ZITHROX - ზიტროქსი 200მგ/5მლ. 15მლ. სუსპენზია

10,52 GEL
მარაგშია
SKU
12952_1045

ჩვენება:ბაქტერიული ფარინგიტი,ტონზილიტი,სინუსიტი, ბაქტერიული შუა ოტიტი, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი გამწვავების ფაზაში ინტერსტიციალური და ალვეოლური პნევმონია,შარდ-სასქესო გზების ინფექციები,კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
200 მგ/5მლ 15 მლ ზიტროქსი სუსპენზია ფორტე

საერთაშორისო დასახელება - azithromycin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - მაკროლიდები

ზიტროქსის მზა სუსპენზიის 5 მლ შეიცავს 200 მგ აქტიურ ნივთიერებას აზიტრომიცინს (დიჰიდრატის სახით) 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
აზითრომიცინი მაკროლიდების ჯგუფის ნახევრადსინთეზური ანტიბიოტიკია. იგი წარმოადგენს ერითრომიცინის წარმოებულს, რომლისგანაც განსხვავდება ლაქტონურ რგოლთან აზოტის ატომის მეშვეობით შეერთებული მეთილენის ჯგუფით. ამ განსხვავების გამო აზითრომიცინი მიეკუთვნება მაკროლიდების ცალკე ქვეჯგუფს—აზალიდებს. აზითრომიცინი აინჰიბირებს ცილის სინთეზს მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმების 50S რიბოსომებზე. აზითრომიცინი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს, მიღებიდან 2-3 სთ-ის შემდეგ სისხლში აღწევს მაქსიმალურ კონცეტრაციას. საჭმლის მიღება ამცირებს პრეპარატის შეწოვას, ამიტომ იგი მიიღება ჭამამდე 1 სთ-ით ადრე. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, აღინიშნა, რომ აზითრომიცინის ქსოვილოვანი კონცენტრაცია ბევრად აღემატება (50-ჯერ) მის პლაზმურ კონცეტრაციას.  პრეპარატის მიღების შემდეგ ფილტვებში, ნუშურა ჯირკვლებში, ბრონქებში და სხვა ორგანოებში არსებული აზითრომიცინის კონცეტრაცია, რომლებიც ბევრად აღემატება ანტიბიოტიკის მმკ 90-ს. ბიოაქტივობა შეადგენს 37%. აზითრომიცინი ძირითადად სანაღვლე გზებით, უცვლელი სახით გამოიყოფა, ხოლო 6% - შარდით. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგანს 2-4 დღეს. in vitro გამოკვლევებში აზითრომიცინმა აჩვენა მაღალი აქტივობა შემდეგი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ:
Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes (A ჯგუფის) და სტრეპტოკოკთა სხვა სახეობები, Staphylococcus aureus, Corynebacterium diphtheriae, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Branhamella catarralis, Bacteroides parapertussis, Shigella-ს სხვადასხვა სახეობები, Pasteurella, Vibrio, Peptococcus, და Peptostreptococcus, Fuzobacterium necrosporium, Propionbacterium acnes, Yersinia, Clostridium perfingens, Borrelia burgdorfei, Haemophilus ducreyi, Neisseria gonorrhoeae, Chlamidia trachomatis, Chlamydia pneumoniae.
აზითრომიცინი ასევე ეფექტურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:  
Legionella pneumophilia, Mykoplazma pneumoniae, Mycoplazma hominis, Mycobacterium avium, Campylobacter-ის სხვადასხვა სახეობები, Ureaplasma urealyticum, Toxoplasma gondi, Treponema pallidum.


ზიტროქსის ეფექტურობა შემდეგი დაავადებების მკურნალობისას
ბაქტერიული ფარინგიტი,ტონზილიტი
ბაქტერიული სინუსიტი
ბაქტერიული შუა ოტიტი 
მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი გამწვავების ფაზაში 
ინტერსტიციალური და ალვეოლური პნევმონია 
შარდ-სასქესო გზების ინფექციები: ურეთრიტი ,ცერვიციტი
კანისა და რბილი  ქსოვილების ინფექციები

მიღების წესები და დოზები:
შიგნით, დღეში 1-ჯერ, სულ მცირედ, კვებამდე 1 საათით ადრე ან კვებიდან 2 საათის შემდეგ.
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კანისა და რბილი ქსოვილის (გამონაკლისია ქრონიკული გარდამავალი ერითემა) ინფექციები: ჯამური დოზა 30 მგ/კგ, სხეულის წონის 10 მგ/კგ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში.
ბავშვებისათვის დოზირება ხდება წონიდან გამომდინარე:

 სხეულის წონა  ზიტროქსი 200/ 5ml
 8 კგ  2,0 მლ (80 მგ)
 10-14 კგ  2,5 მლ (100 მგ)
 15-24 კგ  5 მლ (200 მგ)
 25-34 კგ  7,5 მლ (300 მგ)
 35-44 კგ  10 მლ (400 მგ)

• ქრონიკული გარდამავალი ერითემა: პრეპარატის ჯამური დოზა შეადგენს 60 მგ/კგ დღეში ერთხელ 20 მგ/კგ - პირველ დღეს და 10 მგ/კგ - მომდევნო დღეებში 2-დან 5-დღემდე.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: გაურთულებელი ურეთრიტი/ ცერვიციტი - 1 გ ერთჯერადად.
გართულებული, ხანგრძლივად მიმდინარე ურეთრიტი, ცერვიციტი, გამოწვეული Chlamydia trachomatis - სამჯერ 1 გ 7 დღიანი ინტერვალით (1-7-14). კურსის დოზა 3 გ.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ;
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გულისრევა, სმენის დროებითი კარგვა, ღებინება, დიარეა.
მკურნალობა: სიმპტომატური; კუჭის ამორეცხვა.

შენახვის  პირობები და ვადები:
ინახება  მშრალ , ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას  15-25 0C  ტემპერატურაზე.                                             
შეფუთვაზე  არსებული ვადის გასვლის შემდეგ  პრეპარატის  გამოყენება  დაუშვებელია.  პრეპარატი ვარგისია გახსნიდან 5 დღის განმავლობაში.
 აფთიაქში გაცემის  წესი:
გაიცემა  რეცეპტით

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy