Bronchodil - ბრონქოდილი 30მგ 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 6,40 GEL რეგულარული ფასი 8,44 GEL
მარაგშია
SKU
28182_817

გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების დროს, როდესაც ნახველი ხასიათდება წებოვნებით და დაავადება მიმდინარეობს გაძნელებული ამოხველების თანხლებით.

შემადგენლობა 

1 ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი - 30.0 მგ
დამხმარე ნივთიერება:
ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო სილიციუმის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ამბროქსოლი (ბრომჰექსინის აქტიური მეტაბოლიტი) წარმოადგენს მუკოლიზურ პრეპარატს, რომელიც აუმჯობესებს ნახველის რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს მის წებოვნებას და ადჰეზიურ თვისებებს, რაც განაპირობებს ნახველის სასუნთქი გზებიდან გამოსვლას.
ამბროქსოლი ასტიმულირებს ბრონქული ჯირკვლების სეროზული უჯრედების აქტივობას, მათ მიერ ფერმენტების გამომუშავებას, რომლებიც თავის მხრივ მონაწილეობენ ნახველის პოლისაქარიდებს შორის არსებული ბმების რღვევაში, აგრეთვე ასტიმულირებს სურფაქტანტის წარმოქმნას და უშუალოდ მოქმედებს ბრონქების წამწამოვანი ეპითელიუმის გააქტივებაში და ხელს უშლის მათ ერთმანეთთან შეწებებას.
პრეპარატის პერორალურად მიღებიდან თერაპიული ეფექტი ვლინდება 30 წუთში, ხოლო მოქმედება გრძელდება 6-12 საათის განმავლობაში (მიღებული დოზის მიხედვით).

ჩვენებები
ბრონქოდილის ტაბლეტები გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების დროს, როდესაც ნახველი ხასიათდება წებოვნებით და დაავადება მიმდინარეობს გაძნელებული ამოხველების თანხლებით:
-მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია
-ბრონქული ასთმა
-ბრონქოექტაზური დაავადება

მიღების წესები და დოზები
ბრონქოდილის ტაბლეტები მიიღება საკვების მიღების შემდეგ საკმარისი რაოდენობით თბილ სითხესთან ერთად.
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში: პირველი 2-3 დღის განმავლობაში 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში (90 მგ/დღე-ღამეში). შემდგომი მკურნალობა გრძელდება დღის განმავლობაში 1 ტაბლეტის ორჯერ მიღებით (60 მგ/დღე-ღამეში).
6-დან 12 წლამდე ბავშვებში პირველი ორი დღის განმავლობაში 1/2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში (30-45 მგ/დღე-ღამეში). შემდგომი მკურნალობა გრძელდება დღის განმავლობაში 1 ტაბლეტის ორჯერ მიღებით (30 მგ/დღე-ღამეში).
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებზე. ექიმის დანიშნულების გარეშე ბრონქოდილის მიღება 4-5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად ვითარდება სისუსტე, თავის ტკივილი, პირის ღრუსა და სასუნთქი გზების სიმშრალე, ნერწყვდენა, რინორეა, გასტრალგია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, დიზურია, ეგზანთემა. განსაკუთრებით იშვიათ შემთხვევებში ვითარდება ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, სახის არეში ანგიონევროზული შეშუპებები, სუნთქვის დარღვევა, ტემპერატურული რეაქცია შემცივნებით).
არსებობს მონაცემები ალერგიული კონტაქტური დერმატიტების და, ერთ შემთხვევაში, ანაფილაქსიური შოკის განვითარების შესახებ.

უკუჩვენება
აბსოლუტური უკუჩვენება:
-მომატებული მგრძნობელობა ამბროქსოლის მიმართ ან მზა პრეპარატის სხვა კომპონენეტების მიმართ.
-კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება
-ეპილეფსიის სინდრომი
-2 წლამდე ბავშვები (ბავშვებისათვის არსებობს წამლის სხვა ფორმა: ბრონქოდილის სიროფი)
შედარებითი უკუჩვენება:
თირკმლის ფუნქციური შესაძლებლობების შეზღუდვის დროს და/ან ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს ბრონქოდილის მიღება საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილით, რაც ვლინდება შემცირებული დოზის გამოყენებასა და პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდაში (ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, მკურნალობა ტარდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ).
ბრონქების მოტორიკის მოშლისა და სეკრეტის დიდი რაოდენობით გამოყოფის შემთხვევაშიც აუცილებელია ბრონქოდილის მიღება განსაკუთრებული სიფრთხილით; ასეთ შემთხვევაში მკურნალობის კურსი უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ორსულობა და ლაქტაცია
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სარწმუნო მონაცემები ნაყოფსა და ჩვილ ბავშვებზე ამბროქსოლის უარყოფითი მოქმედების შესახებ, ბრონქოდილის გამოყენება ორსულობისა და (განსაკუთრებით 1 ტრიმესტრში) და ლაქტაციის დროს დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განისაზღვრება თანაფარდობა პრეპარატის მიღების შედეგად შესაძლო სარგებელსა და რისკს შორის.

ჭარბი დოზირება
ამბროქსოლის მიმართ ტოლერანტობა მაღალია 25 მგ/კგ-მდე დოზებში.
სიმპტომები: ნერწყვდენის გაძლიერება, გულისრევა, ღებინება, არტერიული წნევის დაქვეითება.
მკურნალობა: კუჭის გამორეცხვა პრეპარატის მიღებიდან პირველი 1-2 საათის განმავლობაში, ცხიმის შემცველი საკვები პროდუქტების მიღება; აუცილებელია ჰემოდინამიკის მაჩვენებლების კონტროლი და აუცილებლობის შემთხვევაში, სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ხველების საწინააღმდეგო მოქმედების მქონე პრეპარატების (მაგალითად კოდეინის შემცველი) ბრონქოდილთან ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული ხველების შემცირების ფონზე ნახველის ამოღების გაძნელების გამო.
ანტიბიოტიკებთან ერთდროული გამოყენების დროს (ამოქსაცილინი, ცეფუროქსინი, ერითრომიცინი, დოქსაციკლინი) უმჯობესდება ანტიბიოტიკების სასუნთქ გზებში მიწოდება.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 250 C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობა: ვარგისია 3 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის პერიოდის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაცემის წესი - რეცეპტის გარეშე).

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy