სახის მოვლა
ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Algologie - ალგოლოჟი CREME DU RIVAGE კრემი ლიფტინგი 50 მლ 9297განსაკუთრებული ფასი 62,50 GEL რეგულარული ფასი 125,00 GEL
- Caudalie - კოდალი RESVERATROL ლიფტინგი დღე 40 მლ 3007განსაკუთრებული ფასი 80,00 GEL რეგულარული ფასი 160,00 GEL
- Caudalie - კოდალი RESVERATROL ლიფტინგი შრატი 30 მლ 2970განსაკუთრებული ფასი 90,00 GEL რეგულარული ფასი 180,00 GEL
- Lirene - ლირენე გამწმენდი ქაფი CICA Make Me Soft 3211განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის პილინგი 3419განსაკუთრებული ფასი 6,93 GEL რეგულარული ფასი 13,85 GEL
- Caudalie - კოდალი Vinoclean ნუშის რძე 100 მლ 3113განსაკუთრებული ფასი 22,00 GEL რეგულარული ფასი 44,00 GEL
- Caudalie - კოდალი ყურძნის წყალი 200 მლ 3212განსაკუთრებული ფასი 25,50 GEL რეგულარული ფასი 51,00 GEL
- Caudalie - კოდალი Vinoclean გამწმენდი ტონიკი 100 3144განსაკუთრებული ფასი 22,50 GEL რეგულარული ფასი 45,00 GEL
- Caudalie - კოდალი Vinoclean ქაფი 50 მლ 3052განსაკუთრებული ფასი 22,50 GEL რეგულარული ფასი 45,00 GEL
- Caudalie - კოდალი PREMIER CRU დღის კრემი Rich 50 მლ 3571განსაკუთრებული ფასი 153,00 GEL რეგულარული ფასი 306,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი HYDRA+ დამატენიანებელი შრატი 30 მლ 3443განსაკუთრებული ფასი 50,75 GEL რეგულარული ფასი 101,50 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი AC დასაბანი გელი აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის 400 მლ 3269განსაკუთრებული ფასი 33,50 GEL რეგულარული ფასი 67,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი AC სახის კრემი მატირების ეფექტით 40 მლ 3573განსაკუთრებული ფასი 34,26 GEL რეგულარული ფასი 68,53 GEL
- Lirene - ლირენე სახის დასაბანი ვარდისფერი თიხა U20 9115განსაკუთრებული ფასი 8,43 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
- Mizon - მიზონი ნაჭრის ნიღაბი ვარდის 2323განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- Mizon - მიზონი ნაჭრის ნიღაბი ბროწეული 2347განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- Mizon - მიზონი ვაშლის პილინგი 120 მლ 2576განსაკუთრებული ფასი 21,50 GEL რეგულარული ფასი 43,00 GEL
- Mizon - მიზონი Good Bye Blemish ტონერი 120 მლ 3504განსაკუთრებული ფასი 33,00 GEL რეგულარული ფასი 66,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account