ფიური - Pure მელატონინი 3 მგ 60 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 57,60 GEL რეგულარული ფასი 64,00 GEL
მარაგშია
SKU
93757_3326

ჩვენება: ძილის დარღვევები,  გაძნელებული ჩაძინება, ღამით ხშირი გაღვიძება.

ფიური® მელატონინი 3 მგ

ჯანსაღი და მშვიდი ძილისთვის!

ფიური®მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის მიერ გამომუშავებული ჰორმონის სინთეზურ ანალოგს, რომელიც

·        არეგულირებს ორგანიზმის ცირკადულ რითმს

·        აუმჯობესებს ძილის ხარისხს

·        შეიცავს 99.5% სუფთა მელატონინს

·        დამზადებულია სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული უმაღლესი ხარისხის ჰიპოალერგიული, ვეგანური ინგრედიენტებისგან

·        არ ახასიათებს შეჩვევა და დამოკიდებულება

·        უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენებისთვის

მელატონინი - ბუნებრივად აღადგენს ძილის ფიზიოლოგიურ რითმს, ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ ადაპტირებას საათობრივი ზონის ცვლილებაზე, აწესრიგებს ძილის და სიფხიზლის ციკლს, ხელს უწყობს ღამის ძილის მოწესრიგებას (უზრუნველყოფს სწრაფ ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ზრდის მის ხანგრძლივობას და ამცირებს ღამის გამოღვიძების რაოდენობას), აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას დილით გაღვიძების შემდეგ, გამოღვიძებისას არ იწვევს უხალისობას, დაღლილობას, ტეხვის შეგრძნებას, ამცირებს სტრესით გამოწვეულ შფოთვას, აგზნებადობას, გაღიზიანებადობას, აქვს იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური თვისებები. 

ჩვენება:

·        ძილის დარღვევები

·        გაძნელებული ჩაძინება

·        ღამით ხშირი გაღვიძება 

·        საათობრივი სარტყლის ცვლილებებით (მოგზაურობა) გამოწვეული ძილის დარღვევები

·        ორგანიზმის ბიორითმის დარღვევა

·        მომატებული ნერვული აგზნებადობა

·        სტრესული მდგომარეობები

·        ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დარღვევები, მათ შორის კლიმაქტერული პერიოდი

შემადგენლობა:

1 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: მელატონინი - 3 მგ.

დამატებითი ინგრედიენტები: ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი), ჰიპოალერგიული მცენარეული ბოჭკო.

არ შეიცავს: ალერგენებს, გლუტენს, სოიოს, საფუარს, გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს, რძის პროდუქტებს, კვერცხს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებს, დამატკბობლებს, შემკვრელებს, შემავსებლებს, ტრანს ცხიმებს, ჰიდროგენიზებულ ზეთებს, Mg-ის სტეარატს, კონსერვანტებს, არის ვეგეტარიანული და ვეგანური.

დოზირება:

მიიღება 1 კაფსულა დაძინებამდე ½ - 1 საათით ადრე მოზრდილებში. 

გაფრთხილება:

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით, სიფრთხილით გამოიყენება მძღოლებში. 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

№60 კაფსულა.

მწარმოებელი: Pure Encapsulations აშშ.

ასევე, იხილეთ: Amvilab - ამვილაბი მელატონინი 3მგ საღეჭი 90 ტაბლეტი

მეტი ინფორაცია
Units60
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy