Orthomol - ორთომოლი იმუნი
ჩვენება:მწვავე რესპირატორული ვირუსული და ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა,გრიპი და გაციება.
ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!
ორთომოლ® იმუნი
ტაბლეტები + კაფსულები
მიკრონუტრიენტები იმუნური სისტემის მხარდასაჭერად
გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.
რა არის ორთომოლეკულური მედიცინა?
ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების - ორთომოლეკულების - განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს.
ორთომოლ® იმუნი წარმოადგენს ინოვაციურ მულტივიტამინურ კომპლექსს, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის მხარდასაჭერად იმუნოდეფიციტის დროს. კაფსულები ტაბლეტებთან ერთად უზრუნველყოფს მიკროელემენტების და ვიტამინების მაღალ ბიოშეღწევადობას.
ორთომოლ® იმუნის რეგულარული მიღება:
· აძლიერებს იმუნურ სისტემას
· ააქტიურებს უჯრედულ მეტაბოლიზმს
· აფერხებს ვირუსის რეპლიკაციას და გავრცელებას
· ააქტიურებს ენდოგენურ ანტიოქსიდანტურ სისტემას
· აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას
ორთომოლ® იმუნში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები:
ვიტამინი A + E + სელენი იცავს კანს და ლორწოვან გარსს გამოშრობის და მაცერაციისგან, ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ გაჯანსაღებას ავადმყოფობის შემდეგ.
ვიტამინი C აძლიერებს იმუნურ სისტემას, მონაწილეობს ანტისხეულების წარმოქმნაში, ზრდის მაკროფაგების აქტივობას და მობილობას, იცავს ორგანიზმს ქრონიკული დაავადებებისგან, ხელს უწყობს რკინის უკეთ ათვისებას.
თუთია ხელს უშლის რინოვირუსების - მწვავე რესპირატორული დაავადებების გავრცელებას. მონაწილეობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.
B ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი D + K + რკინა აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს აუტოიმუნური დაავადებების და ქრონიკული ანთების განვითარების რისკს, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სხ/სხ ინფექციების მიმართ.
მოლიბდენი ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას.
იოდი მნიშვნელოვანი მინერალია, მისი დეფიციტი იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას, შესაბამისად მეტაბოლურ დარღვევებს, ზოგად სისუსტეს, სწრაფ დაღლას, კონცენტრაციის დაქვეითებას.
ჩვენება:
· მწვავე რესპირატორული ვირუსული და ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა
· გრიპი და გაციება
· იმუნიტეტის დაქვეითება
· ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდგომი პერიოდი
· არაბალანსირებული კვება
· ქირურგიული ჩარევის შემდგომი პერიოდი
· ხანდაზმული ასაკი
· ფსიქო-ემოციური სტრესი
· მალნუტრიცია
უკუჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შემადგენლობა: დღიური დოზა 4 ტაბლეტი + 2 კაფსულა (3.9 გ) შეიცავს:
შემადგენლობა | დღიური დოზა | %NRV** |
ციტრუსის ბიოფლავონოიდები | 5 მგ | |
ლუთეინი | 800 მკგ | |
ლიკოპენი | 200 მკგ | |
ვიტამინები: | ||
ვიტამინი A | 1.117 მკგ RE° | 140 |
ბეტა კაროტინი | 667 მკგ RE° | |
ვიტამინი D | 15 მკგ (600 სე) | 300 |
ვიტამინი E | 150 მგ ალფა-TE°°° | 1.250 |
ვიტამინი C | 950 მგ | 1.188 |
ვიტამინი K | 60 მკგ | 80 |
თიამინი B1 | 25 მგ | 2.273 |
რიბოფლავინი B2 | 25 მგ | 1.786 |
ნიაცინი | 60 მგ NE* | 375 |
ვიტამინი B6 | 20 მგ | 1.429 |
ფოლის მჟავა | 400 მკგ | 200 |
ვიტამინი B12 | 6 მკგ | 240 |
ბიოტინი | 150 მკგ | 300 |
პანტოთენი | 18 მგ | 300 |
მინერალები: | ||
თუთია | 10 მგ | 100 |
რკინა | 8 მგ | 57 |
სპილენძი | 0.5 მგ | 50 |
მანგანუმი | 2 მგ | 100 |
სელენი | 50 მკგ | 91 |
ქრომი | 30 მკგ | 75 |
იოდი | 150 მკგ | 100 |
მოლიბდენი | 60 მკგ | 120 |
· ° RE = რეტინოლის ექვივალენტი
· °° IU = საერთაშორისო ერთეული
· °°° ალფა-TE = ალფა-ტოკოფეროლის ექვივალენტი
· *NE = ნიაცინის ექვივალენტი
· ** NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
დამატებითი ინგრედიენტები: წყალი, ფორთოხლის წვენის კონცენტრატი, რომელიც შეიცავს ბიოფლავონოიდებს, გლიცერინი, ნატრიუმის L-ასკორბატი, მოდიფიცირებული სახამებელი (ხორბლისგან), მარაკუიას წვენის კონცენტრატი, ლიმონმჟავა, საქაროზა, მალტოდექსტრინი, DL-ალფა ტოკოფერილის აცეტატი, ნიკოტინამიდი, თიამინის ჰიდროქლორიდი, კალიუმის სორბიტი, რიბოფლავინი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, კალციუმის D-პანტოთენატი, თუთიის სულფატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, შერეული ტოკოფეროლები, მაგნიუმის მარილები, ყაბზობის საწინააღმდეგო საშუალება სილიციუმის დიოქსიდი, ბეტა-კაროტინი, დამატკბობელი სუკრალოზა, სპილენძის სულფატი, რეტინილ პალმიტატი, ლუთეინის შემცველი ერექტას ექსტრაქტი, პტეროილმონოგლუტამინის მჟავა, ლიკოპენი, ქრომის (III) ქლორიდი, ნატრიუმის მოლიბდატი, D-ბიოტინი, რკინის ოქსიდის საღებავი, ნატრიუმის სელენატი, ფილოქინონი, ქოლეკალციფეროლი, ციანკობალამინი.
დოზირება:
მიიღება 2 კაფსულა + 4 ტაბლეტი ყოველდღე ჭამის დროს ან მის შემდეგ 100 - 150 მლ. წყალთან/ხილის წვენთან ერთად. ყოველდღიური დოზის მიღება შესაძლებელია ერთად ან გადანაწილდეს დღის მანძილზე. რეკომენდებულია იოდის ტაბლეტის ცალკე მიღება.
გაფრთხილება:
· ორთომოლ® იმუნი შეიცავს ცალკე იოდის ტაბლეტს, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცის დროს (ჰიპერთირეოზი) გამოყენებამდე რეკომენდებულია კონსულტაცია ექიმთან
· შეიცავს რიბოფლავინს (ვიტ. B2), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის ფერის ცვლილება
· გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევის მქონე პირებში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით
· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.
დოპინგთან ბრძოლის მიზნით, Orthomol Immun შედის Kölner List®-ში (Cologne List®) მეტი გამჭვირვალობის და უსაფრთხოებისთვის.
ორთომოლის® ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები:
· ორთომოლის საკვები დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად
· პროდუქცია დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე
· არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს და გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO)
· წარმოების პროცესში გამოყენებულია სერთიფიცირებული ნედლეული, რომელიც გადის ხარისხის უმკაცრესს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე
· თითოეული პროდუქტი მარკირებულია უნიკალური კოდით
კომპანია ფლობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს:
· ISO 22000/GMP
· International Featured standards (საერთაშორისო მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი)
· BRC Global (Standard for Food Safety – კვებითი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი)
· Cologne List® for athletes (დოპინგ კონტროლი სპორტსმენებისთვის)
· Hazard Analysis and Critical Control Points – (სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა)
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N30 პაკეტი (ტაბლეტი + კაფსულა).
მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account