Snup - სნუპი სპრეი 45მკგ/დოზა 15მლ

განსაკუთრებული ფასი 5,95 GEL რეგულარული ფასი 9,45 GEL
მარაგშია
SKU
85681_2257

ჩვენება:მწვავე რესპირატორული დაავადებები რინიტის (სურდოს) ნიშნებით, მწვავე ალერგიული რინიტი, პოლინოზი, სინუსიტი.

გამოყენების ინსტრუქცია

სნუპი®

საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება: ქსილომეტაზოლინი

წამლის ფორმა: ნაზალური დოზირებული სპრეი

შემადგენლობა

სპრეის 1 დოზა (90 მკლ) შეიცავს: 

მოქმედი ნივთიერება: ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი - 45 მკგ ან 90 მკგ; 

დამხმარე ნივთიერებები: ზღვის წყალი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა

უფერო გამჭვირვალე ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტიკონგესციური საშუალება – ალფა-ადრენომიმეტური.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ქსილომეტაზოლინი მიეკუთვნება სისხლძარღვთა შემავიწროებელ ადგილობრივ საშუალებათა ჯგუფს (დეკონგესტანტებს) ალფა-ადრენომიმეტური აქტივობით, იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შევიწროებას, ხსნის ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას და ჰიპერემიას, აღადგენს ცხვირის ღრუს გამტარობას, აადვილებს ცხვირით სუნთქვას.

პრეპარატის მოქმედება იწყება მისი გამოყენებიდან 5-10 წუთის შემდეგ და გრძელდება 12 საათამდე.

ფარმაკოკინეტიკა

ადგილობრივი გამოყენებისას პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიწოვება, ამიტომ მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ძალიან დაბალია (თანამედროვე ანალიტიკური მეთოდებით არ განისაზღვრება). 

გამოყენების ჩვენებები

მწვავე რესპირატორული დაავადებები რინიტის (სურდოს) ნიშნებით, მწვავე ალერგიული რინიტი, პოლინოზი, სინუსიტი, ევსტაქიიტი, შუა ოტიტი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად). პაციენტის მომზადება ცხვირის ნესტოებში დიაგნოსტიკური მანიპულაციებისთვის. 

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ქსილომეტაზოლინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ; არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, გამოხატული ათეროსკლეროზი; მომატებული თვალშიდა წნევა, განსაკუთრებით დახურულკუთხოვანი გლაუკომა; ატროფიული რინიტი, ჰიპერთირეოზი, ქირურგიული ჩარევა ტვინის გარსებზე (ანამნეზში), კანის ან ცხვირის ვესტიბულის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებები, ტრანსფენოიდული ჰიპოფიზექტომიის შემდგომი მდგომარეობები, ორსულობა, 6 წლამდე ბავშვთა ასაკი (90 მკგ/დოზა ნაზალური დოზირებული სპრეისთვის), 2 წლამდე ბავშვთა ასაკი (45 მკგ/დოზა ნაზალური დოზირებული სპრეისთვის).

არ გამოიყენება მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებით (მაო) (მათი მოხსნიდან 14 დღის ჩათვლით), ტრიციკლური და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტებით, სისხლძარღვთა შემავიწროებელი სხვა ადგილობრივი საშუალებებით (დეკონგესტანტებით), ასევე სხვა პრეპარატებით თერაპიის დროს, რომლებიც იწვევენ არტერიული წნევის მომატებას.

სიფრთხილით

შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებები (მ.შ. გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია), წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია, ფეოქრომოციტომა, პორფირია, ლაქტაციის პერიოდი, ადრენერგული პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას, რომელსაც თან ახლავს უძილობა, თავბრუსხვევა, არითმია, ტრემორი, მომატებული არტერიული წნევა; გახანგრძლივებული QT ინტერვალის მქონე პაციენტები.

გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ დედისთვის და ბავშვისთვის მოსალოდნელი სარგებლისა და რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ, არ არის დაშვებული რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატ სნუპის® გამოყენების წინ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გამოყენების წესი და დოზები

ინტრანაზალურად.

სნუპი® ნაზალური დოზირებული სპრეი 45 მკგ/დოზა

2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში 1 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში 1-3-ჯერ.

მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში 2-3-ჯერ.

დღეში 3-ჯერზე მეტად გამოყენება არ შეიძლება.

 

სნუპი® ნაზალური დოზირებული სპრეი 90 მკგ/დოზა

მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში 2-3-ჯერ.

დღეში 3-ჯერზე მეტად გამოყენება არ შეიძლება.

ბავშვებში პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მოზრდილების მეთვალყურეობის ქვეშ.

ბოლო შესხურების ჩატარება რეკომენდებულია უშუალოდ ძილის წინ.

გამოყენებამდე ნესტოები უნდა გამოსუფთავდეს.


საჭიროა დამცავი თავსახურის მოხსნა. პირველი გამოყენების წინ გამფრქვევი თავის რგოლზე უნდა მოხდეს რამდენჯერმე დაჭერა (ნახ. 1) თანაბარი ,,ნისლის” ღრუბელის გამოჩენამდე. პრეპარატიანი ფლაკონი მზად არის გამოსაყენებლად.

 

გამოყენებისას გამფრქვევის თავი შეიყვანება ცხვირის ღრუში და დაეჭირება რგოლზე ერთჯერ (ნახ. 2). ფლაკონის დაჭერა საჭიროა ვერტიკალურად. არ უნდა მოხდეს გაფრქვევა ჰორიზონტალურად ან ქვევით. უშუალოდ შესხურების წინ რეკომენდებულია ცხვირით მსუბუქი შესუნთქვა. გამოყენების შემდეგ ფლაკონს უნდა დაეფაროს დამცავი თავსახური. 

თითოეული ფლაკონი გამოიყენება ინდივიდუალურად.

თერაპიის დასრულების შემდეგ პრეპარატის ხელმეორედ დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ. სამკურნალო საშუალების გამოყენება რეკომენდებული არ არის 5-7 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში. ბავშვებში გამოყენების ხანგრძლივობის თაობაზე საჭიროა ექიმთან მიმართვა. თუ მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები მძიმდება, ან ვლინდება ახალი სიმპტომები, საჭიროა ექიმთან კონსულტაციისთვის მიმართვა. პრეპარატი გამოიყენეთ მხოლოდ ინსტრუქციაში მითითებული ჩვენების, გამოყენების წესის თანახმად და იმ დოზებით, რომლებიც მითითებულია ინსტრუქციაში. 

გვერდითი მოქმედება

გვერდითი რეაქციების წარმოქმნის სიხშირის კლასიფიცირება: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (>1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (>1/10 000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10000).

იმუნური სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, გამონაყარი).

ნერვული სისტემის მხრივ:

ხშირი: თავის ტკივილი.

იშვიათი: უძილობა, დეპრესია (მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას).

ძალიან იშვიათი: შფოთვა, დაღლილობა, პარესთეზია, ჰალუცინაციები და კრუნჩხვები (უპირატესად ბავშვებში).

გრძნობის ორგანოების მხრივ:

ძალიან იშვიათი: მხედველობითი აღქმის სიმკვეთრის დარღვევა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:

იშვიათი: გულისცემის შეგრძნება, მომატებული არტერიული წნევა.

ძალიან იშვიათი: ტაქიკარდია, არითმია.

სასუნთქი სისტემის მხრივ:

ხშირი: ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და/ან სიმშრალე, წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, ცემინება, ცხვირხახის ლორწოვანი გარსის ჰიპერსეკრეცია.

იშვიათი: პრეპარატის გამოყენების შემდეგ შესაძლებელია გამოვლინდეს ცხვირის ლორწოვანი გარსის მომატებული შეშუპება (რეაქციული ჰიპერემია), სისხლდენა ცხვირიდან.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

ხშირი: ღებინება. 

იშვიათი: გულისრევა.

ადგილობრივი რეაქციები:

ხშირი: წვა გამოყენების ადგილას.

გვერდითი რეაქციების გამოვლენისას ან გართულებისას, ან ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარებისას, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს.

ჭარბი დოზა

სიმპტომები:

პრეპარატის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში კლინიკური სურათი წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნების ფაზების მონაცვლეობას (შფოთვა, აგზნება, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები) ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის ფაზებთან (სხეულის ტემპერატურის კლება, მოთენთილობა, ძილიანობა, კომა). ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: მიოზი, მიდრიაზი, მომატებული ოფლიანობა, სხეულის ტემპერატურის მატება, სიფერმკრთალე, ციანოზი, გულისრევა და ღებინება, ტაქიკარდია, ბრადიკარდია, გულის არითმიები, გულის გაჩერება, გულისცემა, არტერიული წნევის მატება, არტერიული წნევის დაწევა შოკის განვითარებამდეც კი, ფილტვების შეშუპება, სუნთქვის დათრგუნვა და აპნოე, ფსიქოგენური აშლილობები.

ბავშვებში ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში აღინიშნება დომინირებადი ცენტრალური ეფექტები კრუნჩხვებით, კომითა და ბრადიკარდიით, აპნოე, ასევე არტერიული წნევის მომატება, რასაც მოსდევს ჰიპოტონია.

მკურნალობა:

სიმპტომური, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

პრეპარატის შემთხვევით შიგნით მიღების შემთხვევაში – აქტივირებული ნახშირის გამოყენება, კუჭის ამორეცხვა.

მძიმე ჭარბი დოზის შემთხვევაში ნაჩვენებია სტაციონარში ინტენსიური თერაპიის ჩატარება. სერიოზულ შემთხვევებში შესაძლებელია არტერიული წნევის დასაწევად არასელექციური ალფა-ადრენობლოკატორების, სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენება, ფილტვების ინტუბაცია და ხელოვნური ვენტილაცია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ქსილომეტაზოლინის და მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების (მაო), ტრიციკლური და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტების, სისხლძარღვთა შემავიწროებელი სხვა ადგილობრივი საშუალებების (დეკონგესტანტების), ასევე სხვა ისეთი პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ, რომლებიც მაღლა წევენ არტერიულ წნევას, შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება, ამიტომ, მოცემული სამკურნალო პრეპარატების ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია. თუ თქვენ იყენებთ ზემოთ ჩამოთვლილ ან სხვა სამკურნალო პრეპარატებს (მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემს), პრეპარატი სნუპის® გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ზღვის წყალი ხელს უწყობს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციის და ლორწოვანი გარსის ცილინდრულ უჯრედებში ლორწოს გამომუშავების ნორმალიზების გაუმჯობესების უნარის შედეგად.

არ არის რეკომენდებული 7 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში უწყვეტად გამოყენება.

არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება, განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებში.

ქსილომეტაზოლინის ხანგრძლივმა (7 დღეზე მეტი) გამოყენებამ ან დოზის  გადაჭარბებამ შესაძლებელია გამოიწვიოს პრეპარატის თერაპიული ეფექტის შესუსტება, ასევე ზრდის ცხვირის ლორწოვანი გარსის რეაქციული ჰიპერემიის და ატროფიის  განვითარების რისკს.

გახანგრძლივებული QT ინტერვალის მქონე პაციენტები, რომლებიც იღებენ ქსილომეტაზოლინს, შეიძლება აღმოჩნდნენ პარკუჭების სერიოზული არითმიების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ. 

თუ სამკურნალო საშუალებას ვარგისობის ვადა გაუვიდა, არ გადააგდოთ იგი გამდინარე წყალში ან ქუჩაში! სამკურნალო საშუალება მოათავსეთ ნაგვის კონტეინერში. ამ ზომებს შეუძლიათ გარემოს დაცვა. 

ზეგავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე

დოზირების რეჟიმის დაცვის შემთხვევაში ქსილომეტაზოლინი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე.

გამოშვების ფორმა

ნაზალური დოზირებული სპრეი 45 მკგ/დოზა და 90 მკგ/დოზა.

ნაზალური დოზირებული სპრეის 150 დოზა (15 მლ) პოლიეთილენის ფლაკონში გამფრქვევი სისტემით.

1 ფლაკონი პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს 12 თვის  განმავლობაში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

5 წელი.

ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Formკაფ TEMP
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy