Azithromycin - აზითრომიცინი 200მგ/5მლ 37.5მლ სუსპენზია
ჩვენება: ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები.
აზითრომიცინი ბენე ფარმი
Azithromycin BENE Pharm
სავაჭრო დასახელება:
აზითრომიცინი 250 ბენე ფარმი, კაფსულა
აზითრომიცინი 200 ბენე ფარმი, ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
აზითრომიცინი
გამოშვების ფორმა: კაფსულები, ფხვნილი შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად.
შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: აზითრომიცინი (დიჰიდრატის სახით) – 250 მგ ან 500 მგ. დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა.
ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად 200მგ/5მლ: 5მლ სუსპენზია შეიცავს აზითრომიცინის დიჰიდრატს, რომელიც 200 მგ უწყლო აზითრომიცინის ექვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ქსანტანის გუმფისი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, უწყლო ნატრიუმის ფოსფატი, სილიციუმის დიოქსიდი, ტიტანის ორჟანგი, ლიმონის არომატიზატორი, ვანილის არომატიზატორი, ასპარტამი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიბიოტიკი, მაკროლიდი/აზალიდი.
ფარმაკოდინამიკა:
აზითრომიცინი ბენე ფარმს ახასიათებს ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება. იგი უკავშირდება მიკროორგანიზმების რიბოსომის 50შ –სუბერთეულს და თრგუნავს მისი ცილების ბიოსინთეზს. მაღალი კონცენტრაციისას ახასიათებს ბაქტერიციდული ეფექტი. აქტიურია შემდეგი გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Streptococcus pneumoniae, S. pyogenes, S. agalactiae, S. viridans, С, F და G ჯგუფის სტრეპტოკოკების, Staphylococcus aureus, S. epidermidis. არ მოქმედებს იმ გრაქმდადებით ბაქტერიებზე, რომლებიც მდგრადია ერითრომოცინის მიმართ. ეფექტურია შემდეგი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ: Haemophilus influenzae, H. parainfluenzae da Н. ducreyi, Moraxella catarrhalis, Bordetella pertussis da В. parapertussis, Neisseria gonorrhoeae და N. meningitidis, Brucella melitensis, Helicobacter pylori, Gardnerella vaginalis. აზითრომიცინი ბენე ფარმი ასევე აქტიურია Campylobacter jejuni და ზოგიერთი ანაერობული მიკროორგანიზმების მიმართ: Clostridium perfringens da Micobacteria avium complex.გარდა ამისა, აზითრომიცინი ბენე ფარმი ეფექტურია უჯრედშიდა და სხვა მიკროორგანიზმების მიმართ: Legionella pneumophila, Chlamydia trachomatis da С. pneumoniae, Mycoplasma pneumoniae, Ureaplasma urealyticum, Listeria monocitogenes, Borrelia burgdorferi, Treponema pallidum.
ფარმაკოკინეტიკა:
შიგნით მიღებისას აზითრომიცინი ბენე ფარმი კარგად შეიწოვება და ნაწილდება ორგანიზმში. აღწევს უჯრედის შიგნით მათ შორის ფაგოციტებში, რომლებიც მიგრირებენ ანთების კერაში, რითაც ხელს უწყობს პრეპარატის თერაპიული კონცენტრაცის მიღწევას ინფექციის კერაში. 12-72 სთ-ის შემდეგ ანთების ადგილას იქმნება მაღალი თერაპიული კონცენტრაცია (1-9 მგ/კგ), რომელიც აღემატება ინფექციის გამომწვევის დათრგუნვისათვის საჭირო მინიმალურ კონცენტრაციას. ახასიათებს ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი და ნელა გამოიყოფა ქსოვილებიდან (საშუალოდ 60-76 საათი). P ეს თვისება საშუალებას იძლევა პრეპარატი დაინიშნოს დღე-ღამეში ერთჯერადი დოზირების ხანმოკლე (3 დღე) რეჟიმით. აზითრომიცინი ბენე ფარმით მკურნალობის კურსი ძირითადად 7-10 დღეა.
აზითრომიცინი ბენე ფარმი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში. მეტაბოლიტები არააქტიურია.
პრეპარატი ძირითადად გამოიყოფა ნაღვლის საშუალებით შეუცვლელი სახით, მცირე ნაწილი გამოიყოფა თირკმლებით.
ჩვენება:
-ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ბაქტერიული ფარინგიტი / ტონზილიტი, სინუსიტი, ოტიტი);
-ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ბაქტერიული ბრონქიტი, ინტერსტიციული და ალვეოლური პნევმონია, მწვავე ქრონიკული ბრონქიტი);
-კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (ქრონიკული მიგრირებული ერითემა-ლაიმას დაავადების საწყისი სტადია, წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადი პიოდერმატოზები);
-სქესობრივი გზით გადამდები მწვავე ინფექციები (ურეთრიტი, ცერვიციტი);
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები, ასოცირებული H.pylori-სთან.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ;
-ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
სიფრთხილით გამოიყენება:
ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში, მათ შორის თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს უარყოფითი მოქმედების რისკს;
ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში;
ავადმყოფებში, რომლებსაც აქვთ არითმია და გახანგრძლივებული Q—თ ინტერვალი.
მიღების წესი და დოზირება:
აზითრომიცინი ბენე ფარმი მიიღება დღე-ღამეში ერთხელ საკვების მიღებამდე 1 საათით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
ბავშვებში 6 თვიდან რეკომენდებულია სუსპენზიის მიღება.
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციების (ქრონიკული მიგრირებული ერითემიის გარდა) დროს:
მოზრდილებში - 500 მგ ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში.
ბავშვებში - 10მგ/კგ ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში.
Helicobacter pylori – სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს: 1 გ (500 მგ 2 კაფსულა) ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში.
- სქესობრივი გზით გადამდები გაურთულებული ინფექციების დროს (ურეთრიტი, ცერვიციტი, რომელიც გამოწვეულია Chlamydia trachomatis) – 1 გრამი დღეში, 3 დღის განმავლობაში 7 დღის ინტერვალით (1-7-14). კურსის დოზა 3 გ.
სუსპენზიის მომზადების წესი:
ფლაკონში, რომელშიც მოთავსებულია 31,3 გრ ფხვნილი, ჩაასხით 17 მლ გამოხდილი ან გადადუღებული წყალი. მიღებული სუსპენზიის მოცულება არის 37,5 მლ. მომზადებული სუსპენზიის შენახვის ხანგრძლივობა 5 დღეა. გამოყენების წინ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ბავშვებს სუსპენზიის მიღების შემდეგ მიაყოლებინეთ რამოდენიმე კოვზი ჩაი ან წყალი, რათა მთლიანად გადაყლაპოს პირის ღრუში დარჩენილი სუსპენზია.
გვერდითი მოვლენები:
ვლინდება იშვიათად (1% და უფო მცირე).
- საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მელენა, ქოლესტაზით განპირობებული სიყვითლე, გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, მადის დაქვეითება, გასტრიტი.
- ალერგიული რექციები: გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, კვინკეს შეშუპება.
- შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ვაგინალური კანდიდოზი, ნეფრიტი.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტკივილი გულ-მკერდის არეში
- ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, ბავშვებში - თავის ტკივილი (ოტიტის მკურნალობისას), ჰიპერკინეზია, ნევროზი, ძილის დარღვევა.
სხვა: შესაძლოა ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ზომიერი მომატება, ადვილად დაღლა, გამონაყარი, კონიუნქტივიტი.
- ძალიან იშვიათ შემთხვევაში ნეიტროფილია და ეოზინოფილია. შეცვლილი მაჩვენებლები აღწევს ნორმის ფარგლებს მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 კვირის შემდეგ.
სხვა გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ჰიპერდოზირება:
სიმპტომები: გულის რევა, სმენის დროებითი დაქვეითება, დიარეა. მკურნალება სიმპტომურია.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
- ანტაციდური საშუალებებისა (ალუმინის, მაგნიუმისა და ეთანოლის შემცველობით) და საკვების მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს აზითრომიცინის შეწოვას (კაფსულა და სუსპენზია), ამიტომ რეკომენდებულია პრეპარატის მიიღება 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ საკვებისა და ასეთი ტიპის პრეპარატების მიღებიდან.
- არ უკავშირედბა ციტოქრომ Р-450. აზითრომიცინი ბენე ფარმი სხვა მაკროლიდებისაგან განსხვავებით არ ურთიერთქმედებს თეოფილინთან, ტერფენადინთან, კარბამაზეპინთან, ტრიაზოლამთან, დიგოქსინთან.
- მაკროლიდების გამოყენებისას ციკლოსერინთან, არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან, მეთილპრედნიზოლონთან, აგრეთვე პრეპარატებთან, რომლებიც განიცდიან მიკროსომულ დაჟანგვას (ციკლოსპორინი, ჰექსობარბიტალი, სპორინის ალკალოიდები, ვალპროის მჟავა, დიზოპირამიდი, ბრომკრიპტინი, ფენიტოინი, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები) ერთად გამოყენებისას აზითრომიცინი ბენე ფარმი აფერხებს მათ გამოყოფას და ზრდის ჩამოთვლილი პრეპარატების კონცენტრაციას და ტოქსიურობას, მაშინ როცა აზალიდების გამოყენებისას ასეთი მოვლენები არ აღინიშნება.
- ვარფარინთან ერთად მიღების აუცილებლობისას, საჭიროა პროთრომბინის დროის კონტროლი.
- მაკროლიდების ერგოტამინებთან და დიჰიდროერგოტამინებთან ერთდროული გამოყენებისას, შესაძლოა გამოვლინდეს მათი ტოქსიური ეფექტი (ვაზოსპაზმი, დიზესთეზია).
- ლინკოზამინი ასუსტებს, ტეტრაციკლინი და ქლორამფენიკოლი კი აძლიერებს აზიტრომიცინის ეფექტს.
- ფარმაცევტულად შეუთავსებელია ჰეპარინთან.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის ერთი დოზის გამოტოვების შემთხვევაში – გამოტოვებული დოზა უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მალე, ხოლო შემდეგი დოზა 24 საათიანი ინტერვალით.
გამოშვების ფორმა:
- კაფსულა 250 მგ; 6 კაფსულა ბლისტერზე. ერთი ბლისტერი ინსტრუქციასთნ ერთად მუყაოს კოლოფში.
- კაფსულა 500 მგ; 3კაფსულა ბლისტერზე. ერთი ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად (200მგ/5მლ). 31,3 გ ფხვნილი 100 მლ მოცულობის ფლაკონში, პოლიპროპილენის რეზისტენტული თავსახურით. ერთი ფლაკონი ორმხრივ საზომ კოვზთან (დიდი მოცულობა - 5 მლ, პატარა – 2,5 მლ) და ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
მზა სუსპენზია ინახება მაცივარში.
ვარგისობის ვადა:
3 წელი.
ფხვნილი შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად (200მგ/5მლ) ინახება 3 წელი.
მომზადებული სუსპენზია ინახება 5 დღე.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტით
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account