Halixol - ჰალიქსოლი 30მგ 20 ტაბლეტი
ჩვენებები: ბრონქული ასთმა, ბრონქიტი, ბრონქოექტაზია, რომელთა წამყვანი სიმპტომია პათოლოგიურად სქელი ლორწო და ნახველი.
ჰალიქსოლი®
HALIXOL®
აქტიური ნივთიერება:
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს.
აქტიური ნივთიერების გარდა, ტაბლეტი შეიცავს: ლაქტოზის მონოჰიდრატს (84 მგ), მიკროკრისტალურ ცელულოზას, პოვიდონს, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატს, მაგნიუმის სტეარატს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პრეპარატ ჰალიქსოლის აქტიური ნივთიერება – ამბროქსოლი მიეკუთვნება მუკოლიზური საშუალებების ჯგუფს.
ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალოდ, მაგალითად: ბრონქული ასთმა, ბრონქიტი, ბრონქოექტაზია, რომელთა წამყვანი სიმპტომია პათოლოგიურად სქელი ლორწო და ნახველი.
პრეპარატი, ასევე, გამოიყენება ცხვირისა და ხახის ანთებითი დაავადებების დროს, როდესაც საჭიროა ლორწოს გათხიერება.
პრეპარატი არ გამოიყენება მშრალი ხველის დროს.
უკუჩვენებები:
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება:
• მაღალი მგრძნობელობისას ამბროქსოლის, ბრომჰექსინის და პრეპარატის სხვა შემადგენელი ნაწილების მიმართ;
• ორსულობისას ან ბავშვის ძუძუთი კვების დროს;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში.
განსაკუთრებული მითითებები
• ბრონქული სეკრეტის შეგუბების საშიშროების გამო, პრეპარატ ჰალიქსოლით მკურნალობა საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს ავადმყოფებში ბრონქების მოტორული ფუნქციის დარღვევით ან ნახველის უხვი გამოყოფით.
• თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში (ბრომჰექსინის ნაწილობრივი გამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პერიოდში პრეპარატის გამოყენება აკრძალულია.
ტრანსპორტისა და მექანიზების მართვა
არ არის მონაცემები, რომლებიც ადასტურებს პრეპარატის გავლენას ამ უნარზე.
სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება
არ არის მიზანშეწონილი ჰალიქსოლის კომბინაცია ხველის სხვა საშუალებებთან (მაგალითად: კოდეინი), რადგან მათ შეიძლება გააძნელონ ამბროქსოლით გათხიერებული ნახველის გამოყოფა.
ჰალიქსოლის განსაკუთრებული უპირატესობაა ის, რომ ზოგიერთ ანტიბიოტიკებთან ერთდროული მიღებისას (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიციკლინი) ამბროქსოლი ხელს უწყობს მათ შეღწევას ბრონქულ სეკრეტში.
გამოყენების წესი და დოზირება:
ჩვეულებრივი დოზები:
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკის ზემოთ: ჩვეულებრივი საწყისი დოზა მკურნალობის პირველი 2-3 დღის განმავლობაში შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში 3-ჯერ, შემდეგ დღეებში კი – 1 ტაბლეტს დღეში 2-ჯერ ან ½ ტაბლეტს დღეში 3-ჯერ.
ბავშვები 5-12 წლის ასაკში: ½ ტაბლეტი – დღეში 2-3 ჯერ.
ტაბლეტის მიღება საჭიროა საკვების მიღების შემდეგ და დიდი რაოდენობის სითხის დაყოლებით. სითხის უხვი მიღება ხელს უწყობს ლორწოს გათხიერებას ამბროქსოლით მკურნალობის დროს.
თირკმელების მძიმე უკმარისობის დროს საჭიროა დაბალი დოზების დანიშვნა, ან პრეპარატის მიღების ინტერვალების გაზრდა.
პრეპარატის ძლიერი ან სუსტი ეფექტის შემთხვევაში საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
დანიშნულზე მეტი ტაბლეტის მიღების შემთხვევაში ჭარბი დოზირების გამოხატული ნიშნებია – გულისრევა, ღებინება, ფაღარათი ან სხვა კუჭ-ნაწლავური დარღვევები.
მკურნალობა: უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ღებინების გამოწვევა, შემდეგ დიდი რაოდენობით სითხის მიღება (რძე ან ჩაი). კუჭის ამორეცხვა რეკომენდირებულია პრეპარატის მიღებიდან 1-2 საათის განმავლობაში. აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი.
თუ პაციენტს დაავიწყდა მორიგი დოზის მიღება
არ შეიძლება ორმაგი დოზის გამოყენება გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად, რადგან შეიძლება განვითარდეს ჭარბი დოზირების რისკი.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალება, ჰალიქსოლს შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა.
• ტუჩების ან ხახის შეშუპება, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებით;
• კოლაფსი;
აღნიშნული გვერდითი მოვლენები ძალიან მძიმეა და ვლინდება იშვიათად. მათი გამოვლენა მიუთითებს ძალიან ძლიერი ალერგიული რეაქციის შესახებ ჰალიქსოლზე. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
• ჭინჭრის ციება.
ჭინჭრის ციება შეიძლება იყოს ძალიან იშვიათი ალერგიული რეაქციის გამოხატულება. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ წყდება პრეპარატის მიღება და საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა შემდგომი მკურნალობისათვის. სერიოზული შედეგების თავიდან ასაცილებლად მაგალითად, თუ გამოვლინდა კანზე ძლიერი გამონაყარი, რომელიც ვრცელდება მთელ სხეულზე.
ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.
უფრო ხშირი გვერდითი მოვლენებია:
სისუსტე, თავის ტკივილი, ფაღარათი, ტკივილი მუცელში, იშვიათად ყაბზობა.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც არ არის მოცემული ინსტრუქციაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
გამოშვების ფორმა
30 მგ-ანი 10 ტაბლეტი შეფუთულია ბლისტერში, 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე (30°C-ზე ქვემოთ), სინათლისა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ.
მწარმოებელი
ფარმაცევტული ქარხანა ეგის სს უნგრეთი
EGIS PHARMACEUTICALS LTD HUNGARY
რაოდენობა | 20 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account