთერიფიკაციის ინჰიბირების ხარჯზე. ტრიგლიცერიდების დონის დაქვეითება ხელს უწყობს პერიქსიმოზა β-ით ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის მატებას. (თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების რაოდენობის შემცირებას, რომლებიც იმყოფებიან ტრიგლიცერიდების სინთეზის ქვეშ). მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების მატება ძალიან უმნიშვნელოა და არ არის მუდმივი. ის გაცილებით ნაკლებია ვიდრე ფიბრატების მიღების შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკა
ომეგა-3 ტიპის ცხიმოვანი მჟავების შეწოვის პროცესში ან მის შემდეგ არსებობს მეტაბოლიზმის 3 ძირითადი გზა:• ცხიმოვანი მჟავები თავდაპირველად გადადიან ღვიძლში, სადაც ჩაერთვებიან სხვადასხვა კატეგორიის ლიპოპროტეიდების შემადგენლობაში და მიემართებიან ლიპიდების პერიფერიული რეზერვებისკენ.
- უჯრედული მემბრანების ფოსფოლიპიდები იცვლება ლიპოპროტეიდების ფოსფოლიპიდებით, რის შემდეგაც ცხიმოვანი მჟავები შეიძლება მოგვევლინონ სხვადასხვაგვარი ეიკოზანოიდების წინამორბედების სახით.
- ცხიმოვანი მჟავების უმრავლესობა იჟანგება ენერგეტიკული მოთხოვნილების უზრუნველყოფის მიზნით. ომეგა-3 ჯგუფის ცხიმოვანი მჟავების კონცენტრაცია – ეპმ და დჰმ-სისხლის პლაზმის ფოსფოლიპიდებში შეესაბამება ეპმ და დჰმ-ს კონცენტრაციას, რომელებიც შედიან უჯედული მემბრანის შემადგენლობაში.
ჩვენებები
- არეგულირებენ გულის რითმს და ამცირებენ გულის უკმარისობის და იშემიური დაავადების განვითარების რისკს;
მიოკარდიუმის ინფარქტის მეორადი პროფილაქტიკა (მკურნალობის სხვა სტანდარტულ მეთოდებთან ერთად: სტატინებით, ანტიაგრეგაციული საშუალებებით, ბეტა-ადრენობლოკატორებით, აგფ ინჰიბიტორებით)
- ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლიან ათეროსკლეროზის
განვითარებას და არეგულირებენ არტერიულ წნევას;
- აძლიერებენ სისხლძარღვების კედლებს და აუმჯობესებენ მათ ელასტიურობას;
- სხვადასხვა გენეზის ართროზები და ართრიტები;- აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;- ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა;- შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;- ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების დარღვევა, ყურადღების დაქვეითება, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება;- კანის დაავადებები: ფსოარიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლულები;- ორსულებისა და მათი ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად (ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის მცირე წონა).; ომეგა 3–ის მჟავები აუცილებელია ორსული ქალებისთვის, მათი მიღება ეხმარება ბავშვის ტვინს სწორად ფორმირებში
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ეგზოგენური ჰიპერტრიგლიცერიდემია (I ტიპის ჰიპერჰილომიკრონემია).,
მიღების წესები და დოზირებაშიგნით მისაღებად, საკვებთან ერთად.კაფსულები უნდა მიიღონ დაუღეჭავად, წყალთან ერთად.მიოკარდიუმის ინფარქტის მეორადი პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია დღეღამეში 1 კაფსულის მიღება . ჰიპერტრიგლიცერიდემია: საწყისი დოზა შეადგენს 2 კაფსულას დღეში. თერაპული ეფეკურნალობის ხანგრძლივობა - არანაკლებ 3 თვე. შესაძლებელია კურსის გამეორება.თერაპიული ეფექტის არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 4 კაფსულამდე დღეში.
გვერდითი ეფექტები: ომეგატრიბუსის გამოყენებისას შესაძლოა ადგილი ქონდეს პირის ღრუში თევზის გემოს შეგრძნებას, რაც დამახასიათებელია მისი მიღების პირველ დღეებში. გვერდითი ეფექტების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი თანმიმდევრობით: ხშირი (შემთხვევათა 1-10%); არახშირი (შემთხვევათა 0.1-1%); იშვიათი (შემთხვევათა 0.01-0.1%). ძალიან იშვიათი (0.01%-ზე ნაკლები), მათ შორის ერთეული შემთხვევები. ინფექციური პროცესები: გასტროენტერიტი არახშირად.
დოზის გადაჭარბება: შესაძლებლია გვერდითი ეფექტების გამოვლენა ან მათი გამოხატვის გაძლიერება. რეკომენდირებულია სიმპტომური მკურნალობა.
პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად მისი ერთდროული გამოყენებისას - სისხლდენის დროის მომატების რისკი. ომეგატრიბუსის დანიშვნა ვარფარინთან ერთად არ იწვევს რაიმე სახის ჰემორაგიულ გართულებებს. თუმცა ომეგატრიბუსის და ვარფარინის კომბინირებული მიღებისას ან ომეგატრიბუსის მკურნალობის კურსის შეწყვეტისას აუცილებელია პროთრომბინის დროის კონტროლი. არ არის რეკომენდირებული მისი მიღება ფიბრატებთან ერთად არ არის საჭირო დოზის კორექცია იმ პაციენტებში, რომლებსაც დარღვეულია აქვთ თირკმელების ფუნქცია.
პრეპარატის ზეგავლენა ავტომანქანის ან სხვა მექანიზმების მართვაზეარ გააჩნია.
გამოშვების ფორმა: 30 ჟელატინის კაფსულა
B სია, ინახება მშრალ ადგილას არაუმეტეს 25გრადუსისა, არ შეიძლება გაყინვა. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 2 წელი არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიქიდან გაცემის პირობები: ურეცეპტოდ
მწარმოებელი: “grikar.net” –იტალია
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account