დოპელჰერც აქტივი კონსეპტივი მამაკაცებისთვის 30 კაფსულა
ჩვენება:იდეალური ფორმულა ფერტილობის და მამაკაცთა რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის, აუმჯობესებს სპერმის ხარისხს.
დოპელჰერცი აქტივი კონსეპტივი კაცი
ნაყოფიერების და რეპროდუქციული ფუნქციის ხელშემწყობი ფორმულა
სპეციალური ხაზი
· იდეალური ფორმულა ფერტილობის და მამაკაცთა რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის - აუმჯობესებს სპერმის ხარისხს
· ვიტამინების, მიკროელემენტების, მცენარეული ექსტრაქტების და ბიოლოგიურად აქტიური საკვები ნივთიერებების ოპტიმალური კომბინაცია
დოპელჰერცი აქტივი კონსეპტივი მამაკაცებისთვის შემუშავებულია მამაკაცის სრულყოფილი რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის.
ვიტამინი B6 ხელს უწყობს ტესტოსტერონის ოპტიმალური დონის შენარჩუნებას.
ვიტამინი A აუმჯობესებს სპერმის უჯრედების მომწიფებას.
ქრომი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც ხელს უწყობს სისხლში ნორმალური გლუკოზის დონის შენარჩუნებას.
თუთია - აუმჯობესებს ფერტილობას და რეპროდუქციულ ფუნქციას, ასევე ინარჩუნებს ტესტოსტერონის საჭირო დონეს სისხლში (ის გვხვდება ეაკულატში და მისი დეფიციტი ამცირებს ტესტოსტერონის დონეს), მონაწილეობს უჯრედების დაყოფის პროცესში.
ვიტამინი B6, ვიტამინი B12, ფოლიუმის მჟავა (ფოლატი) და რკინა აუმჯობესებს სპერმატოციტების სისწრაფეს, ხელს უწყობს ჰომოცისტეინის დონის რეგულირებას.
სელენი - ააქტიურებს სპერმატოგენეზს, დადებითად აისახება სპერმის რაოდენობასა და მოძრაობაზე.
სპილენძი, ვიტამინი C, ვიტამინი E - იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. ვიტამინი E და C მნიშვნელოვნად ზრდის სპერმის მოძრაობას და აფერხებს სპერმის დნმ ფრაგმენტაციას.
L-კარნიტინი - აუცილებელია ენერგიის ფორმირებისთვის, რაც უზრუნველყოფს სპერმატოზოიდების მოძრაობას კვერცხუჯრედისკენ.
კოენზიმ Q-10 - ძლიერი ბუნებრივი იმუნომოდულატორია, ზრდის ორგანიზმის ანტიმიკრობულ და ანტივირუსულ აქტივობას, ხელს უწყობს ცხიმების წვას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, არეგულირებს სხეულის წონას, აუმჯობესებს სპერმის ხარისხს და მის მოძრაობას.
ციმბირული ჟენშენის ექსტრაქტს აქვს მატონიზირებელი, ზოგადგამაჯანსაღებელი, მასტიმულირებელი მოქმედება, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, შრომისუნარიანობას, ორგანიზმის საერთო ტონუსს, აძლიერებს იმუნიტეტს, ხსნის ფიზიკურ და გონებრივ დაღლილობას, დადებითად მოქმედებს რეპროდუქციულ და სქესობრივ ფუნქციაზე, აუმჯობესებს ჰორმონალურ ფონს, ასტიმულირებს ლიბიდოს, დადებითად მოქმედებს ერექციული დისფუნქციის დროს, აუმჯობესებს ტესტოსტერონის და სპერმატოზოიდების გამომუშავებას.
L-არგინინი არაესენციური ამინომჟავაა. იგი ორგანიზმში სინთეზირდება, თუმცა სტრესის დროს და 30 წლის ზევით მისი კონცენტრაცია მცირდება. შესაბამისად, აუცილებელია მისი საკვები დანამატის სახით მიღება. L-არგინინი განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით გვხვდება სპერმატოზოიდების ბირთვის ცილებში. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს ამინომჟავის უდიდეს როლს ანდროლოგიაში. იგი აუმჯობესებს სქესობრივ ფუნქციას. არგინინი მამაკაცებში უზრუნველყოფს ტესტოსტერონის კონცენტრაციის (გვერდითი მოვლენების გარეშე) და სასქესო ორგანოს სისხლმომარაგების ზრდას, რის შედეგადაც მიიღწევა ხანგრძლივი ერექცია. L-არგინინი აუმჯობესებს სპერმის ხარისხს: ზრდის სპერმატოზოიდების სიცოცხლის, მოძრაობის უნარს და კონცენტრაციას.
გლუტათიონი იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.
მაკის ექსტრაქტი შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმოვან მჟავებს და ამინომჟავებს, ეს ნივთიერებები ხელს უწყობს მამაკაცის და ქალის სექსუალური ფუნქციის გაუმჯობესებას, ხსნის ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, მატებს ენერგიას და ძალას. დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე, გამოიყენება ჰორმონალური ბალანსის დარღვევისას ქალებში, ერექციული დისფუნქციისას მამაკაცებში, აღძრავს სექსუალურ ლტოლვას.
ჩვენება:
- სპერმის ხარისხობრივი და რაოდენობრივი დაქვეითება
- იდიოპათიური უნაყოფობა
- ასაკი >35 (დნმ ფრაგმენტაციის გაზრდილი რისკი)
- სუბკლინიკური ვარიკოცელე (პრე და პოსტ ოპერაციული მდგომარეობა)
- სპერმატოზოიდების მოძრაობის და სპერმის სიბლანტის შემცირება
- მეტაბოლური დარღვევები
შემადგენლობა:
ერთი კაფსულა შეიცავს: L-არგინინი - 100 მგ, L-კარნიტინი - 100 მგ, მაკის ექსტრაქტი - 100 მგ, ციმბირული ჟენშენის ექსტრაქტი - 50 მგ, ლიკოპენი - 1,5 მგ, ინოზიტოლი - 20 მგ, ფიჭვის ქერქის ექსტრაქტი - 20 მგ, ციტრუსის ბიოფლავონოიდები - 2 მგ, გლუტათიონი -2,5 მგ, კოენზიმ Q 10 - 2 მგ, ვიტამინი A - 750 მკგ, ვიტამინი D3 - 15 მკგ ვიტამინი E - 30 მგ, ვიტამინი C - 60 მგ, ვიტამინი B1 - 2,2 მგ, ვიტამინი B2 - 2,8 მგ, ნიაცინი - 24 მგ, ვიტამინი B6 - 2,8 მგ, ფოლიუმის მჟავა - 400 მკგ, ვიტამინი B12 - 5 მკგ, ბიოტინი - 150 მკგ, პანტოთენის მჟავა - 10 მგ, რკინა - 14 მგ, თუთია - 15 მგ, მანგანუმი - 1 მგ, სპილენძი - 1 მგ, სელენი - 55 მკგ, ქრომი - 40 მკგ.
არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.
დოზირება:
მიიღება 1 კაფსულა დღეში საკვებთან ერთად, არ დაღეჭოთ.
გამოშვების ფორმა:
№30 კაფსულა.
მწარმოებელი:
Queisser Pharma - გერმანია.
ასევე, იხილეთ: Fertilit - ფერტილითი კაცის ფხვნილი 30 პაკეტი
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account