Nobaxin - ნობაქსინი 500მგ 3 ტაბლეტი
ჩვენება:ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც ვლინდება აზიტრომიცინზე მგრძნობიარე მიკრორგანიზმების მეშვეობით.
ნობაქსინი შეიცავს აზიტრომიცინს აქტიური ნივთიერების სახით, რომელიც წარმოადგენს მაკროლიდების ჯგუფის აზალიდების ანტიბიოტიკს მოქმედების ფართო სპექტრით. გამოირჩევა ბაქტერიოციდული მოქმედებით მგრძნობიარე მიკროორგანიზმებზე.
აზიტრომიცინი კარგად შეიწოვება პერორალური გზით მიღებისას და სწრაფად გადადის შრატიდან ორგანიზმის ქსოვილებში. აზიტრომიცინი გროვდება უჯრედებში, რომლებსაც ეწოდება ფაგოციტები, რომლებიც გადადის ინფიცირებულ ადგილებში, რაც ზრდის პრეპარატის მიწოდებას იმ ქსოვილებში, რომლებიც მოცულია ანთებიტი პროცესებით.
პრეპარატის ნახევრად მოქმედების პერიოდი ხანგრძლივია, ხოლო ქსოვილებიდან გამოთავისუფლება კი ნელი. პრეპარატი გამოიყოფა ძირითადათ ნაღველთან, მცირე ოდენობით კი შარდთან.
ნობაქსინი, 500 მგ, შემოგარსული ტაბლეტები, რეკომენდირებულია ქვემოთ ჩამოთვლილი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც ვლინდება აზიტრომიცინზე მგრძნობიარე მიკრორგანიზმების მეშვეობით.
- ზედა სასუნთქი გზების ინფექცია: ბაქტერიული ფარინგიტი, ტონზილიტი, სინუსიტი
- მწვავე შუა ოტიტი
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია: მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, მსუბუქიდან ზომიერად მძიმე დონემდე ფილტვების ანთება, მათ შორის ინტერსტიციული ფილტვების ანთება.
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექცია: ერიზიპელასი, იმპეტიგო და ასევე განმეორებითი პიოდერმია, მიგრირებადი ერითემა (ლაიმის ბორელიოზის პირველი სიმპტომი), თუ შეუძლებელია პირველი რიგის ანტიბიოტიკების გამოყენება; ზომიერი სიძლიერის აკნე, მხოლოდ ზრდასრულებში.
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები: გაურთულებელი ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ქლამიდიის მიერ.
ბავშვები და მოზარდები
ნობაქსინი 500მგ შემოგარსული ტაბლეტების სახით შეიძლება იყოს მიღებული ბავშვების მიერ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი წონა აღემატება 45კგ-ს.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში ან თუ ვარაუდობს, რომ არის ორსულად ან თუ აპირებს ბავშვის ყოლას, პრეპარატის მიღების წინ საჭიროა კონსულტაციის გავლა ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობისას პრეპარატის გამოყენება შეიძლება როდესაც მისი გამოყენების სარგებელი დედისათვის აჭარბებს ნაყოფის რისკს.
აზიტრომიცინი გადადის დედის რძეში. მიზანშეუწონელია ბავშვის კვება აზიტრომიცინის მიღების დროს ან მიღებიდან 2 დღის განმავლობაში. შემდეგ პერიოდში კი შესაძლებელია ძუძუთი კვების გაგრძელება.
პრეპარატი ნობაქსინის გამოყენების წესი.
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება ზრდასრულებში, ხანდაზმულ პაციენტებში და ბავშვებში 45 კგ-ზე მეტი წონის.
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია, მწვავე შუა ოტიტი და კანისა და რბილი ქსოვილების ინფექცია (მიგრირებადი ერითემას და აკნეს გარდა)
აზიტრომიცინის მთლიანი დოზა შეიცავს 3 ტაბლეტს (1,5 კგ), რომელიც მიიღება 3 დღის განმავლობაში (დრეში თითო ტაბლეტი).
მიგრირებადი ერითემა
მთლიანი დოზა შეიცავს 6 ტაბლეტს (3 კგ) და საჭიროა მიღება შემდეგი სქემის მიხედვით:
1 ტაბლეტი (500 მგ) დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში, შემდეგ ერთი ტაბლეტი (500მგ) კვირაში ერთხელ მომდევნო 9 კვირის განმავლობაში. მკურნალობის მეორე კვირაში პრეპარატი უნდა მიიღოს პაციენტმა პირველი დოზის მიღებიდან 7 დღის გასვლის შემდეგ, ხოლო მომდევნო რვა დოზა უნდა მიიღოს 7-დღიანი შუალედების დაცვით.
აზიტრომიცინის დიდი დოზის გამოყენებასთან დაკავშირებით ზემოთ მოყვანილი სქემის მიხედვით, იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ზომიერი სიძლიერის აკნე, საჭიროა ღვიძლის ენზიმების აქტიურობის გაკონტროლება აზიტრომიცინის მიღების დაწყების წინ და მკურნალობის მსვლელობისას.
ზემოაღნიშნული სქემის მიხედვით ზომიერი სიძლიერის აკნეს მკურნალობა (3 დღე + 9 კვირა) მოცემული პაციენტის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთხელ, რადგან აქამდე არ არის დადგენილი კლინიკური კვლევები, რომლის შედეგები მიუთითებს აკნეს მკურნალობის ამ სქემის განმეორების ეფექტურობას და უსაფრთხოებას.
გაურთულებელი ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია Chlamydia trachomatis-ის მიერ
2 ტაბლეტი (ჯამში 1 გ) თითო დოზაში.
შესაძლო გვერდითი მოვლენები.
გასტროენტერიტი, სუნთქვის დისფუნქცია, ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპერმგრძნობელობა, ანორექსია, ნერვიულობა, უძილობა, თავბრუსხვევები, ძილიანობა, მადის დარღვევა, ჭიანჭველების ცოცვის ან დაბუჟების შეგრძნება (პარესთეზია),
პრეპარატი ნობაქსინის შენახვის წესი
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
გამოშვების ფორმა: ნობაქსინი 500 მგ N3
გამოშვების ფორმა: ნობაქსინი 500 მგ N3
რაოდენობა | 3 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account