Molisan - მოლისანი ლოსიონი 500მლ

35,00 GEL
მარაგშია
SKU
50385_2281
გამოიყენება კანის შემდეგი დაავადების სამკურნალოდ: აკნე ∗ ალერგია ∗ ალერგიული დერმატიტი ∗ დიათეზი ∗ მუწუკები ∗ მზით გარუჯვა ∗ მწერის ნაკბენი ∗ ჩირქოვანი გამონაყარი ∗ ფერიმჭამელა ∗ სტაფილოკოკი ∗ პაპილომა ვირუსი ∗ პიგმენტური და ხანდაზმულობის ლაქები ∗ სოკო

მოლისანი ლოსიონი ოქროს ნანონაწილაკებით

სახის და ტანის მოსავლელი ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება დაზიანებული კანისთვის.

მოლისანი ლოსიონი აღადგენს და ასუფთავებს დაზიანებულ კანს (მათ შორის ჩუტყვავილას დროს), გამოდევნის ჩირქს, ხსნის გაღიზიანებას და გამოიყენება კანის შემდეგი დაავადების სამკურნალოდ:

აკნეალერგია ∗ ალერგიული დერმატიტიდიათეზიმუწუკები ∗ მზით გარუჯვა ∗ მწერის ნაკბენი ∗ ჩირქოვანი გამონაყარიფერიმჭამელასტაფილოკოკიპაპილომა ვირუსიპიგმენტური და ხანდაზმულობის ლაქებისოკო, ფსორიაზი, ეგზემაცხიმოვანი სებორეა (ქერტლი)თმის ცვენა ცხიმოვანი სებორეის დროს

გვერდითი მოვლენები: არ გამოვლენილა.

უკუჩვენება: ინდივიდუალური შეუთავსებლობა, ან ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

შემადგენლობა: დემინერალიზებული წყალი, მკვდარი ზღვის მარილი, ოქროს ნანო ნაწილაკები, მცენარეული ეთერზეთები: ჩაის ხე, გვირილა, ვარდის ხე, ევკალიპტი, პიტნა.  

აკნე, მუწუკები, ჩირქოვანი გამონაყარი, ფერიმჭამელა, სტაფილოკოკი, პაპილომა ვირუსი, ჰერპესი, პიგმენტური და ხანდაზმულობის ლაქები

მოლისანი ლოსიონი აღადგენს კანის ბუნებრივ ბალანს, გამოდევნის ჩირქს, ხსნის გაღიზიანებას, ასუფთავებს კანს (მათ შორის ჩუთყვავილას დროს), გამოიყენება დამწვრობისას. ხელს უწყობს მუწუკების, ფერიმჭამელების, ჰერპესის, პაპილომა ვირუსის, მზისმიერი და ასაკობრივი ლაქების გაქრობას.

ინტენსიური მოხმარება: საჭიროა ყოველდღე (დღეში 5-6 ჯერ, ან მეტი) დამუშავდეს კანი მოლისანში დასველებული ბამბა-დოლბანდის ტამპონით. კანის გაშრობის შემდეგ სასურველია პროცედურის განმეორება. ჩამობანვას მოლისანი არ საჭიროებს.მეტი ეფექტურობისთვის შესაძლებელია 15-20წ. გაკეთებულ იქნას 42°-მდე შემთბარი მოლისანის კომპრესები (პროცედურისთვის საჭირო რაოდენობა ჩაასხით ფინჯანში და ჩადგით ცხელ წყალში. გაითვალისწინეთ, რომ შემთბარი მოლისანი არ ინახება).

მაქსიმალური შედეგის მისაღებად, ორგანიზმის გაწმენდის მიზნით, რეკომენდირებულია მოლისანი ელექსირის და ცოცხალი წყალის მიღება. მოლისანი ელექსირი აუმჯობესებს კუჭნაწლავის მოქმედებას და ნივთუერებათა ცვლას. აჩქარებს ორგანიზმიდან შხამების, წიდების და სხვა მავნე ნივთიერებების გამოდევნას. მოლისანი ელექსირი მიიღება 15-20 მლ. დილით უზმოზე, და საღამოს ძილის წინ.

მოხმარება პროფილაქტიკის მიზნით: დღისა და ღამის ჩვეულებრივი დაბანვის შემდეგ სასარგებლოა სახის, კისრის, მკერდის და ხელების მოლისანით მობანვა, ან მოლისანში დასველებული ბამბის ტამპონით გაწმენდა, რათა გასუფთავდეს იგი ატმოსფერული დაბინძურებისაგან, ცხიმისაგან და მკვდარი უჯრედებისაგან. მიეცით მას აორთქლების საშუალება, რათა კანი გახდეს ელასტიური და მკვრივი.

მაკიაჟის მოსაცილებლად გამოიყენეთ მოლისანში დასველებული მრგვალი ბამბის ტამპონი. მაკიაჟი უნდა ჩამოიშოროთ ისე, რომ არ გაჭიმოთ კანი, ჯერ გაიწმინდეთ ტუჩები, მერე წამწამები და წარბები, და ხოლო ბოლოს სახის კანი.დაიბანეთ მოლისანით, და თქვენ შეამჩნევთ თუ როგორ გაქრება კანის დაჭიმულობის შეგრძნება რომელიც წარმოიქმნება ონკანის წყლის გამოყენებისას.

დეპილაციის ან გაპარსვის შემდეგ, კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად სასარგებლოა მოლისანის გამოყენება (გელისა ან ლოსიონის მაგივრად).

ალერგია, ალერგიული დერმატიტი: უპირველეს ყოვლისა, უნდა დაადგინიოთ, თუ
რამ გამოიწვია ალერგიული დერმატიტი (კონტაქტი მცენარეებთან, მტვერი, ქიმიური ნივთიერებები, სუნი და სხვა). გამონაყარი, მუწუკები დაასველეთ მოლისანი ლოსიონით დღეში 5-6-ჯერ 3 დღის განმავლობაში. აგრეთვე ყოველი ჭამის შემდეგ, გამოიბანეთ ცხვირი, პირის ღრუ, ყელი მოლისანი ელექსირით.
პროფილაქტიკის მიზნით სასურველია მოლისანის ყოველდღიურად გამოყენება, ამის გარდა საჭიროა აღმოჩენილ და მოცილებულ იქნას ალერგიის მიზეზი.
შინაგანად სასურველია მოლისანი ელექსირის მიღება. მოლისანი ელექსირი აუმჯობესებს კუჭნაწლავის მოქმედებას და ნივთუერებათა ცვლას. აჩქარებს ორგანიზმიდან შხამების, წიდების და დაგროვილი მარილების გამოდევნას.
მოლისანი ელექსირი მიიღება დილით უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე 15-20 მლ. და ძილის წინ, 2 კვირის განმავლობაში.

დიათეზი: ყოველგვარი გამონაყარი და შეშუპება გაიწმინდეთ მოლისანი ლოსიონით და მიეცით საშუალება რომ შეშრეს. პროცედურა გაიმეორეთ 3-4 ჯერ დღეში. გადახედეთ მენიუს და გამორიცხეთ დიათეზის გამომწვევი პროდუქტები. მიიღეთ ნაკლები რძე და კარაქი და მეტი ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული და ხილი. თავი შეიკავეთ ქიმიური წამლების მიღებისგან. სასურველია შემოწმდეს, იწვევს თუ არა დიათეზს ოთახის ყვავილები, შინაური ცხოველები.

მზით გარუჯვა: მზით დამწვრობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია კანის საკმარისად დანამვა-გაგრილება მოლისანი ლოსიონის შესხურებით, რაც ტკივილს ამცირებს და ანთებით პროცესს აფერხებს. კარგ შედეგს იძლევა დამწვრობაზე მოლისან ანტისეპტიკში დასველებული სელის ტილოს საფენების გამოყენება. იმის გამო, რომ კანი დამწვრობის დროს ბევრ სითხეს კარგავს, აუცილებელია საკმარისი რაოდენობის სითხის, უმჯობესია თბილი (37°-39°) ცოცხალი წყლის მიღება.

მწერის ნაკბენი: კოღოების, ქინქლების და ბუზანკალების ნაკბენი უბანი მოლისანი ბეთლემის ხსნარით უნდა დაიზილოს.

მოლისანი ბეთლემი ამცირებს  შეშუპებასა და ქავილს.

დაინფიცირების, ტკივილისა და ქავილის თავიდან ასაცილებლად აგრეთვე მოლისანი ბეთლემის საფენებიც არის ეფექტური.


სოკო: მკურნალობის დაწყების წინ, დაზიანებული ადგილები უნდა ჩამოიბანოთ საპნითა და ცხელი წყლით და გაიმშრალოთ. მკურნალობის პირველ ეტაპზე დაზიანებულ ზედაპირზე დაიდოთ მოლისანი ლოსიონის ოთხფენოვანი საფენი. პერიოდულად დაისველეთ ის 10-15 წუთის შემდეგ და გაიმეორეთ პროცედურები დღეში 6-8-ჯერ. ასეთი მკურნალობა გრძელდება 5-6 დღე.
თუ სოკომ დააზიანა ფრჩხილები, ისინი უნდა გააჩეროთ ცხელ წყალში, შემდეგ დაიჭრათ და დაისუფთაოთ. დაიჭრათ, გაისუფთაოთ და გაიკეთოთ ცხელი მოლისანის საფენი. საფენი პერიოდულად დაასველეთ, რომ არ გაშრეს.
სავარაუდოთ კანის სოკო ქრება 7-10 დღეში, ფრჩხილის სოკო კი უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მანამ სანამ თანდათანობით არ მოცილდება (პერიოდულად მოიჭრება) დაზიანებული ფრჩხილები და არ წამოიზრდება ახალი, ჯანსაღი.
წინდებსა და ფეხსაცმელს აუცილებლად ჭირდება მოლისანით დეზინფიცირება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფრჩხილის სოკოს მკურნალობა საკმაოდ დიდხანს გრძელდება - მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც საჭიროა ფრჩხილის მთელი

ფირფიტის გასაზრდელად. ხელის ფრჩხილები 3-4 თვის განმავლობაში იზრდება, ფეხისა - კიდევ უფრო მეტხანს, 5-6 თვეს. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს, ვიდრე დაზიანებული ფირფიტის ადგილს მთლიანად ჯანსაღი ფრჩხილი არ დაიკავებს. მოთმინება ყველას არ ჰყოფნის - ბევრი თერაპიას შუა გზაზე, მცირე შედეგის დანახვისთანავე ანებებს თავს, ამას კი რეციდივი მოჰყვება.

ფსორიაზი: მკურნალობამდე საჭიროა კარგად დაიბანოთ საპნით, დაზიანებული ადგილები უნდა დაიორთქლოს მაქსიმალურად მოსათმენი ტემპერატურით, გაკეთდეს ცხელი კომპრესები, რათა ქერცლი და დაზიანებული კერა დარბილდეს. და მხოლოდ ამის შემდეგ დაზიანებულ ადგილს გაუკეთდეს კომპრესი თბილი* (38° - 40°) მოლისანი ლოსიომით 20-40 წუთით.
პროცედურები უნდა განმეორდეს 3-4-ჯერ დღეში. დაავადება ძნელად განკურნებადია, ამიტომ ავადმყოფს მოეთხოვება ნებისყოფა და მოთმინება.
4-5 დღის შემდეგ დაავადებული ადგილები სუფთავდება, წარმოიშვება კანის სუფთა, ვარდისფერი არეები. თანდათან სირსველი ქრება. ხშირად საკმარისია მკურნალობის 3-4 ციკლი. შველას გრძნობს ავადმყოფთა მნიშვნელოვანი ნაწილი. მკურნალობის პროცესში უნდა ვერიდოთ ცხარე საკვებს, განსაკუთრებით შებოლილ, დაშაშხულ პროდუქტებს, ალკოჰოლს. არ მოწიოთ, ეცადეთ არ ინერვიულოთ.
შინაგანად საჭიროა მოლისანი ელექსირის მიღება. მოლისანი ელექსირი აუმჯობესებს კუჭნაწლავის მოქმედებას და ნივთიერებათა ცვლას. აჩქარებს ორგანიზმიდან შხამების, წიდების და დაგროვილი მარილების გამოდევნას. მოლისანი ელექსირი მიიღება დილით უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე 15-20 მლ. და ძილის წინ, 2 კვირის განმავლობაში.

ეგზემა: მკურნალობამდე, დაზიანებული ადგილები დაიორთქლეთ (გაიკეთეთ ცხელი კომპრესი), რის შემდეგ დაასველეთ მოლისანი ლოსიონით და მიეცით გაშრობის საშუალება. პროცედურები გაიმეორედ კვირის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივად. ჩვეულებრისამებრ დაზიანებული ადგილები უნდა შეხორცდეს 5-6 დღეში.

* მოლისანის საჭირო რაოდენობა ჩაასხით ფინჯანში, და ჩადგით ცხელ წყალში, ამ შემთხვევაში მოლისანის აქტიურობა მნიშვნელოვნად იმატებს, მაგრამ გაცხელბული მოლისანი მალე კარგავს თავის თვისებებს და არ ინახება. გააცხელეთ მხოლოდ პროცედურებისთვის საჭირო რაოდენობა.

ცხიმოვანი სებორეა, თმის ცვენა ცხიმოვანი სებორეის დროს

საპნით ან შამპუნით დაბანის შემდეგ, პირსახოცით შემშრალებულ თავის კანში უნდა შეიზილოთ მოლისანი ლოსიონი. მოლისანი ლოსიონის შეზელვა ადეზინფიცირებს და აღადგენს დაზიანებულ კანს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას.
რეკომენდირებულია შეზელვის ასეთი მეთოდი: თავის ერთ მხარეს სავარცხლით გადავწიოთ თმები და მოლისანით დასველებული ბამბით კარგად გადავწმინდოთ თავის კანი, და ასე თანმიმდევრულად, სანამ არ დავამუშავებთ თავის მთელ კანს.
მერე მთელ თავზე გადაეფარება პოლიეთილენი ან პირსახოცი. დაყოვნება 15-20 წუთი. მოლისანის ტემპერატურა 40°. პროცედურები უნდა განმეორდეს მინიმუმ 2-3 ჯერ დღეში. კურსი 6-8 დღე.

თავის დაბანა დღეში ერთხელ საკმარისია. მოლისანი ლოსიონი ჩამობანვას არ საჭიროებს.
პროფილაქტიკის მიზნით სასარგებლოა მოლისანი ლოსიონით მასაჟის გაკეთება. რამდენიმე წუთის განმავლობაში თითების მსუბუქი მოძრაობით თავის კანზე კეთდება მასაჟი. ის ფოლიკულების სისხლით მომარაგებას აუმჯობესებს და მოლისანის მოქმედებას აძლიერებს.

ქრება ქავილი, თანდათანობით შორდება კანის საფარველის ანთება, მცირდება ცხიმიანობა და თმის ცვენა. ვისაც აქვთ მიდრეკილება მაღალი წნევისაკენ, წნევის ნორმალიზებისათვის სასურველია მოლისანი ელექსირის მიღება. 

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy