Xylogel - ქსილოგელი ცხვირის გელი 0.1% 10გ

განსაკუთრებული ფასი 14,69 GEL რეგულარული ფასი 21,88 GEL
მარაგშია
SKU
69804_1201

გამოიყენება ინტრანაზალურად დამხმარე თერაპიის სახით ვირუსული ან ბაქტერიული წარმოშობის მწვავე რინიტის და ქრონიკული მორეციდივე სინუსიტის დროს.

რას წარმოადგენს პრეპარატი ქსილოგელი 0,1% და რისთვის გამოიყენება.

პრეპარატი ქსილოგელი 0.1% გელის ფორმით, შეიცავს ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს. ცხვირის ლორწოვან გარსზე დატანილი პრეპარატი იწვევს სიხლძარღვების შევიწროებას, ამცირებს ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპებასა და ჰიპერემიას, ამცირებს გამონადენის რაოდენობას და შედეგად აადვილებს ცხვირით სუნთქვას. დამატებით, პრეპარატი თავისი სამკურნალწამლო ფორმის-გელის წყალობით ატენიანებს ცხვირის ლორწოვან გარსს და არ ჩაედინება ცხვირის ღრუს ფსკერზე და ხახაში. პრეპარატი ქსილოგელი 0.1% გამოიყენება მოზრდილებსა და მოზარდებში 12 წლის ზემოთ.

პრეპარატი ქსილოგელი 0.1% გამოიყენება ინტრანაზალურად დამხმარე თერაპიის სახით:

-        ვირუსული ან ბაქტერიული წარმოშობის მწვავე რინიტის დროს;

-        მწვავე ან ქრონიკული მორეციდივე სინუსიტის დროს;

-        ალერგიული რინიტის დროს;

-        შუა ყურის მწვავე  ანთებისას - ევსტაქის მილის განვლადობის აღდგენის მიზნით.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი ქსილოგელი 0.1%-ის  გამოყენებამდე

როდის არ შეიძლება პრეპარატი ქსილოგელი 0.1%-ის  გამოყენება

-        თუ პაციენტს აქვს ალერგია ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტი 6-ში);

-        პაციენტებში ჰიპოფიზის ამოკვეთის ან სხვა ქირურგიული ჩარევის შემდეგ, რომელიც მოიცავს ტვინის მყარი გარსის გახსნას;

-        ატროფიული რინიტის დროს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატი ქსილოგელი 0.1%-ის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უნდა იქნას დაცული განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატი ქსილოგელი 0.1%-ის გამოყენებისას:

-        პაციენტებში, რომელთაც მსგავსი პრეპარატების (სიმპატომიმეტური საშუალებები) მიღებისას განუვითარდათ ისეთი სიმპტომები როგორიცაა უძილობა, თავბრუსხვევა, კანკალი, არარეგულარული გულისცემა, არტერიული ჰიპერტენზია;

-        პაციენტებში, რომელთაც აქვთ სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (მაგალითად არტერიული ჰიპერტენზია, სტენოკარდია), დიაბეტი, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია,  ფარისებრი  ჯირკვლის ჰიპერფუნქცია. მსგავსი დაავადებების მქონე პაციენტებმა პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია უნდა გაიარონ ექიმთან.

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება პაციენტებში, რომელთაც აქვთ ქრონიკული ან ვაზომოტორული რინიტი, რადგან მათ ესაჭიროებათ პრეპარატის გამოყენება 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. პრეპარატის რეკომენდებულზე მეტი ხნით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვთა მეორეული გაფართოვება და შედეგად მეორეული წამლისმიერი რინიტი.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი ქსილოგელი 0.1% გამოიყენება 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდებში.

სხვა პრეპარატები და ქსილოგელი 0.1% 

პრეპარატი ქსილოგელი 0.1%-ის გამოყენება არ შეიძლება ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით და მაო-ს ინჰიბიტორებით (პრეპარატები რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) მკურნალობის დროს, რადგან იყო წამლისმიერი ურთიერთქმედების შემთხვევები.

არ არის რეკომენდებული პრეპარატის ერთდროულად გამოყენება ანალოგიურად მოქმედ პრეპარატებთან (სიმპატომიმეტიკები), როგორიცაა ეფედრინი, ფსევდოეფედრინი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობს რომ შეიძლება იყოს ორსულად ან გეგმავს ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ არის რეკომენდებული პრეპარატი ქსილოგელი 0.1%-ის გამოყენება ორსულობის დროს.

მეძუძურმა დედებმა პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის უნდა მიმართონ ექიმს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე რეკომენდებულ დოზებსა და  ხანმოკლე დროით გამოყენების დროს.

პრეპარატის ხანგრძლივი ან მაღალი დოზებით გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს არასასურველი ეფექტები გულ-სისხლძარღვთა ან ნერვული სისტემის მხრივ, რომლებიც არასასურველად მოქმედებს ამ ფუნქციების შესრულების უნარზე.

ქსილოგელი 0.1% შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს

ბენზალკონიუმის ქლორიდის შემცველობის გამო, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.

როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი ქსილოგელი 0.1%

პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს მოცემული დანართი ფურცლის შესაბამისად, ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის მიხედვით. ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ქსილოგელი 0.1% უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ცხვირში (აგრეთვე შუა ყურის ანთებისას)

1 დოზა შეიცავს 0.1 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.

პრეპარატი ქსილოგელი 0.1% გამოიყენება მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდებში.

მოზრდილები და 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდები:

ჩვეულებრივ გამოიყენება გელის ერთი დოზა თითოეულ ნესტოში, ყოველ 8-10 საათში ერთხელ.

არ არის სასურველი რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

არ არის რეკომენდებული პრეპარატი ქსილოგელი 0.1%-ის გამოყენება 3-5 დღეზე მეტ ხანს. 

ჰიგიენური თვალსაზრისით პრეპარატი განკუთვნილია ინდივიდუალური გამოყენებისათვის.

გამოყენების წესი

პრეპარატის ყოველი გამოყენების წინ უნდა მოხდეს დამცავი ხუფის მოხსნა.

ახალი ფლაკონის პირველად გამოყენებამდე, ხუფის მოხსნის შემდეგ, საჭიროა დოზატორზე 3-5 ჯერ დაწოლა პრეპარატის გამოჩენამდე. დოზატორის დაბოლოება უნდა იქნას მოთავსებული ნესტოში. დაიკავეთ ფლაკონი ვერტიკალურ მდგომარეობაში და დააჭირეთ დოზატორს, რის შედეგადაც მოხდება პრეპარატის გაფრქვევა ცხვირის ღრუში.

ჭარბი დოზირება

თუ პაციენტმა მიიღო პრეპარატის ჭარბი დოზა ან შემთხვევით გადაყლაპა პრეპარატი, განსაკუთრებით ბავშვის შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: აჩქარებული და არარითმული გულისცემა, არტერიული ჰიპერტენზია, ძილიანობა, არარეგულარული სუნთქვა ან სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები. ცნობიერების დარღვევა.

მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. სიმპტომური მკურნალობა-ექიმის მითითების შესაბამისად.

პრეპარატი ქსილოგელი 0.1% -ის მიღების შეწყვეტა

გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით არ უნდა მოხდეს პრეპარატის ორმაგი დოზის მიღება.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, პრეპარატს ქსილოგელი0.1% შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ადგილობრივი გვერდითი ეფექტები:შეიძლება განვითარდეს ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, წვის შეგრძნება ცხვირსა და ყელში, ცემინება

ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს სისტემური სიმპტომები: გულისრევა, თავის ტკივილი, სისუსტე, დაღლილობა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა, ალერგიული რეაქციები (მოხრჩობის შეგრძნება, ანგიონევროზული შეშუპება ) გახშირებული გულისცემა, აჩქარებული პულსი, არტერიული ჰიპერტენზია (განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების მქონე პაციენტებში).

პრეპარატის რეკომენდებულზე ხანგრძლივმა და/ან მეტი დოზით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მეორეული წამლისმიერი რინიტი.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ გამოვლინდა ნებისმიერი არასასურველი ეფექტი, მათ შორის  ისეთი, რომელიც არ არის აღნიშნული მოცემულ დანართ ფურცელში უნდა აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის პირობები

ფლაკონი ინახება მჭიდროდ თავდახურული, 25ºC დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისაგან.  

პრეპარატი შეინახეთ  ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ  ადგილას

არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 12 კვირის განმავლობაში.

არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა მოხდეს გამოუყენებელი პრეპარატების გადაგდება. მსგავსი ზომებით დაიცავთ გარემოს.

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს პრეპარატი ქსილოგელი 0.1%

-        პრეპარატის მოქმედი ნივთიერება არის ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი. ნაზალური გელის ყოველი გრამი შეიცავს 1 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.

-        პრეპარატის სხვა კომპონენტებია: ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ფოსფატი დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი, სორბიტოლი, გიეთელოზა, გლიცეროლი, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატი ქსლილოგელი 0.1%-ის  აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ქსილოგელი 0.1% არის ნაზალური გელი. პრეპარატის შეფუთვა წარმოადგენს მუყაოს კოლოფში მოთავსებულ  პოლიეთილენის ფლაკონს დოზატორით, რომელიც შეიცავს 10გ გელს.

პასუხისმგებელი სუბიექტი და მწარმოებელი

პასუხისმგებელი სუბიექტი

სს „ვარშავის ფარმაცევტული ქარხანა პოლფა“

კაროლკოვას ქ. 22/24; 01-207 ვარშავა

მწარმოებელი

სს მედანა ფარმა

ვ. ლოკეტკას ქ. 10; 98-200 სერაძი

 

 

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy