სტრონგუსი 60 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 45,45 GEL რეგულარული ფასი 64,00 GEL
მარაგშია
SKU
55941_2314
ჩვენებები: სტრონგუსი აძლიერებს იმუნურ სისტემას და ზრდის მის მდგრადობას ინფექციების მიმართ. გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი ნევროზების დროს. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციას და ხელს უშლის ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქნას....

Strongus                                                                                         

შემადგენლობა:                                                                                                                                                                                    თითოეული რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ნივრის ზეთის ექსტრაქტი- 270 მგ

სტანდარტიზებული ნივრის ეთერზეთი -2.1 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, შელაქი, გლიცერინი, გამოხდილი (დისტილირებული) წყალი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

4000 კგ ახალი ნიორია საჭირო 1 კგ სუფთა ნივრის ეთეროვანი ზეთის მისაღებად. აქტიური ინგრედიენტის სახით სტრონგუსის შემადგენლობაში შედის მაღალკონცენტრირებული ნივრის ზეთი. სტრონგუსის „ეთეროვანი ზეთის“ შემცველი კაფსულა არის სტანდარტიზირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ სტრონგუსის ყველა კაფსულა შეიცავს ერთი და იმავე რაოდენობის აქტიურ ნივთიერებას. კაფსულები მდგრადია კუჭის წვენის მიმართ, იხსნება წვრილ ნაწლავში და არ აქვს სუნი. არ აღზიანებს კუჭს. ნივრის ეთეროვანი ზეთები თანაბრად ნაწილდება ორგანიზმში და იმავდროულად ახდენს სამკურნალო მოქმედებას. მოქმედებს თავდაპირველად ნაწლავებზე და სისხლში შეწოვის შემდგომ მთელს ორგანიზმზე.

სტრონგუსის მთავარი ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ანტივირუსული

ანტიბაქტერიული

ანტიმიკოზური

ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს

ხელს უშლის „საშიში თრომბების“ წარმოქმნას

ჩვენებები:

სტრონგუსი აძლიერებს იმუნურ სისტემას და ზრდის მის მდგრადობას ინფექციების მიმართ.

გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი ნევროზების დროს. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციას და ხელს უშლის ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქნას. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების, ვიტამინების, ჟანგბადის მიწოდებას თავის ტვინში, სხეულსა და ორგანოებში. აუმჯობესებს გულის ფუნქციას. ხსნის დაღლილობას, უძილობას, თავბრუსხვევას, აუმჯობესებს მეხსიერებას. არეგულირებს შაქრის შემცველობას სისხლში, ამიტომ ნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის.

სტრონგუსი ფართედ გამოიყენება უმადობის, დეპრესიის, ნაწლავური ინფექციების, სხვადასხვა წარმოშობის კანის და რევმატიული დაავადებების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

1-2 კაფსულა ერთხელ დღეში წყალთან ერთად საღამოს ძილის წინ.

გვერდითი ეფექტები:

მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

უკუჩვენება: არ აღინიშნება.

ურთიერთმოქმედება: შესაძლოა გააძლიეროს ანტიაგრეგანტების მოქმედება (აცეტილსალიცილის მჟავა).

შენახვის წესი: შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვადის ამოწურვის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: სტრონგუსი 60 კაფსულა.

მწარმოებელი:

Franconfarm Arzneimittel  Europe LTD

D-96450 Coburg – Alexandrinenstr.1

Germany

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy