ნეო პეკეს OMEGA-3 სიროფი 150მლ
ჩვენება: თავის ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორი განვითარება და ფუნქციონირება კოგნიტური და წერა–კითხვის უნარების გაუმჯობესება მხედველობის, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება.
კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელი საშუალებები /ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი
შემადგენლობა
თევზის ქონი, ვიტამინი A, D3, B6, C, E, მარწყვის წვენის კონცენტრატი, აჰავას სიროფი
იხილეთ ბლოგი: ნეო პეკესი — ბრენდი, რომელიც ნატურალურ საბავშვო პროდუქციას აწარმოებს
ფარმაკოლოგიური თვისებები
ცენტრალური ნერვული სისტემისა და მხედველობის აპარატის განვითარებაში მონაწილეობა, ანტიანთებითი, იმუნომოდულარული და ანტიალერგიული მოქმედების უნარი, რომელიც ომეგა-3 ნახევრადუჯერ ცხიმოვან მჟავებს გააჩნია, მის შემადგელობაში ეიკოზანოიდების სისტემის (DHA –დოკოზაჰექსაენური და EPA – ეიკოზაპენტაენური ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავის) არსებობითაა განპირობებული.
DHA და EPA მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ტვინისა და მხედველობის აპარატის განვითარებაში, რადგან წარმოადგენენ ტვინის უჯრედული მემბრანისა და თვალის ბადურის საშენ მასალას
• მნიშვნელოვანი კომპონენტებია ყურადღების კონცენტრაციის ზრდისა და მეხსიერების გაუმჯობესებისთვის, რაც გამყარებულია მრავალრიცხოვანი სამეცნიერო კვლევებით
• კონკურენტული ანტაგონისტია არაქიდონის მჟავისა ციკლოოქსიგენაზურ–ლიპოოქსიგენაზურ დონეზე, რაც ვლინდება პროსტაგლანდინების და ლეიკოტრიენების სპექტრის მოდიფიკაციით
• პასუხს აგებენ კანის თვითდატენიანებაზე და ძირითად როლს ასრულებენ თმისა და ფრჩხილების სტრუქტურის აღდგენაში. ააქტიურებენ კანის, თმისა და ფრჩხილების გამაჯანსაღებელ პროცესებს
ომეგა-3 - ის გარკვეული რაოდენობა ორგანიზმში აუცილებელია მოზარდის კბილების ნორმალური განვითარებისთვის, ასევე კანისა და თმის ჯანმრთელობისთვის
ვიტამინი A (რეტინოლი) - ხელს უწყობს მხედველობის აპარატის სწორ ფუნქციონირებას, ამცირებს მხედველობითი დატვირთვის შემდგომ დაღლილობას, მონაწილეობს ჟანგვა–აღდგენით და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – არეგულირებს ფოსფორ–კალციუმისა და ძვლების მინერალიზაციის პროცესებს კუჭნაწლავის ტრაქტში კალციუმის ადსორბციის მომატების ხარჯზე, აქვეითებს თირკმელებიდან ფოსფატების გამოყოფას; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდი ორგანიზმის ძვალ-სახსროვანი სისტემისა და კბილების ფორმირებისთვის
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) –მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნეიროქიმიკატების სინთეზში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებაზე
ვიტამინი E (ტოკოფეროლი) –მოქმედებს თავისუფალი რადიკალების რეაქციათა შემაკავებლად, ანტიოქსიდანტურად, თრგუნავს წყალბადის ზეჟანგის წარმოქმნას, რომელიც აზიანებს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანეს უჯრედოვან და სუბუჯრედოვან მემბრანებს. ხელს უწყობს ნერვული და კუნთოვანი სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) –იცავს ნახევრადუჯერ ცხიმოვან მჟავებს დაჟანგვისგან
ჩვენება:
• თავის ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორი განვითარება და ფუნქციონირება
• კოგნიტური და წერა–კითხვის უნარების გაუმჯობესება
• მხედველობის, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება
• კომპლექსურ თერაპიაში კანის დაავადების დროს
მიღების წესი და დოზირების მეთოდი:
• 0-2 წელი: 5 მლ 1X დღეში;
• 2-5 წელი: 5 მლ 2X დღეში ან 10 მლ 1X დღეში;
• 5 წლის ზემოთ ბავშვები- 10 მლ 2X დღეში.
მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 15-20 დღე. კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ
გამოშვების ფორმა:
150 მლ სიროფი მზომი ჭიქით, მარწყვის არომატით №1
შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 25°C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account