Antazol - ანტაზოლი 0.05% 15მლ ცხვირის წვეთები

2,91 GEL
მარაგშია
SKU
78719_3164
გამოიყენება ცხვირის შეგუბების სიმპტომების მოხსნის, მრავალწლიანი ალერგიული რინიტის და სინუსიტის სამკურნაოდ.

ანტაზოლი Antazol ქსილომეტაზონის ჰიდროქლორიდი შემადგენლობა:

ნტაზოლი 0.1% მოზრდილებისთვის: თითოეული მლ შეიცავს ქსილომეტაზონის ჰიდროქლორიდს USP 1მგ.

ანტაზოლი 0.05% ბავშვებისთვის: თითოეული მლ შეიცავს ქსილომეტაზონის ჰიდროქლორიდს USP 0.5მგ.

ფარმაკოლოგია ანტაზოლი (ქსილომეტაზონი) არის სიმპათომიმეტიკური საშუალება გამოხატული ალფა-ადრენერგიული აქტივობით და გამოიყენება ცხვირში ჩასაწვეთებლად. იგი კუმშავს ცხვირის სისხლძარღვებს, ხსნის შეგუბებული ცხვირის ლორწოს და მიმდებარე ხახის მიდამოს. გაციებულ პაციენტს აძლევს საშუალებას ცხვირიდან ისუნთქოს უფრო მარტივად. ანტაზოლი მოქმედებას იწყებს მოხმარებიდან რამდენიმე წუთში, რომელიც გრძელდება რამდენიმე საათი. ზოგადად ანტაზოლი კარგად გადაიტანება და არ აზიანებს მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციას. ქსილომეტაზონის ცხვირში ჩაწვეთებისას ხდება სისტემური აბსორბაცია.

ჩვენება: ცხვირის შეგუბების სიმპტომების მოხსნა, მრავალწლიანი ალერგიული რინიტი (მათ შორის თივის ცხელება) სინუსიტი. დოზა და მიღების წესი: მოზრდილებში: 2 ან 3 წვეთი ანტაზოლი მოზრდილების ფორმულა (0.1%) ორ სამჯერ დღეში. ანტაზოლი მოზრდილების ფორმულა არ გამოიყენება 12 წლმდე ასაკის ბავშვებში. 12 წლმდე ასაკის ბავშვებში: 1 ან 2 წვეთი ანტაზოლი ბავშვების ფორმულა (0.05%) თითოეულ ნესტოში, ერთჯერ ან ორჯერ დღეში. არ გამოიყენება 3 თვემდე ასაკის ჩვილებში.

უკუჩვენება & სიფრთხილის ზომები: ანტაზოლის ცხვირის წვეთები უკუნაჩვენებია პაციენტებში რომლებსაც ჩაუტარდათ ტრანსფენოიდალური ჰიპოფიზექტომია ან სხვა სახის ქირურგიული ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებული იყო თავის ტვინთან. იგი ასევე უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის რომლებსაც აქვთ ქსილომეტაზონის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ანტაზოლის თითოეული შეფუთვა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ერთი პაციენტის მიერ რათა თავიდან აიცილოთ ჯვარედინი ინფექცია. პაციენტებს ვურჩევთ რომ არ გამოიყენონ შეგუბების საწინააღმდეგო საშუალებები შვიდ დღეზე მეტი ხანგრძლივობით.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად თავს იჩენს შემდეგი გვერდითი მოვლენები: ცხვირში და ყელში წვის შეგრძნება, ადგილობრივი გაღიზიანება, გულისრევა, თავის ტკივილი, ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე. გავლენა გულსისხლძარღვთა სისტემაზე. ანტაზოლის დანიშვნისას გაითვალისწინეთ გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტები. წამალთშორისი ურთიერთქმედება: წამალთშორისი ურთიერთქმედება არ არის გამოვლენილი.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს: ემბრიონული ტოქსიურობა ან ფერტილობის კვლევები არ არის ჩატარებული ცხოველებში. მისი პოტენციური სისტემური სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტის გათვალისწინებით ანტაზოლის მიღება ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

ფარმაცევტული სიფრთხილე: მოარიდეთ სითბოს. ჰიგიენური მიზეზის გამო არ გამოიყენოთ ბოთლი გახსნიდან 28 დღის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 300C ტემპერატურისა. მოარიდეთ სინათლეს და შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: წარმოების თარიღიდან 36 თვე როგორ მიიწოდება: ანტაზოლი 0.1% ცხვირის წვეთები (მოზრდილებისთვის): 15მლ პლასტმასის საწვეთურიან ბოთლში. ანტაზოლი 0.05% ცხვირის წვეთები (ბავშვებისთვის): 15მლ პლასტმასის საწვეთურიან ბოთლში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: SQUARE PHARMACEUTICALS LTD Pabna Unit, Salgaria, Pabna ბანგლადეში რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy