Ambroxol - ამბროქსოლი სიროფი 15მგ/5მლ 100მლ
გამოიყენება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც ახლავს ბლანტი, ძნელად მოსაშორებელი სისველის წარმოქმნა
ამბროქსოლი 15
სიროფი
ფურცელი-ჩანართი. ინფორმაცია პაციენტისათვის.
სამკურნალო საშუალების შემცველობა:
მოქმედი ნივთიერება: ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი;
5 მლ სიროფი შეიცავს 15 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს;
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიეთილზელულოზა, სორბიტი, საქარინის ნატრიუმი, ლიმონმჟავა, გლიცერინი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ბენზოატი, გარგარის საკვები არომატიზატორი, ფორთოხლის საკვები არომატიზატორი, მენთოლი, გასუფთავებული წყალი.
წამლის ფორმა: სიროფი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მუკოლიზური პრეპარატი. ამბროქსოლი სინთეტიკური სეკრეტოლიზური და სეკრეტომოტორული პრეპარატია. პრეპარატი სტიმულირებს ბრონქებში სისველის წარმოქმნას, ხელს უწყობს მის გათხელებას და აუმჯობესებს გამოყოფას მოციმციმე ეპითელიუმის აქტივობის გაზრდის ხარჯზე. ამბროქსოლი ზრდის სურფაქტანტის კონცენტრაციას ფილტვებში და ხელს უშლის მის დაშლას. გააჩნია ხველის საწინააღმდეგო უმნიშვნელო ეფექტი. ამბროქსოლს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები, სტიმულირებს ადგილობრივ იმუნიტეტს.
ჩვენებები:
ამბროქსოლი 15 გამოიყენება მოზრდილებსა და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც ახლავს ბლანტი, ძნელად მოსაშორებელი სისველის წარმოქმნა: მწვავე და ობსტრუქციული ბრონქიტი, ბრონქოექტატური დაავადება, ტრაქეიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი, სინუსიტი, რინიტი, პნევმონია, ბრონქული ასთმა ძნელად მოსაშორებელი სისველით; ოპერაციის შემდგომ ფილტვებზე გართულებების მკურნალობასა და პროფილაქტიკისათვის; ბრონქოსკოპიისათვის მომზადების დროს და ჩატარებული მანიპულაციის შემდეგ; ფილტვების მუკოვისციდოზის დროს.
უკუჩვენებები:
პრეპარატი უკუნაჩვენებია ჰიპერმგრძნობელობისას (ალერგიისას) ამბროქსოლის მიმართ, ასევე ავადმყოფებისათვის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით.
სიფრთხილე გამოყენებისას:
თირკმელების დარღვეული ფუნქციის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან:
ამბროქსოლი 15 ზრდის დოქსიკლინის, ცეფუროქსიმის და ამოქსიცილინის თერაპიულ ეფექტურობას ფილტვების ქსოვილებში ანტიბიოტიკების კონცენტრაციის გაზრდის ხარჯზე. პრეპარატი ზრდის ფილტვებში რიფამპიცინის ეფექტურ კონცენტრაციას. თერაპიულად მიზანშეწონილია ამბროქსოლის კომბინაცია თეოფილინთან; შესაძლებელია პრეპარატის ერთდროული გამოყენება საგულე გლიკოზიდებთან, დიურეზულებთან. რეკომენდებული არ არის ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად გამოყენება, რომლებიც ართულებს სისველის გამოყოფას ან ასქელებს მას.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის გამოყენება შეუძლიათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს.
გამოყენების წესი და დოზები:
ამბროქსოლი 15 მიიღება შინაგანად საზომი კოვზებით ჭამის შემდეგ:
6-12 წლის ბავშვები | 1 ს/კ | 2-3 ჯერ დღეში |
2-6 წლის ბავშვები | 1/2 ს/კ | 3 -ჯერ დღეში |
1-2 წლის ბავშვები | 1/2 ს/კ | 2-ჯერ დღეში |
1 წლამდე ბავშვები | 1/4-1/2 ს/კ | 2-ჯერ დღეში |
საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის პირველი 2-3 დღე პრეპარატის დოზების გაზრდა შეიძლება ორჯერ.
მკურნალობის კურსი შეადგენს 4-14 დღეს.
ჭარბი დოზა: ჭარბი დოზის შემთხვევები აღწერილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია საკვების გადამუშავების დარღვევა, დისკომფორტი ან ტკივილები აპიგასტრალურ არეში, კუჭის გადავსების შეგრძნება, ღებინება, გულისრევა. ჭარბი დოზის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
გვერდითი ეფექტები:
ამბროქსოლი 15 კარგად აიტანება, მაგრამ ხანგრძლივად მიღების ან დიდი დოზების გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია კუჭის წვა, დისპეფსია, კუჭის გადავსების შეგრძნება, ღებინება, გულისრევა; იშვიათად – ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის, ჭინჭრის ციების, ანგიონევროზული შეშუპების სახით. შესაძლებელია ნერწყვის გამოყოფის და ცხვირის ლორწოვანი გარსის სეკრეციის მომატება, ჰიპერთერმია, დიზურია. რაიმე ნეგატიური რეაქციების გამოვლინებისას აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება.
შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე 15°-25°C.
შეფუთვა:
100 მლ-ანი ქილები და ფლაკონები საზომი კოვზით ან მის გარეშე კოლოფში.
გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე.
მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი.
დსს სსც “ბორსჩაგოვის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”
უკრაინა, 03134, ქ.კიევი, მირის ქ., 17.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account