Gamamax - გამამაქსი 500მგ 10 ტაბლეტი

11,95 GEL
მარაგშია
SKU
9248_132

ჩვენებები:შარდსასქესო,ძვალსახსართა სისტემების,ყელ-ყურ-ცხვირის,კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს.

შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს 250-ან 500 მგ ციპროფლოქსაცინს (ქლორიდი მონოჰიდრატის სახით)
დამხმარე ნივთიერებებს:
ლაქტოზა, 0.01გ 0.02გ
სახამებელი, 0.012 გ 0.024გ
პოლოვინილპიროლიდონი 0.01გ 0.02გ
მაგნიუმის სტეარატი, 0.002გ 0.004გ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიბაქტერიული საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები
ციპროფლოქსაცინი წარმოადგენს ბაქტერიციდულ საშუალებას. Pპრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მიკრობის უჯრედის დნმ-ჰირაზის ინჰიბირებით, Dრომელიც წარმოადგენს ბაქტერიულ ფერმენტს, ხელს უწყობს დნმ-ის სპირალიზაციის პროცესს და ბაქტერიების დნმ-ის ტრანსკრიპციის აღდგენას.
ციპროფლოქსაცინი ეფექტურია: ენტერობაქტერიების(E. coli; Shigella spp.; Salmonella spp.; Citobacter; Clebsiella spp.; Enterobacter spp.; Proteus mirabilis.; Proteus vulgaris.; Serratia marcescens; Hafnia alvei; Edvardsiella tarda; Providencia spp.;  Morganella morganii; Vibrio spp.; Yersinia spp.)  და სხვა, გრამუარყოფითი ბაქტერიების(Aeromonas spp.; Plesiomonas shigelloides; Pasteurella multocida; Haemophilusspp.; Campilibacter jejuni; Pseudomonas aeruginosa;  Neisseria spp.; Moraxella catarhalis)  ზოგიერთი უჯრედშიდა გამომწვევის (Legionella pneumophila; Brucell spp.; Chlamidia tracomatis; Listeria monocitogenes; Mycobacterium tuberculosis; Mycobacterium kansasii; Mycobacterium avium-intracellulare), და გრამდადებითი ბაქტერიების(S. aureus; S. haemolyticus; S.hominis; Saprophyticus). მას გააჩნია აქტივობა Chlamidia trachomatis, Legionella species-ის მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა
ციპროფლოქსაცინი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ჩმახ. მიიღწევა 0.5–1.5 საათის განმავლობაში. თ1/2 შეადგენს 3-5 საათს. ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა ძირითადად შეუცვლელი სახით თირკმლების მეშვეობით, 8-15% კი მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებები
ციპროფლოქსაცინი წარმოადგენს მაღალეფექტურ ანტიბაქტერიულ საშუალებას ზემოაღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეული შარდსასქესო, სასუნთქი, ძვალსახსართა სისტემების, ყელ-ყურ-ცხვირის, მცირე მენჯის, აბდომინალური, ჰეპატობილიარული ორგანოების, კანისა და რბილი ქსოვილების, პოსტოპერაციული პერიოდის (აბდომინალური, უროგენიტალური, ორთოპედიული, სტომატოლოგიური ოპერაციები) ინფექციების, აგრეთვე მძიმე სისტემური ინფექციების, გონორეის დროს.

დოზირების რეჟიმი
ციპროფლოქსაცინი ინიშნება პერორალურად მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად. 16 წელზე მეტი ასაკის პაციენტებს ენიშნებათ 250-500 მგ დღეში ორჯერ.

გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა, დიარეა, ღებინება, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, მადის დაქვეითება. დიარეის შემთხვევაში საჭიროა ფსევდომემბრანული კოლიტის გამორიცხვა, რომელიც მოითხოვს ვანკომიცინით მკურნალობას.
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, შფოთვა, ცახცახი. იშვიათია უძილობა, პერიფერიული პარალგეზია, ოფლიანობა.
გრძნობათა ორგანოების მხრივ: გემოს შეცვლა, შუილი ყურებში, სმენის დროებითი დაქვეითება.
კანის მხრივ-ქავილი, გამონაყარი, ცხელება. იშვიათია სისხლჩაქცევები.
სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომი. იშვიათად ინტერსტიციული ნეფრიტი, ჰეპატიტი ღვიძლის უკმარისობით.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, გულყრა, წამოხურება.

სხვა გვერდითი მოვლენები: სახსრების შესივება, ტკივილი, კუნთების ტკივილი, სინათლისადმი ზემგრძნობელობა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
იშვიათად აღინიშნება აქილოტენდინიტი, რაც მოითხოვს პრეპარატის მიღების შეწყვეტას.
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოციტოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია.
ლაბორატორიულად: შესაძლოა ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება, ქოლესტაზური სიყვითლე, შარდოვანას, კრეატინინის, ბილირუბინის მომატება.

უკუჩვენებები
ციპროფლოქსაცინის მიღება არ შეიძლება ქინოლონების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
უკუნაჩვენებია ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ექსპერიმენტებით ვერ მოხერხდა ციპროფლოქსაცინის ნაყოფის და მოზარდის ხრტილოვან ქსოვილზე არასასურველი ზემოქმედების გამორიცხვა.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ცნს-ის დაავადებების გადატანის შემდეგ და ეპილეფსიის დროს.
პრეპარატი არ ახდენს გავლენას მანქანა-დანადგარებზე მომუშავე პერსონალიზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გამამაქსი ურთიერთქმედებს ზოგიერთ სამკურნალო საშუალებებთან. კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები, ნატრიუმის ბიკარბონატი ამცირებენ პრეპარატის ხსნადობას. ციპროფლოქსაცინი ამცირებს ზოგიერთი საშუალების მეტაბოლიზმს. ციტოქრომ-450-ის ფერმენტულ სისტემაზე ზემოქმედების და მისი ინჰიბირების გამო, შესაძლოა დააქვეითოს თეოფილინის კლირენსი ამით შეუძლია გაზარდოს ინტოქსიკაციის რისკი.
ციპროფლოქსაცინის რეზორბციას ამცირებს ანტაციდური საშუალებები, საფაღარათო საშუალებები, რომლებიც დამზადებულნი არიან ალუმინის, კალციუმისა და მაგნიუმის ფუძეზე.
ციპროფლოქსაცინი აძლიერებს კუმარინული ჯგუფის ანტიკოაგულანტების ეფექტს.

გამამაქსი აფთიაქებიდან გაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტით.

ვარგისობის ვადა: გამოშვებიდან 3 წელი
პრეპარატის ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება აკრძალულია. არ მიიღოთ პრეპარატი გარეგნული დათვალიერების შემდეგ აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში.
შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ მშრალ ადგილას.
მწარმოებელი: ფარმაცევტული საწარმო შ.პ.ს. “გამა”
საქართველო.
ტელ: 109916

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy