Vatorlac - ვატორლაკი 30მგ/მლ 1მლ 3 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 25,19 GEL რეგულარული ფასი 34,98 GEL
მარაგშია
SKU
87335_2292

ჩვენება:ოპერაციის შემდგომი საშუალო და  ძლიერი ინტენსივობის ტკივილის ხანმოკლე  მკურნალობისთვის.

ვატორლაკი

30 მგ/მლ, საინექციო ხსნარი

კეტოროლაკის ტრომეთამინი

თერაპიულად ექვივალენტური პრეპარატი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ჩანართი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას 

−      შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

−      თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

−      ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს. პრეპარატმა შესაძლოა სხვას ზიანი მიაყენოს მიუხედავად იმისა, მათი დაავადების სიმპტომები იყოს თქვენის მსგავსი.

−      გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის ისეთი გვერდითი მოვლენების შესახებ, რომელიც შეიძლება არ იყოს აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ პუნქტი 4.

 

მოცემული ფურცელ-ჩანართის შინაარსი:

1. რა არის ვატორლაკი და რისთვის გამოიყენება 

2. რა უნდა იცოდეთ ვატორლაკის გამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება ვატორლაკი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ ინახება ვატორლაკი

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

 

1.   რა არის ვატორლაკი და რისთვის გამოიყენება

ეს პრეპარატი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას – კეტოროლაკის ტრომეთამინს. იგი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (ასაპ) ჯგუფს, რომელიც გამოიყენება ანთებითი პროცესით გამოწვეული ტკივილის შესამცირებლად.

ვატორლაკი გამოიყენება:

-    ოპერაციის შემდგომი (პოსტოპერაციული) საშუალო და  ძლიერი ინტენსივობის ტკივილის ხანმოკლე  (მაქსიმუმ ორი დღის განმავლობაში) მკურნალობისთვის;

-    თირკმლის კოლიკით გამოწვეული ტკივილის სამკურნალოდ.

ინტრავენურად გამოყენებისას ეს პრეპარატი ასევე ინიშნება როგორც დამატებითი საშუალება ოპიუმის წარმოებულების ან მის მსგავს ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებთან ერთად (ოპიოიდური ანალგეზურები) ძალიან ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ ან ხანგრძლივად მიმდინარე ოპერაციების დროს (დიდი ქირურგიული ოპერაციები).

2. რა უნდა იცოდეთ ვატორლაკის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ვატორლაკი:

-          თუ ხართ ალერგიული კეტოროლაკის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (რაც ჩამოთვლილია პუნქტში 6);

-          თუ წარსულში გქონიათ ალერგიული რეაქცია აცეტილსალიცილის მჟავას, ანთებითი ნივთიერებების სინთეზის მაბლოკირებელი საშუალებების (პროსტაგლანდინების) ან  სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ;

-          თუ გაქვთ ცხვირის პოლიპოზი – სასუნთქი სისტემის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ცხვირის ღრუში პოლილების წარმოქმნა;

-          თუ გაქვთ სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, რაც სასუნთქი გზების შეშუპებას და ყლაპვის გაძნელებას იწვევს (ანგიოედემა);

-          თუ აღგენიშნებათ სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი);

-          თუ გაქვთ ასთმა (ასთმური შეტევები);

-          თუ გაქვთ, გქონიათ ან ეჭვობთ, რომ გაქვთ კუჭის ან ნაწლავების მხრივ პრობლემა (პეპტიური წყლული, პერფორაცია); 

-          თუ წარსულში გქონიათ სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავიდან;

-          თუ გაქვთ გულის სერიოზული დაავადება (გულის მძიმე უკმარისობა);

-          თუ გაქვთ თირკმლის საშუალო ან მძიმე ხარისხის უკმარისობა ან თუ გაქვთ თირკმლის დაავადების განვითარების რისკი ორგანიზმში სისხლის მოცულობის შემცირების  (ჰიპოვოლემია) ან სითხის  დეფიციტის გამო (დეჰიდრატაცია);

-          თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება (ღვიძლის ციროზი ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა);

-          თუ ხართ მიდრეკილი სისხლდენისკენ (ჰემორაგიული დიათეზი) ან თუ გაქვთ სისხლის შედედების დარღვევით განპირობებული დაავადება;

-          თუ გაქვთ ან ეჭვობთ რომ გაქვთ სისხლდენა თავის ტვინის დაზიანებული სისხლძარღვიდან (ინსულტი) ან წარსულში გაქვთ გადატანილი ინსულტი;

-          თუ ჩაგიტარდათ სისხლდენის მაღალი რისკის მატარებელი ოპერაცია ან აღგენიშნებათ სისხლდენა, რომელიც ბოლომდე არ არის შეჩერებული (არასრული ჰემოსტაზი);

-          თუ გაქვთ სისხლდენით მიმდინარე ნებისმიერი სხვა დაავადება (სისხლმდენი დაავადებები);

-          თუ ღებულობთ ლითიუმის მარილებს (ნერვული დარღვევების სამკურნალოდ), პრობენეციდს (სისხლში შარდმჟავას დონის შესამცირებლად), დიურეზულ საშუალებებს (შარდის მეშვეობით სითხის გამოსაყოფად), ანტიკოაგულანტებს როგორიცაა პენტოქსიფილინი (სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით) (იხ. პუნქტი სათაურით „სხვა სამკურნალო საშუალებები და ვატორლაკი“);

-          ტკივილის პრევენციისთვის (ანალგეზია) ქირურგიული ოპერაციის წინ ან მისი მსვლელობისას, ვინაიდან ეს პრეპარატი ზრდის სისხლდენის რისკს;

-          თუ ხართ ბავშვი ან 16 წლამდე ასაკის მოზარდი;

-          თუ ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში, მალე გიწევთ მშობიარობა ან უკვე მშობიარობთ;

-          თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ვატორლაკის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.

გამოიყენეთ ვატორლაკი მხოლოდ მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობით. ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული მსუბუქი ან ქრონიკული ტკივილის დროს.

არ გამოიყენოთ სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო  პრეპარატებთან (ასაპ) ერთად.

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემცირების მიზნით პრეპარატი გამოიყენეთ მხოლოდ უმცირესი დოზით და დროის ხანმოკლე პერიოდში.

პრეპარატი გამოიყენეთ ძალიან ფრთხილად და მკაცრი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ, თუ:

-    ხართ ქალი და აპირებთ დაორსულებას, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფიერებას;

-    ხართ ხანდაზმული ან დასუსტებული პაციენტი, რადგან პრეპარატი ზრდის კუჭსა და ნაწლავებში დაზიანებებისა და სისხლდენის განვითარების რისკს, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ამ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დოზის შემცირება და დროის პერიოდის გაზრდა პრეპარატის მიღებებს შორის (იხ. პუნქტი სათაურით „როგორ გამოიყენება ვატორლაკი“);

-    გაქვთ ან წარსულში გქონიათ კუჭისა და ნაწლავების მხრივ დარღვევები;

-    გაქვთ ასთმა ან მიდრეკილი ხართ ასთმისკენ, რადგან შეიძლება განვითარდეს რესპირატორული კრიზი (ბრონქოსპაზმი), ალერგიული რეაქციები ან შოკი;

-    გაქვთ ან წარსულში გქონიათ გულის დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა, ფეხებში სისხლის ნაკადის შემცირება და ტვინში ჟანგბადის რაოდენობის შემცირება. აცნობეთ ექიმს ვატორლაკის გამოყენებამდე, რადგან პრეპარატმა შეიძლება გაზარდოს ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკი;

-    ფიქრობთ, რომ ხართ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ქვეშ (გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე ან ხართ მწეველი). აცნობეთ ექიმს ვატორლაკის გამოყენებამდე, რადგან პრეპარატის მიღებამ შეიძლება გაზარდოს ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკი;

-    გაქვთ ან წარსულში გქონიათ თირკმლის დაავადებები;

-    გაქვთ ღვიძლის დაავადებები;

-    გქონიათ სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც სასუნთქი გზების შეშუპება და ყლაპვის გაძნელება გამოიწვია (ანგიოედემა), ასევე სუნთქვის გაძნელება (მაგ., ასთმური შეტევა), ცხვირის პოლიპები. შეიძლება განვითარდეს მძიმე ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს.

შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს შემდეგ შემთხვევებში:

-    თუ აღგენიშნებათ სისხლის დანაკარგი (სისხლდენა) და დაზიანებები (წყლული) კუჭ-ნაწლავის ტრაქტში;

-    თუ გამოგივლინდათ ღვიძლის ფუნქციის ცვლილება;

-    თუ აღგენიშნებათ  გამონაყარი კანზე, ლორწოვანი გარსის დაზიანება და ალერგიული რეაქციის სხვა ნიშნები.

-    თუ დაფიქსირდა სისხლჩაქცევები და ჭრილობებიდან სისხლდენის შემთხვევები ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, როდესაც ვატორლაკი იყო გამოყენებული ოპერაციამდე ან მის შემდეგ. შეატყობინეთ ექიმს, თუ უნდა ჩაგიტარდეთ ტონზილექტომია, პროსტატის ქირურგიული ოპერაცია ან კოსმეტიკური ოპერაცია.

ბავშვები 

პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული 16 წლამდე ასაკის ბავშვებში. 

ვატორლაკი 30 მგ/მლ, საინექციო ხსნარი შეიცავს ეთანოლს

პრეპარატის ერთჯერადი დოზა შეიცავს 12.3 მოც.% ეთანოლს, ანუ 100 მგ-მდე ეთილის სპირტს ერთ ამპულაში, რაც დაახლოებით 2.5 მლ ლუდის ან 1.0 მლ ღვინის ექვივალენტურია. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირებს.

ეთანოლის შემცველობა უნდა იყოს გათვალისწინებული პრეპარატის გამოყენებისას ორსულ ქალებში ან მეძუძურ დედებში, ბავშვებში და მაღალი რისკის ჯგუფების პაციენტებში, როგორიცაა ღვიძლის დაავადებების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები. ამ პრეპარატში შემავალი ალკოჰოლის რაოდენობამ შეიძლება შეცვალოს სხვა პრეპარატების ეფექტურობა.

ალკოჰოლის რაოდენობამ ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

მათთვის, ვინც დაკავებულია სპორტით, ეთილის სპირტის შემცველი პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დოპინგ ტესტების დადებითი შედეგები ალკოჰოლის კონცენტრაციის ლიმიტებთან მიმართებაში, რომლებიც დადგენილია ზოგიერთი სპორტული ფედერაციის მიერ.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ვატორლაკი

აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ ღებულობთ, ბოლო დროს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატები.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ თქვენ ღებულობთ:

-    არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს (ასაპ), აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი), ვინაიდან ეს პრეპარატების ზრდიან გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკს.

თუ თქვენ ღებულობთ ქვემოთ მითითებული პრეპარატებიდან რომელიმეს, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს, ვინაიდან შესაძლებელია ამ პრეპარატების და ვატორლაკის ურთიერთქმედება:

-    კორტიკოსტეროიდები, რომლებიც გამოიყენება ანთებითი მდგომარეობების სამკურნალოდ. აღნიშნული კომბინაცია ზრდის კუჭსა და ნაწლავებზე არასასურველი ეფექტების რისკს.

-    ანტიკოაგულანტები (ვარფარინი, ჰეპარინი, დექსტრანები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, ასპირინი, პენტოქსიფილინი), რომლებიც გამოიყენება სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით, ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ, რადგან ამ პრეპარატებმა შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი კუჭსა და ნაწლავებში;

-    მეტოტრექსატი, ქიმიოთერაპიული საშუალება;

-    ლითიუმი, გამოიყენება დეპრესიის და მსგავსი მდგომარეობების სამკურნალოდ;

-    დიგოქსინი, გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ;

-    ანტიჰიპერტენზიული ან შარდმდენი საშუალებები, რომლებიც გამოიყენება არტერიული წნევის ან გულის დაავადებების სამკურნალოდ, ვინაიდან ვატორლაკმა შეიძლება შეამციროს მათი ეფექტი. ამ შემთხვევაში, თუ თირკმლის დაზიანება უკვე არსებობს (მაგ., თუ ხართ ხანდაზმული ან აღგენიშნებათ დეჰიდრატაცია), შეიძლება გაიზარდოს თირკმელების დაავადებების განვითარების რისკი. მიმართეთ თქვენს ექიმს, ვინაიდან შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია, წყლის მიღება და თირკმლის ფუნქციის პერიოდული მონიტორინგი.

-    პრობენეციდი, რომელიც გამოიყენება აციდურიის აღმოსაფხვრელად შარდით.

ორსულობა, ძუძუთი კვება  და ფერტილობა

თუ თქვენ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ფერტილობა

ვატორლაკმა შეიძლება გამოიწვიოს ფერტილობის პრობლემები ქალებში. შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ აპირებთ დაორსულებას.

ორსულობა

არ გამოიყენოთ ვატორლაკი ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, მშობიარობის მოახლოვებისას და მშობიარობის დროს, რადგან პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ნაყოფზე. გამოიყენეთ ვატორლაკი ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და ექიმის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ.

ძუძუთი კვების პერიოდი

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, რადგან კეტოროლაკი გამოიყოფა დედის რძეში.

ავტომობილების მართვა და მექანიზმების გამოყენება

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა, ძილის დარღვევები (ინსომნია) ან გუნება-განწყობის ცვლილებები (დეპრესია). ამ ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში თავი შეიკავეთ ავტომობილის მართვისგან და მექანიზმების გამოყენებისგან. 

3. როგორ გამოიყენება ვატორლაკი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა, ფარმაცევტმა ან ექთანმა. თუ დარწმუნებული არ ხართ, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.  

ამ პრეპარატს თქვენ გამოიყენებთ ექიმის ან ექთნის დახმარებით. წამლის შეყვანა შესაძლებელია კუნთში (ინტრამუსკულურად) ან ვენაში (ინტრავენურად). არ გამოიყენოთ ვატორლაკი ეპიდურულად ან ინტრათეკალურად და არ შეურიოთ ეს პრეპარატი მორფინთან, მეპერიდინთან, პრომეთაზინთან ან ჰიდროქსიზინთან ერთად ერთ შპრიცში. 

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი 2 დღეზე მეტ ხანს, როდესაც დოზის შეყვანა ხდება ერთიანად (ბოლუსური ინექციის სახით) ან 1 დღეზე მეტ ხანს, თუ დოზა მიიღება ინტრავენურად (ხანგრძლივი ინფუზიის სახით).

პრეპარატი მიიღეთ უმცირესი ეფექტური დოზით თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად.

გამოყენება მოზრდილებში

საწყისი დოზა ინტრამუსკულურად ან ინტრავენურად შესაყვანად შეადგენს 10 მგ-ს; შემდეგ ყოველ 4-6 საათში ინიშნება 10-30 მგ. ექიმი დაგინიშნავთ დოზას თქვენი მდგომარეობის შესაბამისად. მაქსიმალური  დოზა შეადგენს არაუმეტეს 90 მგ-ს დღეში. მაქსიმალური დღიური დოზის გადაჭარბება დაუშვებელია.

თუ თქვენი სხეულის წონა 50 კგ-ზე ნაკლებია, საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება.

თირკმლის კოლიკის დროს რეკომენდებული დოზა არის ერთი 30 მგ-იანი ამპულა ინტრავენური ან ინტრამუსკულური გამოყენებისთვის.

გამოყენება 65 წელზე მეტი ასაკის ხანდაზმულებში

თქვენი ექიმი შეგირჩევთ დოზას და საჭიროების შემთხვევაში შეამცირებს მას. არ გადააჭარბოთ მაქსიმალური დღიური დოზა - 60 მგ დღეში. 

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

პრეპარატი არ გამოიყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში. ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

თუ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი ვატორლაკი

თუ თქვენ (ან ვინმე სხვამ) მიიღეთ ვატორლაკის გადაჭარბებული დოზა, ან თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ბავშვმა მიიღო ეს პრეპარატი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს.
დოზის გადაჭარბებისას შეიძლება განვითარდეს მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, გახშირებული სუნთქვა (ჰიპერვენტილაცია), კუჭისა და ნაწლავების დაავადებები, თირკმელების დაზიანება (სხვადასხვა ხარისხის) და მძიმე ალერგიული რეაქციები. იშვიათად იყო შეტყობინებები არტერიული წნევის მომატების, სუნთქვის შესუსტების და კომის განვითარების შესახებ.

თუ დაგავიწყდათ ვატორლაკის მიღება

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

 4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

გვერდითი ეფექტები, რაც შეიძლება გამოვლინდეს ვატორლაკის გამოყენების შედეგად, არის შემდეგი:

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირის განსაზღვა შეუძლებელია):

-          ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექცია (ასეპტიური მენინგიტი);

-          თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია);

-          სისხლდენა ცხვირიდან (ეპისტაქსისი);

-          მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები), ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები): სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი), სისხლძარღვების გაფართოება (ვაზოდილატაცია), კანის გაღიზიანება (გამონაყარი), არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია);

-          ყელის შეშუპება (ხორხის შეშუპება);

-          მადის დაქვეითება (ანორექსია), სისხლში კალიუმის დონის მომატება (ჰიპერკალიემია), სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება (ჰიპონატრიემია);

-          არეული ფიქრები, გუნება-განწყობის დაქვეითება (დეპრესია), ძილის დარღვევა (ინსომნია), შფოთვითი  შეგრძნებები და შიში (შფოთვა), გაღიზიანება, ნევროზულობა, მენტალური დარღვევები (ფსიქოზური რეაქციები), არანორმალური სიზმრები (ანომალური ონეროიდული აქტივობა), ჰალუცინაციები, ამაღლებული გუნება-განწყობა (ეიფორია), კონცენტრირების უნარის დარღვევა, ძილიანობა, არეული ცნობიერება;

-          თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები, დისკომფორტი ფეხების და მკლავების ან სხეულის სხვა ნაწილების მგრძნობელობის მხრივ (პარესთეზია), მოუსვენრობა (ჰიპერკინეზი), გემოს გაუკუღმართება, მხედველობის დარღვევები;

-          ხმაური ყურებში (ტინიტუსი), სმენის დაქვეითება, თავბრუსხვევა;

-          გულისცემის შეგრძნება (პალპიტაცია), გულისცემის დაქვეითება (ბრადიკარდია), გულის მიერ სისხლის ადეკვატური მოცულობის გადატუმბვის შეუძლებლობა (გულის უკმარისობა), სხეულის სხვადასხვა ნაწილში შეშუპება ორგანიზმში სითხის დაგროვების გამო (შეშუპება), გულის დაავადებები (ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა), არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია), სისხლჩაქცევები (ჰემატომა), უეცარი სისხლის მოწოლის შეგრძნება (სიმხურვალე), კანის გაუფერულება (სიფერმკრთალე), ქირურგიული ოპერაციის უბნიდან სისხლდენა (ქირურგიული ჭრილობებიდან სისხლდენა), ინფარქტი, ინსულტი;

-          სითხის დაგროვება ფილტვებში (ფილტვის შეშუპება), სუნთქვის გაძნელება (ქოშინი), ასთმა;

-          კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებები (პეპტიური წყლულები), სიცოცხლისთვის საშიში პერფორაცია ან სისხლდენა კუჭიდან და ნაწლავებიდან, გულისრევა, ღებინება, დიარეა, აირების გამოყოფა ნაწლავიდან (მეტეორიზმი), ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევები (დისპეფსია), ტკივილი/აბდომინური დარღვევები, სისავსის შეგრძნება, მუქი შეფერილობის განავალი (მელენა), სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, სისხლიანი ღებინება (ჰემატემეზისი), პირის ღრუს ანთება (სტომატიტი და წყლულოვანი სტომატიტი), საყლაპავის ანთება (ეზოფაგიტი), პირის ღრუში და მუცელში აირების ხმაურიანი გადასვლა (ბოყინი), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი), პირის სიმშრალე, ნაწლავის ანთებითი პროცესის გაუარესება (კოლიტი და კრონის დაავადება), კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი);

-     ღვიძლის დაავადებები (ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა), ღვიძლიდან ნაწლავში ნაღვლის შემცირებული ნაკადი და კანის ყვითელი შეფერილობა (ქოლესტაზური სიყვითლე);

−     პირის და თვალების ირგვლივ შეშუპება (ანგიოედემა), კანის დაზიანებები (ექსფოლიატიური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), ჭარბი ოფლიანობა, წითელი ლაქები კანზე (მაკულო-პაპულოზური გამონაყარი), კანის გაღიზიანება (ჭინჭრის ციება), ქავილი, კანქვეშა კაპილარების გასკდომა (პურპურა), ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე (ბულოზური რეაქციები);

-     კუნთების ტკივილი (მიალგია);

-     გამოყოფილი შარდის რაოდენობის მატება (პოლიურია), შარდის მცირე რაოდენობით ხშირი გამოყოფა (დაბინძურება), შარდის გამოყოფის შემცირება (ოლიგურია), თირკმლის დაავადებები (თირკმლის მწვავე უკმარისობა), სისხლის და თირკმლის დაავადებები (ურემიულ-ჰემოლიზური სინდრომი), თირკმელების ანთება (ინტერსტიციული ნეფრიტი), შარდის ბუშტის დაცლის უუნარობა (შარდის შეკავება), ცილების გამოყოფა შარდით (ნეფროზული სინდრომი), წელის არეში ტკივილი (სისხლის გარეშე ან სისხლით სარდში (ჰემატურია) ან სისხლის არა-ცილოვანი ნიტროგენის (აზოტემია) რაოდენობის გაზრდა / დაქვეითება, კრეატინინის და კალიუმის მომატებული დონე;

-     ქალთა უნაყოფობა;

-     შეუძლოდ ყოფნა (ასთენია), ცხელება, ინექციის ადგილას რეაქციები, სითხის დაგროვება (შეშუპება), ტკივილი გულმკერდში, ძლიერი წყურვილის გრძნობა;

-     ცვლილებები ლაბორატორიულ ტესტებში: სისხლდენის დროის გაზრდა, შრატისმიერი შარდოვანას დონის მომატება, კრეატინინის დონის მატება, ღვიძლის ფუნქციონალურ ტესტებში ცვლილებები. 

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში ან თუ თქვენ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ფურცელ-ჩანართში, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხდება მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება.

5. როგორ ინახება ვატორლაკი

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას, 25°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე "EXP"-ის შემდეგ. 

ვარგისობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს. მომზადებული ხსნარი გამოიყენეთ დაუყოვნებლივ, მოახდინეთ ნებისმიერი ნარჩენის ელიმინაცია.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, რათა დაიცვათ სინათლის ზემოქმედებისგან.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებული წამლები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. შეეკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ შეგიძლიათ პრეპარატის უტილიზაცია, რომელსაც აღარ ღებულობთ. ამგვარი ზომების მიღებით შესაძლებელია გარემოს დაცვის ხელშეწყობა.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ვატორლაკი

-    აქტიური ნივთიერება არის კეტოროლაკის ტრომეთამინი. თითოეული ამპულა შეიცავს 30 მგ კეტოროლაკის ტრომეთამინს.

-    სხვა დამხმარე ნივთიერებები არის: ეთანოლი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

ვატორლაკის ვიზუალური აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

30 მგ/მლ, 1 მლ საინექციო ხსნარი ინტრავენური და ინტრამუსკულური გამოყენებისთვის, ქარვისფერი შუშის ამპულები №3

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა3
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy