HALIXOL - ჰალიქსოლი 3მგ/მლ. 100მლ. სიროფი

განსაკუთრებული ფასი 6,11 GEL რეგულარული ფასი 9,24 GEL
მარაგშია
SKU
2256_3

ჩვენებები: ბრონქული ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქოექტაზური დაავადება

შემადგენლობა 
აქტიური ნივთიერება:
100 მლ სიროფი შეიცავს 300 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს;
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ბენზოატი, ბანანის, მარწყვის არომატიზატორები, ნატრიუმის ციკლამატი, ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი, პოვიდონი, სორბიტი და გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ამბროქსოლი წარმოადგენს ბენზილამინის სტრუქტურის მქონე ბრომჰექსინის მეტაბოლიტს, რომელიც ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ამოსახველებელი ეფექტით. ამბროქსოლის აქტივობის გამო, იზრდება მუკოლიზურ უჯრედებში როგორც ლიზოსომების გამოყოფის, ასევე ჰიდროლიზური ენზიმების აქტივობის პროცესი, რაც იწვევს ლორწოვან გარსში ბრონქების მიერ გამოყოფილი მჟავე მუკოპოლისაქარიდების დაშლას. ამავე დროს, უფრო ნაკლებად ბლანტი ლორწოს გამოყოფის გამო, მიმდინარეობს ადენოციტების სერიოზული სტიმულაცია.
სასუნთქი გზების ანთებითი დაავადების დროს, ამროქსოლის გამოყენებით, ძლიერდება სურფაქტანტის გამოყოფის პროცესი.

ფარმაკოკინეტიკა
ამბროქსოლი თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. იგი სერიოზულ პირველად მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. Mმისი 90% გადადის პლაზმის ცილებში.
პერორალურად მიღებული პრეპარატის დოზის ბიოლოგიური შეღწევადობა, პარენტერალურად მიღებულთან შედარებით, შეადგენს დაახლოებით 60%.
ამბროქსოლის 90%, გლუკურონიდთან მისი კავშირის შემდეგ, გამოიყოფა შარდან ერთად, რომელიც მიმდინარეობს ამ უკანასკნელის უშუალო ან მეორადი დაჟანგვით. შარდან ერთად ამბროქსოლის ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.3 სთ-ს.

ჩვენებები
- პათოლოგიური სქელი ლორწოს გამოყოფით მიმდინარე სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები: მაგ. ბრონქული ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქოექტაზური დაავადება.
- გამოიყენება, როგორც მუკოლიზური საშუალება ცხვირის ღრუს და ცხვირხახის ანთებითი დაავადების დროს.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებს და ბავშვებს 12 წლის ასაკის ზემოთ მკურნალობის დაწყებიდან პირველი 2-3 დღის განმავლობაში ენიშნებათ 10 მლ 3-ჯერ დღეში, მომდევნო დღეებში - 10 მლ 2-ჯერ ან 5 მლ 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში:
2 წლამდე ასაკის ბავშვებში: 2.5 მლ 2-ჯერ დღეში;
2-5 წლის ასაკის ბავშვებში: 2.5 მლ 3-ჯერ დღეში;
5-12 წლის ასაკის ბავშვებში: 5 მლ 2-3-ჯერ დღეში.
სიროფს იღებენ დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად ჭამის შემდეგ, რადგან დიდი რაოდენობით სითხე ხელს უწყობს ამბროქსოლის მუკოლიზური ეფექტის გაძლიერებას.
თირკმელების მწვავე უკმარისობის შემთხვევაში, საჭიროა დოზის შემცირება ან ყოველი დოზის მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა.

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევაში, შესაძლებელია: საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, ფაღართი, ღებინება, ტკივილები კუჭის არეში და გამონაყარი.

უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა ამბროქსოლის ან ბრომჰექსინის მიმართ;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადება;
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
- ფრუქტოზის თანდაყოლილი აუტანლობის დროს.

განსაკუთრებული მითითებები
თირკმელების ფუნქციის სერიოზული დარღვევები, რომელიც გამოწვეულია ამბროქსოლის ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდით.
სიროფი არ შეიცავს სპირტს. იგი შეიცავს შაქრის ისეთ შემცვლელებს, როგორიცაა: სორბიტი და ნატრიუმის ციკლამატი. ამიტომ შესაძლებელია აღნიშნული პრეპარატის მიღება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებში, მხოლოდ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სიროფის ყოველი 5 მლ შეიცავს 1.2 გ სორბიტს.
სიროფის გამოყენება შესაძლებელია ბოთლის გახსნიდან 4 დღის განმავლობაში, თუ იგი სწორად ინახება.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი და კუჭ-ნაწლავის სხვა მოშლილობები. საჭიროა მიმართოთ ექიმს;
მკურნალობა: სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. საჭიროა ღებინების გამოწვევა, აგრეთვე, სითხეები – რძე და ჩაი. კუჭის ამორეცხვა წარმოებს პრეპარატის მიღებიდან 1-2 სთ-ის განმავლობაში. რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის მუდმივი კონტროლი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის მიზანშეწონილი ჰალიქსოლის კომბინაცია ხველის სხვა საშუალებებთან (მაგალითად: კოდეინი), რადგან მათ შეიძლება გააძნელონ ამბროქსოლით გათხიერებული ნახველის გამოყოფა.
ჰალიქსოლის განსაკუთრებული უპირატესობაა ის, რომ ზოგიერთ ანტიბიოტიკებთან ერთდროული მიღებისას (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიციკლინი) ამბროქსოლი ხელს უწყობს მათ შეღწევას ბრონქულ სეკრეტში.

შენახვის პირობები და ვადები
ოთახის ტემპერატურაზე (15-25oC).
ბავშვებისაგან დაცულ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა:
ფლაკონის გახსნიდან 4 კვირის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება;
ვარგისიანობის ვადა 5 წელი; მითითებულია შეფუთვაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy