Snup - სნუპი სპრეი 90მკგ/დოზა 15მლ

განსაკუთრებული ფასი 5,69 GEL რეგულარული ფასი 8,15 GEL
მარაგშია
SKU
82585_2257

ჩვენება:მწვავე ალერგიული რინიტიპოლინოზისინუსიტიევსტაქიიტიშუა ოტიტი

შემადგენლობა

სპრეის 1 დოზა (90 მკლ) შეიცავს:

მოქმედი ნივთიერებაქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი - 90 მკგ;

დამხმარე ნივთიერებები: ზღვის წყალი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა

უფერო გამჭვირვალე ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტიკონგესციური საშუალება – ალფა-ადრენომიმეტური.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ქსილომეტაზოლინი მიეკუთვნება სისხლძარღვთა შემავიწროებელ ადგილობრივ საშუალებათა ჯგუფს (დეკონგესტანტებსალფა-ადრენომიმეტური აქტივობითიწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შევიწროებასხსნის ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას და ჰიპერემიასაღადგენს ცხვირის ღრუს გამტარობასაადვილებს ცხვირით სუნთქვას.

პრეპარატის მოქმედება იწყება მისი გამოყენებიდან 5-10 წუთის შემდეგ და გრძელდება 12 საათამდე.

ფარმაკოკინეტიკა

ადგილობრივი გამოყენებისას პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიწოვებაამიტომ მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ძალიან დაბალია (თანამედროვე ანალიტიკური მეთოდებით არ განისაზღვრება).

გამოყენების ჩვენებები

მწვავე რესპირატორული დაავადებები რინიტის (სურდოსნიშნებითმწვავე ალერგიული რინიტიპოლინოზისინუსიტიევსტაქიიტიშუა ოტიტი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად). პაციენტის მომზადება ცხვირის ნესტოებში დიაგნოსტიკური მანიპულაციებისთვის.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ქსილომეტაზოლინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართარტერიული ჰიპერტენზიატაქიკარდიაგამოხატული ათეროსკლეროზიმომატებული თვალშიდა წნევაგანსაკუთრებით დახურულკუთხოვანი გლაუკომაატროფიული რინიტიჰიპერთირეოზიქირურგიული ჩარევა ტვინის გარსებზე (ანამნეზში), კანის ან ცხვირის ვესტიბულის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებებიტრანსფენოიდული ჰიპოფიზექტომიის შემდგომი მდგომარეობებიორსულობა, 6 წლამდე ბავშვთა ასაკი (90 მკგ/დოზა ნაზალური დოზირებული სპრეისთვის), 2 წლამდე ბავშვთა ასაკი (45 მკგ/დოზა ნაზალური დოზირებული სპრეისთვის).

არ გამოიყენება მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებით (მაო) (მათი მოხსნიდან 14 დღის ჩათვლით), ტრიციკლური და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტებითსისხლძარღვთა შემავიწროებელი სხვა ადგილობრივი საშუალებებით (დეკონგესტანტებით), ასევე სხვა პრეპარატებით თერაპიის დროსრომლებიც იწვევენ არტერიული წნევის მომატებას.

სიფრთხილით

შაქრიანი დიაბეტიგულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებები (მ.შ. გულის იშემიური დაავადებასტენოკარდია), წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიაფეოქრომოციტომაპორფირიალაქტაციის პერიოდიადრენერგული პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისასრომელსაც თან ახლავს უძილობათავბრუსხვევაარითმიატრემორიმომატებული არტერიული წნევა; გახანგრძლივებული QT ინტერვალის მქონე პაციენტები.

გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ დედისთვის და ბავშვისთვის მოსალოდნელი სარგებლისა და რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგარ არის დაშვებული რეკომენდებული დოზის გადაჭარბებალაქტაციის პერიოდში პრეპარატ სნუპის® გამოყენების წინ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გამოყენების წესი და დოზები

ინტრანაზალურად.

სნუპი® ნაზალური დოზირებული სპრეი 90 მკგ/დოზა

მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში 2-3-ჯერ.

დღეში 3-ჯერზე მეტად გამოყენება არ შეიძლება.

ბავშვებში პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მოზრდილების მეთვალყურეობის ქვეშ.

ბოლო შესხურების ჩატარება რეკომენდებულია უშუალოდ ძილის წინ.

გამოყენებამდე ნესტოები უნდა გამოსუფთავდეს.

საჭიროა დამცავი თავსახურის მოხსნაპირველი გამოყენების წინ გამფრქვევი თავის რგოლზე უნდა მოხდეს რამდენჯერმე დაჭერა  თანაბარი ,,ნისლის” ღრუბელის გამოჩენამდეპრეპარატიანი ფლაკონი მზად არის გამოსაყენებლად.

გამოყენებისას გამფრქვევის თავი შეიყვანება ცხვირის ღრუში და დაეჭირება რგოლზე ერთჯერ (ნახ. 2). ფლაკონის დაჭერა საჭიროა ვერტიკალურადარ უნდა მოხდეს გაფრქვევა ჰორიზონტალურად ან ქვევითუშუალოდ შესხურების წინ რეკომენდებულია ცხვირით მსუბუქი შესუნთქვაგამოყენების შემდეგ ფლაკონს უნდა დაეფაროს დამცავი თავსახური

თითოეული ფლაკონი გამოიყენება ინდივიდუალურად.

თერაპიის დასრულების შემდეგ პრეპარატის ხელმეორედ დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ. სამკურნალო საშუალების გამოყენება რეკომენდებული არ არის 5-7 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში. ბავშვებში გამოყენების ხანგრძლივობის თაობაზე საჭიროა ექიმთან მიმართვათუ მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები მძიმდება, ან ვლინდება ახალი სიმპტომებისაჭიროა ექიმთან კონსულტაციისთვის მიმართვაპრეპარატი გამოიყენეთ მხოლოდ ინსტრუქციაში მითითებული ჩვენებისგამოყენების წესის თანახმად და იმ დოზებით, რომლებიც მითითებულია ინსტრუქციაში.

გვერდითი მოქმედება

გვერდითი რეაქციების წარმოქმნის სიხშირის კლასიფიცირებაძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (>1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (>1/10 000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10000).

იმუნური სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათიჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანგიონევროზული შეშუპებაქავილიგამონაყარი).

ნერვული სისტემის მხრივ:

ხშირითავის ტკივილი.

იშვიათიუძილობადეპრესია (მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას).

ძალიან იშვიათიშფოთვადაღლილობაპარესთეზიაჰალუცინაციები და კრუნჩხვები (უპირატესად ბავშვებში).

გრძნობის ორგანოების მხრივ:

ძალიან იშვიათიმხედველობითი აღქმის სიმკვეთრის დარღვევა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:

იშვიათიგულისცემის შეგრძნებამომატებული არტერიული წნევა.

ძალიან იშვიათიტაქიკარდიაარითმია.

სასუნთქი სისტემის მხრივ:

ხშირიცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და/ან სიმშრალეწვაჩხვლეტის შეგრძნებაცემინებაცხვირხახის ლორწოვანი გარსის ჰიპერსეკრეცია.

იშვიათიპრეპარატის გამოყენების შემდეგ შესაძლებელია გამოვლინდეს ცხვირის ლორწოვანი გარსის მომატებული შეშუპება (რეაქციული ჰიპერემია), სისხლდენა ცხვირიდან.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

ხშირიღებინება.

იშვიათიგულისრევა.

ადგილობრივი რეაქციები:

ხშირიწვა გამოყენების ადგილას.

გვერდითი რეაქციების გამოვლენისას ან გართულებისასან ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარებისასრომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაშიაცნობეთ ექიმს.

ჭარბი დოზა

სიმპტომები:

პრეპარატის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში კლინიკური სურათი წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნების ფაზების მონაცვლეობას (შფოთვააგზნებაჰალუცინაციებიკრუნჩხვებიცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის ფაზებთან (სხეულის ტემპერატურის კლებამოთენთილობა, ძილიანობაკომა). ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებიმიოზიმიდრიაზიმომატებული ოფლიანობასხეულის ტემპერატურის მატებასიფერმკრთალეციანოზიგულისრევა და ღებინებატაქიკარდიაბრადიკარდიაგულის არითმიებიგულის გაჩერებაგულისცემაარტერიული წნევის მატებაარტერიული წნევის დაწევა შოკის განვითარებამდეც კიფილტვების შეშუპებასუნთქვის დათრგუნვა და აპნოეფსიქოგენური აშლილობები.

ბავშვებში ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში აღინიშნება დომინირებადი ცენტრალური ეფექტები კრუნჩხვებითკომითა და ბრადიკარდიითაპნოეასევე არტერიული წნევის მომატებარასაც მოსდევს ჰიპოტონია.

მკურნალობა:

სიმპტომურიექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

პრეპარატის შემთხვევით შიგნით მიღების შემთხვევაში – აქტივირებული ნახშირის გამოყენებაკუჭის ამორეცხვა.

მძიმე ჭარბი დოზის შემთხვევაში ნაჩვენებია სტაციონარში ინტენსიური თერაპიის ჩატარებასერიოზულ შემთხვევებში შესაძლებელია არტერიული წნევის დასაწევად არასელექციური ალფა-ადრენობლოკატორებისსიცხის დამწევი საშუალებების გამოყენებაფილტვების ინტუბაცია და ხელოვნური ვენტილაცია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ქსილომეტაზოლინის და მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების (მაო), ტრიციკლური და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტებისსისხლძარღვთა შემავიწროებელი სხვა ადგილობრივი საშუალებების (დეკონგესტანტების), ასევე სხვა ისეთი პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამრომლებიც მაღლა წევენ არტერიულ წნევასშესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატებაამიტომმოცემული სამკურნალო პრეპარატების ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებიათუ თქვენ იყენებთ ზემოთ ჩამოთვლილ ან სხვა სამკურნალო პრეპარატებს (მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემს), პრეპარატი სნუპის® გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ზღვის წყალი ხელს უწყობს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციის და ლორწოვანი გარსის ცილინდრულ უჯრედებში ლორწოს გამომუშავების ნორმალიზების გაუმჯობესების უნარის შედეგად.

არ არის რეკომენდებული 7 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში უწყვეტად გამოყენება.

არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბებაგანსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებში.

ქსილომეტაზოლინის ხანგრძლივმა (7 დღეზე მეტიგამოყენებამ ან დოზის  გადაჭარბებამ შესაძლებელია გამოიწვიოს პრეპარატის თერაპიული ეფექტის შესუსტებაასევე ზრდის ცხვირის ლორწოვანი გარსის რეაქციული ჰიპერემიის და ატროფიის  განვითარების რისკს.

გახანგრძლივებული QT ინტერვალის მქონე პაციენტები, რომლებიც იღებენ ქსილომეტაზოლინს, შეიძლება აღმოჩნდნენ პარკუჭების სერიოზული არითმიების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.

თუ სამკურნალო საშუალებას ვარგისობის ვადა გაუვიდა, არ გადააგდოთ იგი გამდინარე წყალში ან ქუჩაში! სამკურნალო საშუალება მოათავსეთ ნაგვის კონტეინერში. ამ ზომებს შეუძლიათ გარემოს დაცვა.

ზეგავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე

დოზირების რეჟიმის დაცვის შემთხვევაში ქსილომეტაზოლინი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე.

გამოშვების ფორმა

ნაზალური დოზირებული სპრეი 90 მკგ/დოზა.

ნაზალური დოზირებული სპრეის 150 დოზა (15 მლ) პოლიეთილენის ფლაკონში გამფრქვევი სისტემით.

ფლაკონი პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს 12 თვის  განმავლობაში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

წელი.

ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

გაცემის პირობები

არმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე. 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Formკაფ TEMP
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy