Xylometazoline - ქსილომეტაზოლინი სპრეი 140მკგ 15მლ

განსაკუთრებული ფასი 4,72 GEL რეგულარული ფასი 6,55 GEL
მარაგშია
SKU
78590_2656
გამოიყენება მწვავე ალერგიული რინიტის, პოლინოზის, სინუსიტის, ევსტახიტის და შუა ოტიტის დროს.

ავაჭრო დასახელება: ქსილომეტაზოლინი

საერთაშორისო არაპატენტური დასახელება: ქსილომეტაზოლინი

სამკურნალწამლო ფორმა: დოზირებული ნაზალური სპრეი

შემადგენლობა
1 დოზა (140 მკლ) პრეპარატი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი 140 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი 14,0 მკგ
დინატრიუმის ედეტატის დიჰირატი (ტრილონ B) 70,0 მკგ
ნატრიუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი 280,0 მკგ
ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი 280,0 მკგ
ნატრიუმის ქლორიდი 1020,0 მკგ
საინექციო წყალი 138,75 მკგ

აღწერილობა
გამჭვირალე უფერო ან ღია ყვითელი სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შეგუბების საწინააღმდეგო საშუალება - ალფა-ადრენომიმეტური საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ქსილომეტაზოლინი მიეკუთვნება ადგილობრივი სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებების ჯგუფს (დეკონგესტანტები). α2-ადრენომიმეტური მოქმედებით. ახდენს სწრაფ, გამოხატულ და ხანგრძლივ სისხლძარღვთა შემავიწროებელ მოქმედებას ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსზე, ამგვარად ხსნის მის შეშუპებას და ჰიპერემიას. აღადგენს ცხვირის ღუების განამვლობას, აუმჯობესებს ცხვირით სუნთქვას რინიტის დროს.
თერაპიულ კონცენტრაციებში არ აღიზიანებს ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსს, არ იწვევს ჰიპერემიას. მოქმედება იწყება რამდენიმე წუთის შემდეგ და გრძელდება 10-12 საათის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი გამოყენებისას პრაქტიკულად არ შეიწოვება, პლაზმაში კონცენტრაცია იმდენად დაბალია, რომ შეუძლებელია განსაზღვრა თანამედროვე ანალიზის მეთოდებით.

მიღების ჩვენება
- მწვავე რესპირატორული დაავადებები რინიტის (სურდოს) მოვლენებით, მწვავე ალერგიული რინიტი, პოლინოზი, სინუსიტი, ევსტახიტი, შუა ოტიტი (ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების შემცირებისთვის)
- ავადმყოფის მომზადება ცხვირის ღრუებზე დიაგნოსტიკური მანიპულაციებისთვის.

უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- არტერიული ჰიპერეტნზია;
- ტაქიკარდია
- გამოხატული ათეროსკლეროზი;
- გლაუკომა;
- ატროფიული რინიტი;
- ჰიპერთირეოზი;
- ტვინის გარსებზე ქირურგიული ჩარევა (ანამნეზში);
- ტრანსსფენოიდალური ჰიპოფიზექტომიის შემდგომი მდგომარეობა;
- ბავშვთა ასაკი 6 წლამდე;
- ორსულობა.
გამოყენება არ შეიძლება მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებით და ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით თერაპიისას (მათი მოხსნის შემდეგ 14 დღიანი პერიოდის ჩათვლით).

სიფრთხილით
შაქრიანი დიაბეტი, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია, გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია), ფეოქრომოციტომა, ლაქტაციის პერიოდი, მომატებული მგრძნობელობა ადრენერგული პრეპარატების მიმართ, რასაც ახლავს უძილობა, თავბრუსხვევა, არითმია, ტრემორი, არტერიული წნევის მომატება.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია.
ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენება შესაძლებელია მკურნალი ექიმის დანიშნულებით, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ბავშვში გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.

მიღების წესი და დოზირება
ინტრანაზალურად (თითოეულ ნესტოში).
სოლოქსილომეტაზოლინის ნაზალური დოზირებული სპრეის 1 შესხურება (140 მკგ/დოზა) ყოველ ნესტოში (აუცილებლობისას შეიძლება გამეორება), არ შეიძლება დღეში 3-4 ზე ხშირად გამოყენება.
თუ სიმპტომები ძლიერდება ან გაუმჯობესება არ აღინიშნება 3 დღის განმავლობაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. რეკომენდებული დოზით ექიმის კონსულტაციის გარეშე გამოყენება შეიძლება არაუმეტეს 7 დღის განმალობაში.
რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
პრეპარატის ხშირი და ხანგრძლივი გამოყენებისას ცხვირის “გაჭედვის” შეგრძლება შეიძლება კვლავ განვითარდეს ან გაუარესდეს. ამ სიმპტომების განვითარებისას საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.
ერთი შესხრუება 140 მკლ მოცულობით შეიცავს 140 მკგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.

გვერდითი ეფექტები
ხშირი და/ან ხანგრძლივი გამოყენებისას - ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და/ან სიმშრალე, წვა, ჩხვლეტა, ცემინება, ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ჰიპერსეკრეცია, მომატებული მგრძნობელობის რეაქცია, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება, გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია, არითმია, არტერიული წნევის მომატება, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, უძილობა, მხედველობის დარღვევა, დეპრესია (მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას).
თუ რომელიმე აღნიშნული ეფექტი ღრმავდება ან შენიშნავთ ნებისმიერ სხვა გვერდით ეფექტს, რომელიც ინსტრუქციაში აღნიშნული არ არის, მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზირება
გვერდითი ეფექტების გაძლიერება (დოზა დამოკიდებული) სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, ცნობიერების დაბინდვა. შემთხვევით შიგნით მიღებისას პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს: ძლიერი თავბრუსხვევა, მომატებული ოფლიანობა, თავის ტკივილი, ბრადიკარდია, არტერიული წნევის მომატება, სუნთქვის დათრგუნვა, კომა და კრუნჩხვები; არტერიული წნევის მომატების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს მისი მკვეთრი დაქვეითება.
მკურნალობა სიმპტომურია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ქსილომეტაზოლინი არ უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებიც იღებენ მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებს და ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს (მათი მოხნსიდან 14 დღიანი პერიოდის ჩათვლით), არტერიული წნევის შესაძლო მომატების გამო.

განსაკუთრებული მითითებები
მოერიდეთ პრეპარატის თვალში მოხვედრას.
ინფექციის გავრცელების ასაცილებლად აუცილებელია პრეპარატის ინდივიდუალურად გამოყენება

არ შეიძლება პრეპარატის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება და ხანგრძლივად (7 დღეზე დიდხანს) გამოყენება. 7 დღეზე დიდხანს პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს “რიკოშეტის” ეფექტი (მედიკამენტოზური რინიტი).
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას იზრდება ცხვირის ლორწოვანი გარსის რეაქტიული ჰიპერემიის და ატროფიის განვითარების რისკი.
რადგან კონსერვანტის სახით პრეპარატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას (7 დღეზე დიდხანს) შეიძლება განვითარდეს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება. მსგავს რეაქციაზე ეჭვისას (ცხვირის გაჭედვა) შესაძლებლობის შემთზვევაში აუცილებელია სამკურნალო საშუალების მიღება, რომელიც კონსევანტებს არ შეიცავს. თუ ამგვარი სამკურნალო საშუალება არ არსებობს, აუცილებელია სხვა სამკურნალწამლო ფორმის გამოყენება.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე
ქსილომეტაზოლინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვის უნარზე.
პრეპარატით მკრუნალობისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა სანტრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა პოტენციურად საშიში მოქმედებებისას, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციის მომატებას და სწრაფ ფსიქომოტორულ მოქმედებას მოითხოვს.

გამოშვების ფორმა
ნაზალური დოზირებული სპრეი 140 მკგ/დოზა.
90 დოზა (15 მლ) პოლიეთილენის ფლაკონში, დოზირების მოწყობილობასთან ერთად.
1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად რუსულ და ქართულ ენებზე მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
არაუმეტეს 25 °С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი.
ფლაკონის გახსნის შემდეგ - 1 თვე.
გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Formკაფ TEMP
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy