Pure - ფიური თმა კანი ფრჩხილი ულტრა 60 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 96,33 GEL რეგულარული ფასი 192,65 GEL
მარაგშია
SKU
89012_3326

ჩვენება: თმის და ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება ,კანის სიმშრალე და ელასტიურობის დაქვეითება.

ფიური®თმა, კანი, ფრჩხილი ულტრა

ფიურითმა, კანი, ფრჩხილი ულტრას განსხვავებული ფორმულა ამდიდრებს ორგანიზმს ყველა აუცილებელი კომპონენტით, რაც უშუალოდ მონაწილეობს თმა, კანი, ფრჩხილის ფორმირებასა და გაჯანსაღებაში.

• სწრაფად აჩერებს თმის ცვენის პროცესს და ასტიმულირებს მის ზრდას, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, ანიჭებს სისქეს და ბუნებრივ ბზინვარებას, ამცირებს ქერტლს, ქავილს და სებორეის გამოვლინებას (1-2)

• აღადგენს კანის სტრუქტურას, აუმჯობესებს მის სიმკვრივეს, ელასტიურობას, დატენიანებას, ანელებს დერმის უჯრედების დაბერების პროცესს (3-4)

• ზრდის ფრჩხილის სიმტკიცეს და ამაგრებს მას, იცავს აქერცვლისა და მტვრევადობისგან (5-6)

•შეიცავს მეტაფოლინს®, ფოლიუმის ბუნებრივ, მეტაბოლურად აქტიურ ფორმას

• შეიცავს BioCell Collagen® - ბიოუჯრედულ კოლაგენს(დაპატენტებული, ჰიდროლიზებული, დენატურირებული დაბალმოლეკულური მასის კოლაგენი მიღებული ქათმის მკერდის ხრტილისგან), რომელიც ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით (7-11)

ვიტამინი C, თუთია, სპილენძი, მანგანუმი და სილიციუმი მნიშვნელოვანი კოფერმენტებია ორგანიზმში კოლაგენის და კერატინის ფორმირებისთვის, რაც განაპირობებს კანის სიგლუვეს და ელასტიურობას.

პარა-ამინო ბენზოის მჟავა და სპილენძი ანიჭებს თმას ფერს, მონაწილეობს პიგმენტ მელანინის წარმოებაში.

ვიტამინი C ძლიერი ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, მნიშვნელოვანია კოლაგენის ფორმირებაში (გარდაქმნის პროკოლაგენს კოლაგენად). C ვიტამინი აუცილებელი კომპონენტია თმა, კანი, ფრჩხილის მეტაბოლური პროცესების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

კოენზიმი Q10 უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ მხარდაჭერას.

ნიაცინამიდი და თუთია მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის უჯრედების რეგენერაციაში. თუთიის დეფიციტის დროს ვლინდება თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა და თეთრი ხაზები.

ყურძნის წიპწის ექსტრაქტში შემავალი პროანტოციანიდები ხელს უწყობს კოლაგენის და ელასტინის სტაბილიზაციას პროტეოლიზური ფერმენტების კოლაგენაზას და ელასტაზას ინჰიბირებით.

ბიოტინი უზრუნველყოფს ჯანსაღი თმა, კანი, ფრჩხილის შენარჩუნებას, აჩერებს თმის ცვენას, აუმჯობესებს ფრჩხილის სტრუქტურას, ამცირებს კანზე გამონაყარს. ბიოტინით მკურნალობა ეფექტურია ალოპეციის და დერმატიტის დროს, ის ასევე საჭიროა ცილოვანი კერატინის წარმოებისთვის. კერატინი თმა, კანი, ფრჩხილის სტრუქტურის მთავარი კომპონენტია.

BioCell Collagen® ბიოუჯრედული კოლაგენი(დაპატენტებული, ჰიდროლიზებული, დენატურირებული, დაბალმოლეკულური მასის კოლაგენი მიღებული ქათმის მკერდის ხრტილისგან), შეიცავს ჰიალურონის მჟავას, ქონდროიტინის სულფატს და ამინომჟავებს (ლიზინი, პროლინი, ჰიდროქსიპროლინი).

კვლევების მიხედვით BioCell Collagen®:

· მნიშვნელოვნად ამცირებს სახეზე ღრმა და ზედაპირულ ნაოჭებს, ასევე თვალის ირგვლივ ნაოჭებს

  • ზრდის კანის ელასტიურობას, აღადგენს ტენიანობას და ამცირებს კანის სიმშრალეს
  • ხელს უწყობს კანში კოლაგენის და ჰიალურონის მჟავის სინთეზს
  • ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით

ჩვენება: 

    •სხვადასხვა ეტიოლოგიის თმის ცვენა: მედიკამენტოზური, ჰორმონალური, ორსულობის შემდგომი, უცნობი ეტიოლოგიის

    •თმის და ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება (მტვრევადობა, აშრევება)

    •კანის სიმშრალე და ელასტიურობის დაქვეითება

     •ნაოჭები და მათი პრევენცია

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შემადგენლობა:

2 კაფსულა შეიცავს: ვიტ. C - 250 მგ (ასკორბინის მჟავა), ნიაცინი - 20 მგ (ნიაცინამიდი), ფოლატი - 667 მკგ DFE (მეტაფოლინი, L-5-MTHF - 400 მკგ), ბიოტინი - 6 მგ,

თუთია - 30 მგ (თუთიის ციტრატი), სპილენძი - 1 მგ (სპილენძის გლიცინატი), მანგანუმი - 2 მგ (მანგანუმის ციტრატი), სილიციუმი - 30 მგ (მიღებული ბამბუკისგან), PABA (პარა-ამინო ბენზოის მჟავა) - 150 მგ, ბიოუჯრედული კოლაგენი, ჰიდროლიზებული კოლაგენის კომპლექსი (ქათმის მკერდის ხრტილისგან) - 500 მგ, (ჰიდროლიზებული კოლაგენი 60% - 300 მგ, ქონდროიტინის სულფატი 20% - 100 მგ, ჰიალურონის მჟავა 10% - 50 მგ), ყურძნის წიპწების ექსტრაქტი (Vitis vinifera) - 140 მგ (სტანდარტიზებული 92% პოლიფენოლის შემცველობით), CoQ10 (გახანგრძლივებული გამონთავისუფლების მიკროაქტიური Q10 ციკლოდექსტრინის კომპლექსი) - 60 მგ.

დამატებითი ინგრედიენტები: ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი), კარტოფილის სახამებელი, ასკორბილ პალმიტატი.

დოზირება:

მიიღება 2 კაფსულა დღეში ჭამის დროს 18 წლის ასაკიდან.

არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გმო - ს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანსცხიმებს და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაფრთხილება:ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით.

გამოშვების ფორმა: №60 კაფსულა.

მწარმოებელი: Pure Encapsulations აშშ.

დამზადებულია სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული უმაღლესი ხარისხის ჰიპოალერგიული ინგრედიენტებისგან.

ფიურის ბრენდის პროდუქტები შეგიძლიათ იხილოთ აქ : Pure - ფიური

References:

1.       Jin W, et al. Guang Pu Xue Yu Guang Pu Fen Xi.1998 Feb;18(1):91-3

2.       AraË™jo LA, et al. An Bras Dermatol. 2016 May-Jun;91(3):331-5.

3.       Abdollahzad H, et al. Int J Vitam Nutr Res. 2009 Sep;79(5-6):281-7.

4.       Fivenson DP. Cutis. 2006 Jan;77(1 Suppl):5-10.

5.       Maffei Facino R, et al. Arzneimittelforschung. 1994 May;44(5):592-601.

6.       Hochman LG, et al. Cutis. 1993 Apr;51(4):303-5.

7.       Zarafonetis CJD. J Invest Dermatol 1950;15; 399-401.

8.       BioCell Collagen, LLC. 2014. White Paper.

9.       Inoue N, et al. J Sci Food Agric. 2016 Sep;96(12):4077- 81.

10.     Chinatsu K, et al. Nutr J. 2014; 13: 70.

11.     Schwartz SR, et al. Clin Interv Aging.2012;7:267-73.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy