ვიტამინი D3 ბიენი 20მლ პილეჟე - Pileje
გამოიყენება ვიტამინი D3-ის დეფიციტის, მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.
ვიტამინი D3 ბიენი 20მლ პილეჟე - Pileje
ძვლების, კუნთების და იმუნური სისტემის სიჯანსაღე
ვიტამინი D3 ბიენი შეიცავს მაღალი ბიოშეღწევადობის D3 ვიტამინს, რომელიც მიიღება მცენარე ირმის ხავსისგან და რაფსის ზეთს, რომელიც მიიღება უახლესი ტექნოლოგიით -ცივი დაწურვის მეთოდით და გამდიდრებულია ვიტამინებით ( E, A, K ) და შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით (ომეგა 3-6)
• აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას
• მნიშვნელოვანია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისთვის
• უზრუნველყოფს ნერვული, ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
D3 ვიტამინი ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს, აუმჯობესებს კალციუმის და ფოსფორის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს მათი საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში. D3 ვიტამინი ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას და აუმჯობესებს მის სიმკვრივეს, აუცილებელია ძვლებისა და კბილების ფორმირებისთვის.
ვიტამინი D3 აუცილებელია ნერვ-კუნთოვანი სისტემის ფუნქციონირებისთვის, მისი დეფიციტის დროს გაზრდილია კოგნიტური (დამახსოვრება, დასწავლა) და მენტალური დარღვევების (ფსიქიკური და ემოციური ფონი) რისკი (D3 ვიტამინი მონაწილეობს კატექოლამინების, ნეიროტრანსმიტერების - აცეტილქოლინის, დოფამინის, სეროტონინის სინთეზში).
D3 ვიტამინი ჩართულია იმუნური სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებაში და წარმოადგენს მძლავრ იმუნომოდულატორს, ამცირებს ალერგიული და რესპირატორული დაავადებების განვითარების რისკს, მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესებში, იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე რადიაციული ზემოქმედებისგან, ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავების გაძლიერებას, რომელიც წარმოადგენს ძვლის რეზორბციის (ძვლიდან კალციუმის გამორეცხვა) სტიმულატორს.
D3 ვიტამინის დეფიციტი წარმოადგენს ისეთი დაავადებების რისკ-ფაქტორს, როგორიცაა: რაქიტი, ოსტეოპოროზი, იმუნიტეტის დაქვეითება, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, აუტოიმუნური დაავადებები, რესპირატორული ინფექციები, რევმატოიდული ართრიტი, ონკოლოგიური დაავადებები და ა.შ.
ჩვენება
• ვიტამინი D3-ის დეფიციტი
• რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
• იმუნიტეტის დაქვეითება
• ინტენსიური ზრდის პერიოდი
• პოსტმენოპაუზური პერიოდი
• ლაქტოზის აუტანლობა
• მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა
• ვიტამინი D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
• კანის დაავადებები
• ჰიპოკალცემიური ტეტანია
• მალაბსორბცია
• კარიესის პროფილაქტიკა
• არასრულფასოვანი კვება
შემადგენლობა
10 წვეთი შეიცავს: ვიტამინი D3 - 2000 სე (50 მკგ), ცივი დაწურვის მეთოდით მიღებული ორგანული რაფსის ზეთი - 310 მგ.
დოზირება:
· 3 წლამდე მიიღება ექიმის რეკომენდაციით
· 3-დან 10 წლამდე 1-5 წვეთი დღეში
· 10 წლიდან 5-10 წვეთი დღეში
გამოშვების ფორმა: წვეთები 20 მლ.
მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.
PiLeJe დაარსდა 1989 წელს, საფრანგეთში, ექიმებისა და მეცნიერების ჯგუფის მიერ, რომლებსაც სურდათ პერსონალიზებული მკურნალობის სისტემის შექმნა. ბრენდის მთავარი მიზანი იყო პრობიოტიკებისა და ნატურალური ინგრედიენტების საფუძველზე ისეთი პროდუქტების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობდა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაავადებების პრევენციას.
PiLeJe დღეს ცნობილია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი ნუტრიციოლოგიაში და ფოკუსირებულია ინდივიდუალური საჭიროებების პროდუქტების შექმნაზე.
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account