Probiotico - პრობიოტიკო 15 კაფსულა
ჩვენება: სხვადასხვა ეტიოლოგიის დისბაქტერიოზი, მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტები.
Probiotico
პრობიოტიკო
შემადგენლობა:
Lactobacillus acidophilus
Lactobacillus paracasei
Lactobacillus plantarum
Lactobacillus salivarius
Lactococcus lactis
Bifidobacterium infantis
Bifidobacterium lactis
Bifidobacterium longum
Enterococcus faecium
ალოე ვერა 75 მგ
ვიტამინი C 40 მგ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულრებელი საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი: ლაქტობაქტერიები მონაწილეობს ცილების, ცხიმების და რთული ნახშირწყლების დაშლაში, ნაღვლისმჟავების მეტაბოლიზმში, ასევე K და B ჯგუფის ვიტამინების სინთეზში. ბიფიდობაქტერიებს გააჩნიათ ანტაგონისტური აქტივობა პათოგენური და პირობითპათოგენური მიკროორგანიზმების ფართო სპექტრთან მიმართებაში.პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ფრუქტოოლიგოსაქარიდი წარმოადგენს საკვებ ნიადაგს პრობიოტიკისთვის.
პრობიოტიკო ახდენს ნაწლავური მიკროფლორის ნორმალიზებას, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აფერხებს ნაწლავური დაავდებების ქრონიკული ფორმების განვითარებას.
ჩვენებები:
სხვადასხვა ეტიოლოგიის დისბაქტერიოზი, მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტები, ანტიბიოტიკების და ქიმიოთერაპიული საშუალებების მიღებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზი, საჭმლის მონელების დარღვევები: დიარეა, ყაბზობა, ღებინება, გულისრევა, ბოყინი, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი(დაკავშირებული საკვების რაციონის შეცვლასთან, მოგზაურობებთან და სხვა მიზეზებთან).
მიღების წესი და დოზირება:
1 კაფსულა დილით.მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის მიზეზებსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ.
უკუჩვენება: არ არის გამოვლენილი.
გამოშვების ფორმა: #15 კაფსულა, მუყაოს ყუთში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ექიმის რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე, ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
Units | 15 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account