Ketzy - კეტზი 30მგ/მლ 1 ამპულა
სავაჭრო სახელწოდება | კეტზი / KETZY |
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) | ketorolac tromethamine; |
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი | ჯგ: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით |
მწარმოებელი ფირმა | Zee Laboratories |
მწარმოებელი ქვეყანა | ინდოეთი |
გამოშვების ფორმა | 30 მგ/მლ 1 მლ ი.მ/ი.ვ საინექციო ხსნარი ამპულაში 2 მლ-იან შპრიცთან ერთად |
გაცემის რეჟიმი | III ჯგუფი (ურეცეპტოდ) |
კეტზი ინექცია შემადგენლობა: ყოველი მლ. შეიცავს კეტოროლაკ ტრომეთამინს USP 30 მგ. აღწერილობა: კეტოროლაკი გამოიყენება მწვავე ტკივილის მოსახსნელად, რომელიც განსაკუთრებით ვლინდება ოპერაციის ან სხვა მტკივნეული პროცედურების შემდეგ. იგი მიეკუთვნება წამლების იმ ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლები (NSAIDs). კეტოროლაკი არ წარმოადგენს ნარკოტიკს და არ იწვევს შეჩვევას. იგი არ იწვევს ფიზიკურ და ფსიქიკურ დამოკიდებულებას, როგორც ამას ადგილი აქვს ნარკოტიკების შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, კეტოროლაკი ხანდახან გამოიყენება ნარკოტიკთან ერთად, რათა უკეთესად უზრუნველყოს ტკივილის კუპირება, ვიდრე ამას შეიძლება ადგილი ჰქონდეს მონოთერაპიის გამოყენების შემთხვევაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები: კეტოროლაკ ტრომეთამინი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლების პიროლის ჯგუფის (NSAIDs) წარმომადგენელია. კეტოროლაკ ტრომეთამინის ქიმიური სახელწოდებაა (±)5ბენზოლ2,3დიჰიდრო1H პიროლიზინ1კარბოქსილის მჟავა, შედგება 1ამინო2(ჰიდროქსიმეთილ)13პროპანედიოლისგან, კეტოროლაკ ტრომეთამინი არის []S და [+]R კეტოროლაკის ტრომეთამინის რაცემული ნარევი. კეტოროლაკ ტრომეთამინი შეიძლება არსებობდეს სამი კრისტალური ფორმით. ყველა ფორმა წყალში თანაბრად ხსნადია. კეტოროლაკ ტრომეთამინს გააჩნია 3.5ის ოდენობის pKa და 0.26 ის ოდენობის n ოქტანილ/ წყალგამყოფი კოეფიციენტი. კეტოროლაკ ტრომეთამინის მოლეკულური წონა არის 376.41. კეტოროლაკ ტრომეთამინის ინექცია USP ხელმისაწვდომია ინტრავენური (IV) ან ინტრამუსკულარული (IM) გამოყენებისათვის შემდეგნაირად: 30მგ 1მლში (3%) სტერილურ ხსნარში, ხელმისაწვდომია მხოლოდ და მხოლოდ IM გამოყენებისათვის. ხსნარები შეიცავს 0,5% (w/v) სპირტს ყოველ მლში, USP და ნატრიქლორიდის 4.35 მგ სტერილურ წყალში. pH ზღვარი არის 6.9დან 7.9მდე და იგი შედგება ნატრიუმის ჰიდროქსიდისა და/ან ჰიდროქლორიდისაგან. სტერილური ხსნარები არის ღია და ოდნავ ყვითელი ფერის.
ჩვენებები: კეტოროლაკ ტრომეთამინი განკუთვნილია ხანმოკლე (5 დღე) შედარებით ძლიერი, მწვავე ტკივილის სამკურნალოდ, რომელიც საჭიროებს ანალგეზიას ოპიოიდურ დონეზე, ჩვეულებრივ პოსტოპერაციულ პერიოდში. თერაპია ყოველთვის უნდა დაიწყოს კეტოროლაკის ტრომეთამინის IV/IM ით, ხოლო ორალური კეტოროლაკ ტრომეთამინი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ შემანარჩუნებელი მკურნალობისათვის საჭიროების შემთხვევაში. კეტოროლაკ ტრომეთამინი IV/IM და ორალური კეტოროლაკის კომბინირებული გამოყენება არ უნდა აჭარბებდეს 5 დღეს, რეკომენდირებულ დოზებთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების სიხშირისადა გამო. პაციენტები გადაყვანილნი უნდა იქნენ ალტერნატიულ ანალგეზიკებზე რაც შეიძლება სწრაფად, ვინაიდან კეტოროლაკ ტრომეთამინის თერაპია არ უნდა აჭარბებდეს 5 დღეს.
მიღების წესები და დოზები: კეტოროლაკის თრომეტამინი IV/IM შეიძლება გამოყენებულ იქნას ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზით, რეგულარული ან `pm~ განრიგით საშუალო სიმძიმის, მწვავე ტკივილის სამკურნალოდ, რაც ითხოვს ანალგეზიას ოპიოიდურ დონეზე, ჩვეულებრივ პოსტოპერაციულ პერიოდში. ჰიპოვოლემია უნდა კორექტირდეს კეტოროლაკ თრომეთამინის გამოყენებამდე. პაციენტები გადაყვანილ უნდა იქნან ალტერნატიულ ანალგეტიკებზე რაც შეიძლება სწრაფად, თუმცა კეტოროლაკ ტრომეთამინის თერაპიამ არ უნდა გადააჭარბოს 5 დღეს. IM გამოყენება უნდა მოხდეს ნელი ინექციით ღრმად კუნთებში. ანალგეზიური ეფექტი იწყება ანალგეზიური ეფექტის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ არის 46 საათი. gamafrTxilebeli zomebi: ღვიძლის მხრივ ეფექტები: კეტოროლაკ ტრომეთამინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომელთაც დაქვეითებული აქვთ ღვიძლის ფუნქცია ან გააჩნიათ ღვიძლის დაავადება. კეტოროლაკ ტრომეთამინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ენზიმების დონის მომატება, ხოლო იმ პაციენტებში, რომელთაც აწუხებდათ მანამდე არსებული ღვიძლის დისფუნქცია, ამან შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის მხრივ მძიმე რეაქციის განვითარება. კეტოროლაკ ტრომეთამინის გამოყენება არ უნდა გაგრძელდეს იმ პაციენტებში, რომლებშიც გამოვლინდა ღვიძლის ანომალური ანალიზი, კეტოროლაკ ტრომეთამინის თერაპიის შედეგად. წამლის სათანადო გამოყენება: იმ პაციენტებისათვის, რომლებიც იღებენ კეტოროლაკის ტაბლეტებს: მუცლის ტკივილის შესამსუბუქებლად, კეტოროლაკის ტაბლეტები მიღებულ უნდა იქნას საჭმელთან (საჭმელი ან მსუბუქად წახემსება) ან ანტიციდებთან ერთად. მიიღეთ ეს წამალი წყლით სავსე ჭიქასთან ერთად. აგრეთვე, არ დაწვეთ წამლის მიღებიდან დაახლოებით 1530 წუთის განმავლობაში. ეს დაგეხმარებათ გაღიზიანების თავიდან აცილებაში, რამაც შეიძლება წარმოშვას პრობლემა ყლაპვასთან დაკავშირებით. იმ პაციენტებისათვის, რომლებიც იყენებენ კეტოროლაკის ინექციას: ინექციის გზით მიღებული წამლები ზოგჯერ სახლის პირობებში გამოიყენება. თუ თქვენ კეტოროლაკს სახლში გამოიყენებთ, თქვენი ექიმი გასწავლით თუ როგორ უნდა გაკეთდეს ინექციები. თქვენ ასევე გექნებათ შესაძლებლობა გაიაროთ პრაქტიკა წამლის ინექციის გზით გამოყენების მხრივ. დარწმუნდით, რომ ზუსტად გაიგეთ თუ როგორ უნდა იქნას წამალი გამოყენებული ინექციის გზით. გვერდითი მოვლენები შემდეგი გვერდითი მოვლენები არის გამოვლენილი პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან: ორგანიზმი მთლიანობაში: ჰიპერსენსიტიური რეაქციები, როგორიცაა ანაფილაქსია, ანაფილაქტოიდური რეაქციები, ლარინგეალური შეშუპება, ენის შეშუპება, მიალგია. გულსისხლძარღვთა: ჰიპოტენზია და ჰიპერემია. დერმატოლოგიური: ლაიელის სინდრომი, სტივენსჯონსონის სინდრომი, ექსფოლიატური დერმატიტი, მაკულოპაპულარული გამონაყარი, ჭინჭრის ციება. კუჭნაწლავური: პეპტიკური წყლული, კუჭნაწლავიდან სისხლდენა, წყლულის პერფორაცია, მწვავე პანკრეატიტი. სისხლი და ლიმფური სისტემა: პოსტოპერაციული ჭრილობიდან სისხლდენა (რომელიც იშვიათად ითხოვს სისხლის გადასხმას, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია). ღვიძლის მხრივ: ჰეპატიტი, ღვიძლის დაავადება, ქოლესტაზი, სიყვითლე. ნერვული სისტემა: კრუნჩხვები, ფსიქოზი, ასეპტიკური მენინგიტი. რესპირატორული: ასთმა, ბრონქოსპაზმი. შარდსასქესო: თირკმლის მწვავე უმარისობა, ჰიპოგასტრიუმის არეში ტკივილი სისხლდენით ან სისხლდენის გარეშე და/ან აზოტემია, ნეფრიტი, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალიემია, ჰემოლიზური, ურემიული სინდრომი. უკუჩვენება აქტიური პეპტიკური წყლული ან კუჭნაწლავიდან სისხლდენა; საეჭვო ან დამტკიცებული ცერებროვასკულური სისხლდენა; ჰემორაგიული დიათეზი კოაგულაციური მოშლილობის ჩათვლით; პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან სრულ ანტიკოაგულაციურ თერაპიაზე, ჰეპარინის პროფილაქტიკური დაბალი დოზის ჩათვლით; პაციენტებს რომელთაც გაუკეთდათ ოპერაციები ჰემოსტაზის მაღალი რისკით; ასთმის ისტორია; ნებისმიერი მიზეზით ან გაუწყლოვანებით გამოწვეული ჰიპოვოლემია; ორსულობის დროს, სამშობიარო ტკივილები, მშობიარობისა და ძუძუთი კვების დროს; თირკმლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე ხარისხის დაზიანება. ორსულობა და ლაქტაცია არსებობს რისკი, რომ ორსულობის ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში კეტოროლაკის რეგულარულმა გამოყენებამ გამოიწვიოს არასასურველი შედეგები ნაყოფის ან ჩვილის გულისა და სისხლის მიმოქცევის მხრივ. არ არის დადგენილი, რომ კეტოროლაკის მიერ გამოწვეული თანდაყოლილი დეფექტები ცხოველებში ჩატარებული კვლევების დროს. მიუხედავად ამისა, ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ ორსულობის ბოლო პერიოდში მიღებისას, კეტოროლაკმა შეიძლება გაზარდოს ორსულობის ხანგრძლივობა, მშობიარობის გახანგრძლივებული ტკივილები ან გამოიწვიოს სხვა პრობლემები მშობიარობის დროს. კეტოროლაკი გადადის დედის რძეში და ამან შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი შედეგები იმ ბავშვებში, რომლებიც დედის რძით იკვებებიან. შესაძლებელია თქვენთვის საჭირო გახდეს სხვა ტკივილგამაყუჩებლის გამოყენება ან ძუძუთი კვების შეწყვეტა მკურნალობის განმავლობაში. დარწმუნდით, რომ თქვენ უკვე იმსჯელეთ ამ წამლის გამოყენებაზე თქვენს ექიმთან
ჭარბი დოზირება:
კონტროლირებადი ჭარბი დოზირებისას, ხუთი დღის განმავლობაში (უმაღლესი რეკომენდირებული დოზა 3ჯერ) კეტოროლაკის ტრომეთამინის IV/IM 360 მგ ყოველდღიური დოზების მიღებამ, გამოიწვია ანომალური ხასიათის ტკივილი და პეპტიკური წლული, რომლებიც გაქრა პრეპარატის მიღების შეწყვეტისას. მეტაბოლური აციდოზი გამოვლინდა წინასწარ განზრახული ჭარბი დოზირების შედეგად. დიალიზს მნიშვნელოვნად არ იწვევს კეტოროლაკ ტრომეთამინის სისხლიდან ელიმინაციას. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება კეტოროლაკი ძლიერად უკავშირდება ადამიანის პლაზმის პროტეინებს (საშუალო ხარისხი 99.2%), მისი კონცენტრაციისაგან – დამოუკიდებლად. კეტზი არ ცვლის დიგოქსიის კავშირს პროტეინებთან. ინვიტრო კვლევებში ნაჩვენები იქნა, რომ სალიცილატების (300 მკგ/მლ) გამოყენებისას კეტზის ზემოთ მითითებულ დოზებთან ერთად კეტზის შეკავშირება პლაზმის ცილებთან შემცირდა 97,5%მდე. დიგოქსინის, ვარფარინის, პარაცეტამოლის, ფენიტოინის და ტოლბუტამიდის კონცენტრაციებმა არ შეცვალოს კეტზის პროტეინთან ბმა. შენახვის პირობები და ვადები კეტზი ტაბლეტი: ურეცეპტოდ კეტზი ამპულა: რეცეპტით შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ სინათლიგან დაცულ ადგილას. მოარიდეთ ბავშვებს. დაიცავით კეტოროლაკის საინექციო ფორმა გაყინვისაგან. არ შეინახოთი მაცივარში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account