დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv ვიტამინი D3+K2+Ca+Mg 30 ტაბლეტი
დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv ვიტამინი D3+K2+Ca+Mg 30 ტაბლეტი
იდეალური კომბინაცია ძლიერი იმუნიტეტის, კუნთოვანი და ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის!
მაგნიუმი კალციუმთან, K2 და D3 ვიტამინთან ერთად
მაგნიუმი - მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკულ პროცესებში, მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და ნუკლეინის მჟავების ცვლის პროცესში, ხელს უწყობს ინსულინის სინთეზს, აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას კუნთოვან ქსოვილში, ამცირებს გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას, ამცირებს კრუნჩხვებს და სპაზმებს. მაგნიუმი ხასიათდება სედაციური მოქმედებით და ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ, ასევე მონაწილეობს მიოკარდიუმის შეკუმშვის პროცესში. მაგნიუმი იცავს სისხლძარღვთა კედლებს არტერიოსკლეროზის ჩამოყალიბებისგან, რაც ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტისა და იშემიის განვითარების რისკს, გარდა ამისა, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ალერგიული და ანთებითი პროცესების მიმართ.
მაგნიუმი - მონაწილეობს ძვლის ფორმირებაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს კბილების და ძვლების სიჯანსაღეში. მას მკვეთრად განსაზღვრული როლი აქვს კალციუმის მეტაბოლიზმში, აძლიერებს მის აბსორბციას ძვლებში და აფერხებს ჩალაგებას სისხლძარღვებში, რის შედეგადაც უზრუნველყოფს ძვლის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებას. კალციუმის აბსორბცია ორგანიზმში ხორციელდება პარათირეოიდული ჰორმონით, რომელსაც პარათირეოიდული ჯირკვალი გამოიმუშავებს, ამ პროცესში მაგნიუმის საჭირო რაოდენობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან მისი დეფიციტი იწვევს კალციუმის შეწოვის შემცირებას.
კალციუმი - პასუხისმგებელია ძვლების მინერალიზაციასა და ჰორმონების წარმოქმნაზე, ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის ნორმალური დონის შენარჩუნებას ძვალსა და სისხლში, ასევე, ახდენს ენერგეტიკული ცვლის და ნეიროტრანსმისიის ნორმალიზებას. კალციუმი წარმოადგენს სისხლის შედედების მარეგულირებელ კომპონენტს, ასტიმულირებს კალციტონინის გამოთავისუფლებას და უზრუნველყოფს კალციუმის ტრანსპორტირებას სისხლიდან დაზიანებულ ძვლოვან ქსოვილში. კალციუმის დეფიციტის შემთხვევაში ვითარდება რაქიტი, ოსტეომალაცია და კუნთების სპაზმი.
ვიტამინი D3 - არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში, აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს მათი საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში. ის ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს კარდიოვასკულარული სისტემის ფუნქციონირებას. ვიტამინი D3 მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში და მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, ძვალ-სახსროვანი, ენდოკრინული და რეპროდუქციული სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ასევე, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას.
ვიტამინი K2 - მნიშვნელოვან როლს ასრულებს ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნის პროფილაქტიკასა და რეგრესში. ის მონაწილეობს კალციუმის შეწოვაში და ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს. ვიტამინი K2 მონაწილეობს სისხლის შედედებაში მონაწილე ცილების აქტივაციაში, ამცირებს კორონარული არტერიების კალციფიკაციას და შესაბამისად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. გარდა ამისა, იგი ხელს უწყობს დიაბეტის და ონკოლოგიური პათოლოგიების პრევენციას.
ჩვენება:
· D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
· ოსტეოპოროზის, ოსტეომალაციის, ოსტეოქონდროზის, ოსტეოართროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა
· იმუნიტეტის დაქვეითება
· მომატებული ნერვული აგზნებადობა, სტრესი, ძილის დარღვევა, დეპრესია
· ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა
· ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
· კუნთების ტკივილი და სპაზმი (კრამპი)
· პრემენსტრუალური სიდრომი, კლიმაქტერული პერიოდი
· არითმია, არტერიული ჰიპერტენზია
· თმის ცვენა, მტვრევადი ფრჩხილები და მრავლობითი კარიესები
· დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ნახშირწყლების მეტაბოლიზმის დარღვევებთან (მაგალითად, სიმსუქნე, დიაბეტი)
· ხანდაზმული ასაკი
· შაკიკი, ასთენია
· აუტოიმუნური დაავადებები
შემადგენლობა:
დღიური დოზა ერთი ტაბლეტი შეიცავს: D3 - 2000 სე, K2 - 50 მკგ, Mg - 100 მგ, Ca - 500 მგ.
არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.
დოზირება:
მიიღება 1 ტაბლეტი დღეში მოზრდილებში, 18 წლამდე, ორსულებსა და მეძუძურ დედებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: №30 ტაბლეტი.
მწარმოებელი: Queisser Pharma - გერმანია.
Units | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account