Enfluat - ენფლუატი თვალის წვეთები 0.4% 5მლ
ჩვენებები: კერატიტი, უვეიტი, კერატოკონიუნქტივიტი, ალერგიული კონიუნქტივიტი, პოსტტრავმული ანთება, შეშუპების შემცირება, მშრალი თვალის სინდრომი.
საერთაშორისო დასახელება: კეტოროლაკის ტრომეთამინი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო , არასტეროიდული საშუალება ადგილობრივი გამოყენებისთვის ოფთალმოლოგიაში.
აღწერილობა: თვალის წვეთები, 5 მლ-იანი ფლაკონი, გამჭვირვალე ფერის ხსნარი.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება : კეტოროლაკის ტრომეთამინი 4მგ/მლ
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ოქტოქსინოლი, მარილმჟავა, გამოხდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ენფლუატი /კეტოროლაკის ტრომეთამინი/ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით.
ენფლუატი თრგუნავს ანთების მედიატორების - პროსტაგლანდინების სინთეზს, სწრაფად ხსნის ტკივილს , ამცირებს შეშუპებას თვალის ანთებითი და ტრავმული პროცესების დროს. ახდენს მიოზის ინჰიბირებას, ხელს უწყობს რქოვანას რეპარაციას.
ჩვენებები:
კერატიტი, უვეიტი, კერატოკონიუნქტივიტი, ალერგიული კონიუნქტივიტი,
პოსტტრავმული ანთება, შეშუპების შემცირება, მშრალი თვალის სინდრომი.
ფოტორეფრაქტერული კერატომიის შემდეგ ტკივილის მოხსნის და სერიოზული ოკულარული სიმპტომების შემცირება.
კატარაქტის ოპერაციის შემდგომ პერიოდში დისკომფორტის შეგრძნების მოხსნა ტკივილის შემცირებით.
კორნეალური რეფრაქციული ქირურგიის შემდეგ განვითარებული წვის, ჩხვლეტის, წებოვანი თვალის, ცრემლდენის და ტკივილის ეფექტური მკურნალობა.
დოზირება: 1 წვეთი 4-ჯერ დღეში.
განსაკუთრებული მითითებანი:
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად თვალში ჩასაწვეთებლად და არა საინექციოდ.
კონტაქტური ლინზების ტარების შემთხვევაში ჩაწვეთება ხდება ლინზის ამოღების შემდეგ.
თვალის სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში ჩაწვეთებათა შორის ინტერვალი უნდა იყოს 15 წთ.
გვერდითი მოვლენები: თვალის დროებითი გაღიზიანება: ჰიპერემია, უცხო სხეულის შეგრძნება, მხედველობის დაბინდვა.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში არსებული რომელიმე კომპონენტის მიმართ. ორსულობა და ლაქტაცია.
3 წლამდე ასაკის ბავშვები.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა დიდი რაოდენობით წყლით თვალის ჩამობანა.
შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება 24 თვე , < 25°C
პრეპარატი გამოიყენება გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში.
მწარმოებელი:
Biem თურქეთი
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account