Pileje Lactibiane - პილეჟე ლაქტიბიენ ტოლერანსი 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 83,70 GEL რეგულარული ფასი 97,90 GEL
მარაგშია
SKU
65182_2863

ჩვენება: ყაბზობით ან დიარეით მიმდინარე დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა, ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიური ბალანსის აღდგენა. 

პილეჟე ლაქტიბიენ ტოლერანსი 30 კაფსულა

ყაბზობით ან დიარეით მიმდინარე დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა, ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიური ბალანსის აღდგენა 

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს:  10 მილიარდი 5 მიკრობიოტული შტამი (რძემჟავა ფერმენტები)  - Bifidobacterium lactis LA 303; Lactobacillus acidophilus LA 201; Lactobacillus plantarum LA 301; Lactobacillus salivarius LA 302; Bifidobacterium lactis LA 304; 

ფარმაკოლოგიური თვისებები:  

· ლაქტიბიენ ტოლერანსი წარმოადგენს კარგად ბალანსირებულ უმაღლესი ხარისხის ძლიერმოქმედ პრობიოტიკს, რომლის შემადგენლობაში შედის 10 მილიარდი ლაქტო და ბიფიდობაქტერიების 5 შტამი, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის აღდგენასა და შენარჩუნებას. 

· აღადგენს ნაწლავის ლორწოვან გარსს

· ხელს უშლის დუღილის პროცესების განვითარებას

· აფერხებს და ხელს უშლის ანთებითი პროცესების განვითარებას

· უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციობას    

· ამაღლებს იმუნიტეტს 

ბიფიდო და ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების  გამრავლებისათვის. ორგანიზმში აფერხებენ ტოქსინების, ალერგენებისა და პათოგენების შეწოვას, მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესსა და მრავალი ვიტამინის, ჰორმონისა და ნეიროტრანმიტერის სინთეზში (B, C, K, PP, სეროტონინი, დოფამინი, ნორადრენალინი, გაემ (GABA), აცეტილქოლინი, ჰისტამინი...), ხელს უწყობენ ვიტამინების, მიკრო და მაკრო ელემენტების შეწოვას, არეგულირებენ ელექტროლიტურ ბალანსს, ცილების, ფოსფოლიპიდების, ნახშირწყლების, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების, ბილირუბინის,  ქოლესტერინის ცვლას. არეგულირებენ ნაწლავის PH გარემოს, აუმჯობესებენ პერისტალტიკას, აძლიერებენ იმუნურ სისტემას. აქვთ დეტოქსიკაციური მოქმედება - ახდენს ტოქსიური ნივთიერებებისა და მეტაბოლიტების ნეიტრალიზებას. ბიფიდო და ლაქტო ბაქტერიები, ასევე, მონაწილეობენ ადგილობრივი და სისტემური იმუნიტეტის ფორმირებაში, ქოლესტერინის, ოქსალატებისა და  სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციაში

ჩვენება:

·  დიარეის და ყაბზობის მონაცვლეობა

·  შებერილობა, დისკომფორტი,  ტკივილი მუცლის არეში

·  გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

·  დაქვეითებული იმუნიტეტი

·  ნაწლავური დისბაქტერიოზი

· კანის დაავადებები (ატოპიური დერმატიტი, ფსორიაზი)

დოზირება:

ბავშვებში 5 წლის ასაკიდან და მოზრდილებში -1 კაფსულა დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე. 

გამოშვების ფორმა:

N30 კაფსულა. 

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.

ასევე, იხილეთ : Pileje Lactibiane - პილეჟე ლაქტიბიენ რეფერენსი 10 კაფსულა

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy