Solgar - სოლგარი მულტივიტამი ბავშვებისათვის 60 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 71,78 GEL რეგულარული ფასი 83,95 GEL
მარაგშია
SKU
51687_2153
ჩვენება: ჰიპო და ავიტამინოზის, მინერალების ნაკლებობის მკურნალობა და პროფილაქტიკა ორგანიზმის იმუნიტეტის გაძლიერება გაციებით, ვირუსით და ინფექციით გამოწვეული დაავადებების მიმართ ორგანიზმის ის მდგომარეობები, რომელსაც თან ახლავს ვიტამინებსა და მინერალებზ

მულტი-ვიტამინები და მინერალები ბავშვებისათვის

U-კუბები

ყველა დედის საყვარელი სახე

გემრიელი გზა თქვენი ბავშვის განვითარებისთვის

სოლგარის უნიკალური ფორმულა ბავშვებისათვის!

 

სოლგარის U-კუბები გახლავთ უნიკალური ფორმულა, რომელიც  დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე, ბურღულის და პექტინის ბაზაზე. კომპლექსის შემადგენლობაში არ შედის:

  • ცხოველური წარმოშობის ჟელატინი
  • ხელოვნური საღებავები
  • ხელოვნური არომატიზატორები
  • გლუტეინი, სახამებელი, საფუარი და რძის პროდუქტები

სოლგარის „U-კუბები“ წარმოადგენს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისა და ცხოველმყოფელობისათვის აუცილებელი ყველა ვიტამინისა და მინერალის დაბალანსებულ კომპლექსს. (ბავშვის დღიური მოთხოვნის შესაბამის კონცენტრაციას). იგი ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა დაავადებების და არასასურველი გარემო ფაქტორების მიმართ. ხელს უწყობს ბავშვისა და მოზარდის ორგანიზმის ზრდა-განვითარებას.  

აქტიური ინგრედიენტები

2 კუბის შემადგენლობა:

4 კუბის შემადგენლობა:

A ვიტამინი (რეტინოლის პალმიტატი)

750სე

1500სე

C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა)

15მგ

30მგ

D ვიტამინი (D3-ქოლეკალციფეროლი)

300სე

600სე

E ვიტამინი (d-ალფა-ტოკოფეროლის სუქცინატის მჟავა)

7სე

14სე

B6 ვიტამინი (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)

0.5მგ

1მგ

ფოლიუმის მჟავა

50მკგ

100მკგ

B12 ვიტამინი (ციანკობალამინი)

1.2მკგ

2.4მკგ

პანტოთენის მჟავა (d-კალციუმის პანტოთენატი)

2.5მგ

5მგ

კალციუმი (კალციუმის ტრიფოსფატი და დიფოსფატი)

10მგ

20მგ

იოდი (ნატრიუმის იოდიდი)

30მკგ

60მკგ

მაგნიუმი (მაგნიუმის ციტრატი)

4მგ

8მგ

თუთია (თუთიის ციტრატი)

2მგ

4მგ

ნატრიუმი

10მგ

20მგ

ინოზიტოლი

10.5მკგ

21მკგ

კალორიულობა

15

30

ჯამური ნახშირწყლები

4გ

8გ

შაქარი

3გ

6გ

 

D3 ვიტამინი აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისათვის. უზრუნველყოფს კუნთოვანი ქსოვილის და იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებას. D3 ვიტამინი ხელს უწყობს პლაზმაში კალციუმისა და ფოსფორის დონის შენარჩუნებას, აძლიერებს კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავში. მისი დეფიციტი იწვევს რაქიტის და ოსტეომალაციის განვითარებას. D3 ვიტამინით ორგანიზმის შევსება ხორციელდება მხოლოდ  მზის სხივების აქტიური ზემოქმედების შედეგად, საკვებში მისი შემცველობა მინიმალურია. ამ მონაცემების გათვალისწინებით დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, 6 წლამდე ასაკის ბავშვებმა ყოველ დღე უნდა მიიღონ D3 ვიტამინი კვებითი დანამატის სახით.

A ვიტამინი აუცილებელია მხედველობის ორგანოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ორგანიზმის ზრდა-განვითარებისა და იმუნური სისტემის ფორმირებისთვის.

B ჯგუფის ვიტამინები მონაწილეობენ ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში, ერითროციტების ცვლასა და ნეირომედიატორების სინთეზში. ზრდიან გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას. ხელს უწყობენ ფარისებრი, თირკმელზედა, სასქესო ჯირკვლების, ღვიძლისა და  ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

C ვიტამინს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმუნური სისტემის და სისხლის თეთრი უჯრედების ფუნქციონირებისათვის. ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, რკინის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს.

მინერალური ნივთიერებები  ადამიანის ორგანიზმის ნავთიერებათა ცვლის პროცესის აუცილებელი ელემენტებია. ისინი უზრუნველყოფენ ბუნებრივ ქიმიურ ბალანსს, მონაწილეობენ  უჯრედების და ქსოვილების ფორმირებასა და  ფერმენტული სისტემების აქტივაციაში.

ინოზიტოლი ზრდის ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს. აუმჯობესებს ფსიქო-ნევროლოგიურ სტატუსს. ამცირებს ღვიძლში ცხიმების შემცველობას, რაც ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის დაქვეითებას სისხლში. მნიშვნელოვანია მისი როლი მწვავე რესპირატორული დაავადებების  მკურნალობაში.

 

ჩვენება:

  • ჰიპო და ავიტამინოზის, მინერალების ნაკლებობის მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • ორგანიზმის იმუნიტეტის გაძლიერება გაციებით, ვირუსით და ინფექციით გამოწვეული დაავადებების მიმართ
  • ორგანიზმის ის მდგომარეობები, რომელსაც თან ახლავს ვიტამინებსა და მინერალებზე გაძლიერებული მოთხოვნა:
  • არაბალანსირებული და არასრულფასოვანი კვება
  • მადის დაქვეითება
  • ინტენსიური ზრდის პერიოდი
  • არასათანადო ფიზიკური განვითარება (ზრდაში ჩამორჩენა)
  • გადაღლა, მაღალი ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიკური დატვირთვა
  • ასთენიური მდგომარეობა
  • ანტიბიოტიკებით მკურნალობის პერიოდი
  • ქიმიოთერაპია და მკურნალობის შემდგომი პერიოდი
  • გადატანილი დაავადებების შემდგომ გამოჯანმრთელების პერიოდი

 

U-კუბები დაფასოებულია 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა კონტეინერში, რომელიც დამზადებულია მცენარეული ნედლეულის ბაზაზე. პროდუქცია მკაცრად შემოწმებულია ხარისხსა და ეფექტურობაზე.

დამატებითი ინგრედიენტები: ბუნებრივი ლერწმის შაქარი, მცენარეული სახამებელი, პექტინი, მალტოდექსტრინი, ლიმონმჟავა, ნატურალური არომატიზატორები, იისფერი კენკრის მღებავი კონცენრატი (კენკრის წვენის კონცენტრატი, შაქარი), შავი სტაფილოს წვენის მღებავი კონცენტრატი, სილიკა გელი, ტურმერიკის საღებავი, მანიტოლი.

არ შეიცავს: წებოვანას(გლუტეინს), სახამებელს, რძის პროდუქტებს, საფუარს, ხელოვნურ საღებავებს და კონსერვანტებს.

მიღება: 2-3 წლის ასაკის ბავშვებში - 2 საღეჭი კუბი დღეში. 4 დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში - 4 საღეჭი კუბი დღეში.

ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში, რაიმე სახის დაავადების ან გვერდითი მოვლენების  შემთხვევაში, ნებისმიერი კვებითი დანამატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. არ გამოიყენოთ თუ ბოთლის მთლიანობა დარღვეულია. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე და  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:  60 საღეჭი კუბი

მწარმოებელი:  სოლგარი აშშ

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy