Biflorac - ბიფლორაკი საბავშვო 10 პაკეტი

განსაკუთრებული ფასი 16,49 GEL რეგულარული ფასი 22,90 GEL
მარაგშია
SKU
78715_3152

ჩვენებები: პროდუქტი შეიცავს ბაქტერიული შტამების ფრთხილად შერჩეულ კომბინაციას  ნაწლავის ფლორის შესავსებად.

ბიფლორაკი ბენე ბავშვებისთვის (Biflorac Bene Kids)

ნაწლავის ფლორა სერიოზულად შეიძლება დაზიანდეს ანტიბიოტიკური მკურნალობისა და მგზავრობის დროს ან როდესაც სხეულში იზრდება პათოგენების რაოდენობა. მიკროფლორის დისბალანსი ვლინდება ჭვალის, შებერილობის, დიარეისა და შეკრულობის ფორმით.

პროდუქტი შეიცავს ბაქტერიული შტამების ფრთხილად შერჩეულ კომბინაციას  ნაწლავის ფლორის შესავსებად.

5 მილიარდი სასარგებლო ბაქტერია

არ შეიცავს:

შაქარს

გლუტენს

ხელოვნურ საღებავებს

კონსერვანტებს

აქტიური კომპონენტები:

პრობიოტიკური შტამები 5 X 109 კწე*/22 მგ.
ბიფიდობაქტერია ანიმალისი ქვესახეობა ლაქტისი 8 მგ.
ლაქტობაცილა რამნოზუსი 5 მგ.
ბიფიდობაქტერია ლონგუმი 3 მგ.
ლაქტოკოკი ლაქტისი 3 მგ.
ლაქტობაცილა აციდოფილი 3 მგ.


 *კწე - კოლონიის წარმომქმნელი ერთეული

მიღების წესი: ჩვილებსა და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 პაკეტი დღეში. 6-იდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 შეკვრა დღეში ერთხელ ან ორჯერ. მკურნალობის სავარაუდო ხანგრძლივობაა 7-14 დღე. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მაჩვენებლებზე და დაავადების ეტიოლოგიაზე. მიღება უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ სიმპტომები სრულად გაქრება.

გახსენით პაკეტი, ჩაყარეთ ხვნილი ჭიქა რძეში ან წყალში და გახსენით. შესაძლებელია ფხვნილის გარევა საკვებშიც.

თუ პაციენტი პარალელურად იღებს ანტიბიოტიკებს, პაკეტის გამოყენება რეკომენდირებულია ანტიბიოტიკის მიღებამდე 2-3 საათით ადრე ან მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ. სასურველია, გამოყენება გაგრძელდეს ანტიბიოტიკით მკურნალობის დასრულებიდან 5 დღის განმავლობაში.

კომპონენტები: 1 პაკეტი შეიცავს: მალტოდექსტრინი, სიმინდის სახამებელი, ფრუქტოოლიგოსაქარიდები (FOS), BIFOLACTM12/ბიფიდობაქტერია ანიმალისი ქვესახეობა ლაქტისი BB-12, BIFOLACTMGG/ლაქტობაცილა რამნოზუსი GG, ბიფიდობაქტერია ლონგუმი BB536, ლაქტოკოკი ლაქტისი LI-23, ლაქტობაცილა აციდოფილი LA-14.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. მოარიდეთ ბავშვებს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე - 15°C-20°C. აქვს უკუჩვენება რძის პროდუქტების მიმართ ალერგიის მქონე ან ლაქტოზის აუტანლობის მქონე ბავშვებში. 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ბიფლორაკ ბენეს პაკეტის მიცემამდე გაესაუბრეთ ექიმს.

საკვები დანამატი.

შენახვის ვადა: ნახეთ შეფუთვაზე.

შეფუთვის რაოდენობა: 10 საშეტი/ყუთი

დამზადებულია ევროკავშირში

Deerland Probiotics & Enzymes A/S,

Bogbinderivej 6, 3390 Hundested, Denmark, for BENE Pharm

Beedstraße 54, 40468 Düsseldorf,

გერმანია

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy