Ciprofloxacin - ციპროფლოქსაცინი 500მგ 10 ტაბლეტი

2,84 GEL
მარაგშია
SKU
79789_3191

ციპროფლოქსაცინი ნაჩვენებია  ციპროფლოქსაცინ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ

ციპროფლოქსაცინი ტაბლეტები BP

გენერიული დასახელება: ციპროფლოქსაცინი ტაბლეტები BP 500 მგ

შემადგენლობა:

თითოეული ტაბლეტი შეიცავს ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდს, რაც 500 მგ ციპროფლოქსაცინის ექვივალენტურია.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მოქმედების ფართო და საშუალო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკი.

ფარმაკოდინამიკა:

ციპროფლოქსაცინი არის სინთეზური, 4 ქინოლონ წარმოებული და ახდენს დნმ  ჰირაზას ინჰიბირებას.

მას გააჩნია ინ-ვიტრო ბაქტერიციდული მოქმედება შემდეგი გრამუარყოფითი და გრამდადებითი ორგანიზმების წინააღმდეგ. ინ ვიტრო მგრძნობელობა არ გულისხმობს ინ-ვივო ეფექტურობას.

Acinetobacter Haemophilus influenzae Proteus vulgaris Streptococcus pyogenes
Aeromonas Haemophilus para-influenzae Providencia rettgeri Streptococcus species
Brucella Hafnia Providencia stuartii Vibrio
Campylobacter jejuni Klebsiella species Pseudomonas aeruginosa Viridans streptococci
Citrobacter freundii Listeria Salmonella enteritidis Yersinia
Citrobacter species Moraxella catarrhalis Serratia marcescens  
Corynebacterium Morganella morganii Shigella flexneri  
E. coli Neisseria gonorrhoea Shigella sonnei  
Edwardsiella Pasteurella Staphylococcus aureus  
Enterobacter cloacae Plesiomonas Staphylococcus epidermidis  
Enterobacter species Proteus mirabilis Streptococcus faecalis  

 

შემდეგი ორგანიზმები აჩვენებენ ციპროფლოქსაცინის ინ ვიტრო მგრძნობელობის სხვადასხვა ხარისხს:

Alcaligenes, Enterococcus faecalis, Flavobacterium, Gardnerella, Legionella, Mycobacterium fortuitum, Mycobacterium tuberculosis, Mycoplasma hominis, Streptococcus agalactiae, Chlamydia.

ჩვეულებრივ, რეზისტენტულია შემდეგი ორგანიზმები:

Enterococcus faecium, Ureaplasma urealyticum, Nocardia asteroides.

რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ანაერობები ზომიერად მგრძნობიარეა (მაგ: Peptococcus, Peptostreptococcus) რეზისტენტულია (მაგ: Bacteriodes, Treponema pallidum).

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღებისას ციპროფლოქსაცინი სწრაფად შეიწოვება და პლაზმაში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 1-3 საათის შემდეგ. აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 70%-ია უმნიშვნელო დანაკარგით პირველი მეტაბოლიზმის შედეგად.

საკვების მიღება არ ამცირებს პერორალურ შეწოვას, მაგრამ შესაძლოა შეანელოს სისხლის შრატში მისი კონცენტრაციის პიკის დრო. ციპროფლოქსაცინის განაწილება ფართოა და განაწილების მოცულობა მაღალია, რაც მიუთითებს ქსოვილებში ფართო შეღწევადობაზე. ციპროფლოქსაცინი გვხვდება ფილტვებში, კანში, ცხიმში, კუნთებში, ხრტილსა და ძვალში. ის ასევე აქტიური ფორმით გვხვდება ნერწყვის, ცხვირისა და ბრონქების სეკრეტში, ნახველში, კანის ბუშტუკების სითხეში, ლიმფაში, პერიტონეალურ სითხეში, პროსტატის სეკრეტში, თავ-ზურგ ტვინის სითხეში და თვალშიდა სითხეში. მაღალი კონცენტრაცია მიიღწევა ნაღველში.

ცილებთან კავშირი დაბალია და მერყეობს 20-დან 40%-მდე.

ციპროფლოქსაცინი ძირითადად გამოიყოფა შარდით, მაგრამ არათირკმლისმიერი გამოყოფა შეიძლება განეკუთვნებოდეს ელიმინაციის დაახლოებით მესამედს და მოიცავს ღვიძლისმიერ მეტაბოლიზმს, ბილიარულ ექსკრეციას და შესაძლოა ტრანსლუმინალურ სეკრეციას ნაწლავის ლორწოვანის პარარელურად.

გამოყოფა ძირითადად ხდება თირკმელების მიერ  და ძირითადად დოზის მიღებიდან პირველი 12 საათის შემდეგ. გამოყოფა ფაქტობრივად სრულდება 24 საათის შემდეგ; დაახლოებით 40%-დან 50%-მდე გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით და დაახლოებით 15% -  მეტაბოლიტების სახით. თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს დაახლოებით 300 მლ/წთ-ს.

უცვლელი ციპროფლოქსაცინის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3-5 საათს. გამოყოფის კინეტიკა ხაზოვანია. 12 საათის ინტერვალით დოზის განმეორებით მიღების შემდეგ და ერთხელ სტაბილური მდგომარეობის მიღწევისას არ ხდება დაგროვება.

ჩვენება:

ციპროფლოქსაცინი ნაჩვენებია  ციპროფლოქსაცინ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:

Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Enterobacter cloacae, Proteus mirabilis, Pseudomonas aeruginosa, Haemophilus influenzae და Haemophilus para-influenzae-თი გამოწვეული ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები.

Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Enterobacter cloacae, Serratia marcescens, Proteus mirabilis, Providenciarettgeri, Morganellamorganii, Citrobacter diversus, Citrobacter freundii, Pseudomonas aeruginosa, Staphylococcus epidermidis და Streptococcus faecalis-თი გამოწვეული საშარდე გზების ინფექციები.

Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Enterobacter cloacae, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providencia stuartii, Morganella morganii, Citrobacter freundii, Pseudomonas aeruginosa, Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis და Streptococcus pyogenes-თი გამოწვეული კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.

კუჭ-ნაწლავური ინფექციები, E. coli, Campylobacter jejuni, Shigellaflexneri და Shigella sonnei-თი გამოწვეული ინფექციური დიარეა.

ძვლის ინფექციები, მგრძნობიარე გრამ-უარყოფითი ორგანიზმებით განპირობებული ოსტეომიელიტი.

გონორეა, ციპროფლოქსაცინი არაეფექტურია მკრთალი ტრეპონემას წინააღმდეგ.

Pseudomonas aeruginosa–თი გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ უნდა მიიღოთ  ამინოგლიკოზიდებთან ერთად.

დოზა და მიღების წესი:

ციპროფლოქსაცინის ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად სითხის დიდი რაოდენობის მიყოლებით და მისი მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა:

დოზა მერყეობს 250-დან- 750 მგ-მდე ორჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის ხასიათსა და სიმძიმეზე.

ქალებში მწვავე გაურთულებელი ცისტიტის დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 3 დღეს. ზოგადად, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 3 დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ინფექციის ნიშნები და სიმპტომები გაქრება.

მწვავე ინფექციების დროს, მკურნალობის ჩვეულებრივი პერიოდია 5 - 10 დღე. მძიმე და გართულებული ინფექციების დროს შეიძლება საჭირო იყოს მკურნალობის გახანგრძლივება.

სტრეპტოკოკური ინფექციების შემთხვევაში, მოგვიანებით გართულებების რისკის გამო მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 10 დღე.

ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები:

მსუბუქიდან ზომიერამდე ხასიათის შემთხვევაში -  250-500 მგ ორჯერ დღეში; მძიმე ან გართულებული - 750 მგ ორჯერ დღეში. კისტოზური ფიბროზის მქონე პაციენტებში დოზა შეადგენს 750 მგ-ს ორჯერ დღეში.  დოზის გასაზღვრისას გასათვალისწინებელია ამ პაციენტების სხეულის დაბალი  მასა (7,5-დან 15 მგ / კგ / დღეში).

საშარდე გზების ინფექციები:

მწვავე გაურთულებელი ცისტიტი  - 250 მგ ორჯერ დღეში; მძიმე ან გართულებული - 500 მგ ორჯერ დღეში.

კანის ინფექციები:

მსუბუქიდან ზომიერამდე ხასიათის შემთხვევაში -  500 მგ ორჯერ დღეში; მძიმე ან გართულებული - 750 მგ ორჯერ დღეში.

ინფექციური დიარეა:

500 მგ ორჯერ დღეში.

ძვლის ინფექციები:

მსუბუქიდან ზომიერამდე ხასიათის შემთხვევაში -  500 მგ ორჯერ დღეში; მძიმე ან გართულებული - 750 მგ ორჯერ დღეში. შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის გაგრძელება 4-6 კვირა ან მეტი.

გონორეა:

250 მგ ერთჯერადი დოზა.

ხანდაზმულმა პაციენტებმა უნდა მიიღონ რაც შეიძლება მცირე დოზა.  ეს დამოკიდებულია ავადმყოფობის სიმძიმესა და კრეატინინის კლირენსზე.

უკუჩვენებები:

უსაფრთხოება არ არის დადგენილი ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მიღებისას. 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდ მოზარდებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მკურნალობის სარგებელი აღემატება რისკებს. ექსპერიმენტული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მოუმწიფარ ცხოველთა გარკვეულ სახეობებში აღინიშნა შექცევადი ხრტილის დაზიანებები წონის მატარებელ სახსრებში.

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის ან სხვა რომელიმე ქინოლონების მიმართ.

განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები;

მწვავე ინფექციები და შერეული ინფექციები გრამ-დადებითი და ანაერობული პათოგენებით

ციპროფლოქსაცინით მონოთერაპია არ არის შესაფერისი მწვავე ინფექციების და გრამდადებითი ან ანაერობული პათოგენებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. ასეთი ინფექციების დროს ციპროფლოქსაცინი მიიღება სხვა შესაფერის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად.

სტრეპტოკოკური ინფექციები (მათ შორის Streptococcus pneumoniae)

ციპროფლოქსაცინი, მისი არაადეკვატური ეფექტურობის გამო არ არის რეკომენდებული სტრეპტოკოკური ინფექციების მკურნალობისთვის. 

გენიტალური ტრაქტის ინფექციები

გონოკოკური ურეთრიტი, ცერვიციტი, ეპიდიდიმო-ორქიტი და მენჯის ღრუს ანთებითი

დაავადებები შეიძლება გამოწვეული იყოს ფტორქინოლონ-რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae იზოლატებით.

ამიტომ, ციპროფლოქსაცინის დანიშვნა უნდა მოხდეს გონოკოკური ურეთრიტის ან ცერვიციტის სამკურნალოდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამორიცხულია ციპროფლოქსაცინ-რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae.

ეპიდიდიმო-ორქიტის და მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს,  ემპირიული ციპროფლოქსაცინი უნდა დაინიშნოს სხვა სათანადო ანტიბაქტერიულ საშუალებებთან (მაგ. ცეფალოსპორინი) კომბინაციაში, თუ ციპროფლოქსაცინ-რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae გამორიცხულია. თუ მკურნალობიდან 3 დღის შემდეგ არ მიიღწევა კლინიკური გაუმჯობესება, მაშინ უნდა მოხდეს მკურნალობის გადახედვა.

საშარდე გზების ინფექციები

Echerichia coli-ს ფტორქინოლონებისადმი რეზისტენტობა - ყველაზე გავრცელებული პათოგენი, რომელიც მონაწილეობს საშარდე გზების ინფექციებში - განსხვავდება ევროკავშირის მასშტაბით. ექიმებს ურჩევენ გაითვალისწინონ Echerichia coli-ს მიმართ რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ფტორქინოლონებისადმი.

ციპროფლოქსაცინის ერთჯერადი დოზა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას პრემენოპაუზალურ ქალებში გაურთულებელ ცისტიტის დროს, სავარაუდოდ ასოცირდება უფრო დაბალ ეფექტურობასთან, ვიდრე ხანგრძლივ მკურნალობასთან. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია რაც შეეხება ქინოლონებისადმი Escherichia coli–ს რეზისტენტობის გაზრდილ დონეს.

ინტრააბდომინალური ინფექციები

არსებობს შეზღუდული მონაცემები ციპროფლოქსაცინის ეფექტურობის შესახებ ოპერაციის შემდგომი ინტრააბდომინალური ინფექციების მკურნალობისას.

ძვლისა და სახსრების ინფექციები

ციპროფლოქსაცინი გამოყენებული უნდა იქნას სხვა ანტიმიკრობულ საშუალებებთან კომბინაციაში, მიკრობიოლოგიური დოკუმენტაციის შედეგების მიხედვით.

ციმბირის წყლული

ადამიანებში გამოყენება ემყარება ინ-ვიტრო მგრძნობელობის მონაცემებს და ცხოველთა ექსპერიმენტულ მონაცემებს, შეზღუდულ ადამიანურ მონაცემებთან ერთად.

ციმბირის წყლულთან დაკავშირებით მკურნალმა ექიმებმა უნდა მიმართონ ეროვნულ ან / და საერთაშორისო კონსენსუსის დოკუმენტებს.

პედიატრიული პოპულაციები

ბავშვებსა და მოზარდებში ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას უნდა დაიცვათ ხელმისაწვდომი ოფიციალური მითითებები. ციპროფლოქსაცინით მკურნალობა უნდა დაინიშნოს მხოლოდ ექიმების მიერ, რომელთაც ბავშვებში და მოზარდებში აქვთ კისტოზური ფიბროზის და / ან მძიმე ინფექციების მკურნალობის გამოცდილება.

უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის დროს:

მონაცემები, რომლებიც ხელმისაწვდომია ციპროფლოქსაცინის გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში, არ მიუთითებს მალფორმაციაზე ან ნაყოფის/ახალშობილის ტოქსიკურობაზე. ცხოველებში ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე გავლენაზე რეპროდუქციული ტოქსიკურობის თვალსაზრისით. მოზარდ და პრენატალურ ცხოველებში, რომლებშიც გამოიყენებოდა ქინოლონები, დაფიქსირდა ზემოქმედება უმწიფარ ხრტილზე, ამრიგად, არ არის გამორიცხული, რომ ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სახსროვანი ხრტილის დაზიანება უმწიფარი ადამიანის ორგანიზმში / ნაყოფში.

სიფრთხილისთვის, სასურველია რომ ორსულობის პერიოდში მოერიდოთ ციპროფლოქსაცინის გამოყენებას.

ძუძუთი კვება

ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა რძეში. სახსროვანი დაზიანების პოტენციური რისკის გამო, ციპროფლოქსაცინი არ უნდა გამოიყენოთ ძუძუთი კვების დროს.

უარყოფითი რეაქციები:

აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

გავლენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე

გულისრევა, დიარეა, ღებინება, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, ანორექსია - ძლიერი და მუდმივი დიარეის შემთხვევაში მკურნალობის დროს ან შემდეგ: საჭიროა ექიმის კონსულტაცია, რადგან ამ სიმპტომს შეუძლია დამალოს ნაწლავის სერიოზული დაავადება (ფსევდომემბრანული კოლიტი), რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ მკურნალობას. ასეთ შემთხვევებში უნდა შეწყვიტოთ ციპროფლოქსაცინის მიღება და დაიწყოთ შესაბამისი მკურნალობა (მაგ: ვანკომიცინი, პერორალურად 4X 250 მგ/დღეში). უკუნაჩვენებია იმ პრეპარატების გამოყენება რომლებიც აფერხებენ პერისტალტიკას.

გავლენა ნერვულ სისტემაზე

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, ნერვიულობა, მღელვარება, კანკალი.

იშვიათად: უძილობა, პერიფერიული პარალგეზია, ოფლიანობა, არასტაბილური სიარული, კრუნჩხვები, ქალაშიდა წნევის მომატება, შფოთვითი მდგომარეობა, კოშმარები, ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია, ჰალუცინაციები, ცალკეულ შემთხვევებში ფსიქოზური რეაქციები (თავის საფრთხეში ჩაგდების ქცევების პროგრესირებაც). ზოგიერთ შემთხვევაში, ეს რეაქციები აღინიშნა ციპროფლოქსაცინის პირველივე მიღების შემდეგ. ამ შემთხვევებში ციპროფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ ეცნობოს ექიმს.

მგრძნობელობის ორგანოების რეაქციები

გემოს, სუნის მხედველობის დარღვევები (მაგ. დიპლოპია, ფერების ხედვა), ხმაური ყურებში, სმენის გარდამავალი დაქვეითება, განსაკუთრებით მაღალი სიხშირეების დროს.

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები

კანის რეაქციები მაგ: გამონაყარი, ქავილი, წამლისმიერი ცხელება.

იშვიათად: კანის წერტილოვანი სისხჩაქცევები (პეტექია), ბუჩტუკების წარმოქმნა თანმხლები სისხლჩაქცევებით (ჰემორაგიული ბუშტი) და მცირე ზომის კვანძები (პაპულები) ფუფხის წარმოქმნით, რომლებიც აჩვენებენ სისხლძარღვთა ვასკულიტის ჩართვას, კვანძოვანი ერითემა, მრავალფორმიანი ექსუდაციული ერითემა (მცირე), სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაილის სინდრომი.

ინტერსტიციული ნეფრიტი, ჰეპატიტი და ღვიძლის ნეკროზი იშვიათად პროგრესირებს სიცოცხლისათვის სახიფათო ღვიძლის უკმარისობისკენ.

ანაფილაქსიური / ანაფილაქტოიდური რეაქციები (მაგ. სახის, სისხლძარღვთა და ხორხის შეშუპება, ქოშინი მიმდინარეობს სიცოცხლისთვის საშიში შოკისკენ), ზოგიერთ შემთხვევაში, პირველი მიღების შემდეგ.

ასეთ შემთხვევებში უნდა შეწყდეს ციპროფლოქსაცინის გამოყენება და საჭიროა სამედიცინო მკურნალობა (მაგ. შოკის მკურნალობა).

ურთიერთქმედებები:

ციპროფლოქსაცინის თეოფილინთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში თეოფილინის კონცენტრაციის ზრდა და მისი ელიმინაციის ნახევარგამოყოფის გახანგრძლივება. ამან შეიძლება გამოიწვიოს თეოფილინთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების რისკის ზრდა. თუ ერთდროული გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, პლაზმაში უნდა მოხდეს თეოფილინის დონის მონიტორინგი და დოზის კორექტირება საჭიროებისამებრ.

ციპროფლოქსაცინის ტაბლეტები მიიღება, რკინის პრეპარატების, მაგნიუმის, ალუმინის, კალციუმის ან სუკრალფატის შემცველი ანტაციდების მიღებამდე 1-2 საათით ადრე ან მინიმუმ 4 საათის შემდეგ, რადგან შესაძლოა შეფერხდეს შეწოვა. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ანტაციდებზე, რომლებიც მიეკუთვნებიან H2 რეცეპტორების ბლოკატორებს.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის ფენბუფენის ქინოლონებთან ერთდროული მიღებისას აღინიშნა ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირების და კრუნჩხვების რისკი.

მიზანშეწონილია შრატში კრეატინინის კონცენტრაციის მონიტორინგი პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ციკლოსპორინის ერთდროულ თერაპიაზე, რადგან დაფიქსირდა შრატში კრეატინინის კონცენტრაციის გარდამავალი ზრდა.

ციპროფლოქსაცინისა და ვარფარინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ვარფარინის მოქმედება.

კონკრეტულ შემთხვევებში, ციპროფლოქსაცინისა და გლიბენკლამიდის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს გლიბენკლამიდის მოქმედება (ჰიპოგლიკემია).

პრობენეციდი აფერხებს ციპროფლოქსაცინის თირკმლით გამოყოფას. პრობენეციდისა და ციპროფლოქსაცინის ერთდროული მიღება ზრდის ციპროფლოქსაცინის კონცენტრაციას შრატში.

მეტოკლოპრამიდი აჩქარებს ციპროფლოქსაცინის შეწოვას, რის შედეგადაც მოკლე დროში აღწევს მაქსიმალურ პლაზმურ კონცენტრაციას. ციპროფლოქსაცინის ბიოშეღწევადობაზე არ ახდენს გავლენას.

ჭარბი დოზა

მწვავე, ჭარბი პერორალური დოზის მიღების შემთხვევაში, აღინიშნა თირკმლის შექცევადი ტოქსიკურობა. ამიტომ, გადაუდებელი რუტინული ზომების გარდა, რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი და Mg - ან Ca- ის შემცველი ანტაციდების მიღება, რომლებიც ამცირებენ ციპროფლოქსაცინის შეწოვას. ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის შემდეგ მხოლოდ მცირე რაოდენობით ციპროფლოქსაცინი (<10%) გამოიდევნება სხეულიდან. მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და მხარდამჭერი.

იდენთიფიკაცია

თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი აპკით შემოგარსული ტაბლეტი, რომელსაც აქვს ცენტრალური გამყოფი ხაზი და “CIP-500”  ამოტვიფრული ერთ მხარეზე და მეორე მხარე გლუვი.

შენახვა:

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 36 თვე

პრეზენტაცია და შეფუთვა:

10 x 10 ტაბლეტი ბლისტერზე მონომუყაოს შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

წარმოებულია:

Maxtar Bio-Genics-ს მიერ

K. No. 705, Nalagarh Road, MalkuMajra,

Baddi-173205 (H.P.), ინდოეთი

 

ექსპორტირებულია:

ARAVIS PHARMACEUTICALS-ს მიერ

35-G.F., Sri Nagar Colony,

Bharat Nagar Road,

ახალი დელი-110052(ინდოეთი)

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy