სახის მოვლა
ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Ziaja - ზიაია შრატი სახის Natural 3477განსაკუთრებული ფასი 8,43 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
- Vichy - ვიში სახის კრემი ლიფტაქტივი ღამის ნაოჭების საწინააღმდეგო 50 მლ 1322502განსაკუთრებული ფასი 99,75 GEL რეგულარული ფასი 199,50 GEL
- Sebamed - სებამედი თხევადი დასაბანი საშუალება სახე და სხეული 300 მლ 7572განსაკუთრებული ფასი 15,88 GEL რეგულარული ფასი 26,46 GEL
- Sebamed - სებამედი დამატენიანებელი კრემი 75 მლ 3313განსაკუთრებული ფასი 17,86 GEL რეგულარული ფასი 29,77 GEL
- Sebamed - სებამედი ტუჩის ჰიგიენური პომადა SPF30 6481განსაკუთრებული ფასი 6,90 GEL რეგულარული ფასი 11,49 GEL
- Ziaja - ზიაია აკნეს საწინააღმდეგო დასაბანი გელი 0409განსაკუთრებული ფასი 8,43 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე სახის ლოსიონი მგრძნობიარე კანისთვის 410321განსაკუთრებული ფასი 49,50 GEL რეგულარული ფასი 99,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე სახის ფიზიოლოგიური ქაფი 413148განსაკუთრებული ფასი 43,10 GEL რეგულარული ფასი 86,20 GEL
- VEA - ვეა სპრეი 50მლგანსაკუთრებული ფასი 45,00 GEL რეგულარული ფასი 90,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი AC დასაბანი გელი აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის 200 მლ 2774განსაკუთრებული ფასი 25,38 GEL რეგულარული ფასი 50,76 GEL
- Esthederm - ესტედერმი კრემი INTENSIVE RETINOL 50 მლ 4120განსაკუთრებული ფასი 75,60 GEL რეგულარული ფასი 151,20 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე სახის გომაჟი 1548განსაკუთრებული ფასი 11,25 GEL რეგულარული ფასი 22,50 GEL
- Ziaja - ზიაია სახის დამატენიანებელი ღამის კრემი ვარდი 50 მლ 21698განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Sebium გამწმენდი მიცელარული სითხე ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის 6935განსაკუთრებული ფასი 13,00 GEL რეგულარული ფასი 26,00 GEL
- Ziaja - ზიაია JEJU მიცელარული წყალი 7308განსაკუთრებული ფასი 9,93 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account