Boro plus - ბორო პლიუსი კრემი პანთენოლი 35მლ

6,80 GEL
მარაგშია
SKU
70959_983
Boro plus - ბორო პლიუსი კრემი პანთენოლი 35მლ

ბორო პლიუსი პანთენოლი 35 მლ

სამმაგი მოქმედების კრემი

 

კანის რეგენერაციის სტიმულაციის კომპლექსური პროდუქტი

         

 შემადგენლობა :

პანთენოლი, თუთიის ოქსიდი, ქლორჰექსიდინი, ბაზილიკი, ალოე ვერა, გვირილა, კალენდულა, 

აზიური ცენტელა

გამოშვების ფორმა :

ადგილობრივი გამოყენების კრემი

ინგრედიენტის  თვისებები :

ბორო პლიუსი პანთენოლი სამმაგი მოქმედების კრემი - ეს არის  კომპლექსური პროდუქტი,  რომელიც უზრუნველყოფს კანის რეგენერაციას, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო  და დერმატოპროტექტორული მოქმედება. პანთენოლის საფუძველზე შექმნილი კრემი, კანის უჯრედების რეგენერაციის ეფექტური სტიმულატორია, იგი გამდიდრებულია ბუნებრივი ინგრედიენტების სამკურნალო თვისებებით.

ბაზილიკის ბუნებრივი ანტისეპტიკური თვისებების კომბინაცია თუთიის ოქსიდთან და ქლორჰექსიდინთან უზრუნველყოფს საიმედო ანტიბაქტერიულ დაცვას.

ალოე ვერას, გვირილის და კალენდულას კომპლექსი ეფექტურად ამშვიდებს კანს და აქრობს უსიამოვნო შეგრძნებებს.

პანთენოლს გააჩნია ძლიერი რეგენერაციული  თვისება, ხელს უწყობს ეპიდერმისის სწრაფ აღდგენას,

აზიური ცენტელა, ინტენსიურად ატენიანებს კანს ღრმა შრეების დონეზე

დოზირება და გამოყენების წესი :

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.

მოზრდილები და ბავშვები:

ყოველი გამოყენების წინ საჭიროა კანის გაწმენდა და გაშრობა. წაისვით თხელი ფენა ერთხელ ან 2-ჯერ დღეში  დაზიანებულ მიდამოზე. მგრძნობიარე კანის მქონე პირებისთვის რეკომენდებულია კრემის ერთხელ დღეში, ძილის წინ გამოყენება.

უკუჩვენებები :

მომატებული მგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

რეკომენდაცია გამოყენებისათვის :

დამწვრობა, ნაწოლები,

ტროფიკული წყლული,

ჰერპესი

ნახეთქები(ანალური)

კანის სიმშრალის მკურნალობა და პროფილაქტიკა

დერმატიტი, ალერგიული დერმატოზი.

კანის ცუდად შეხორცებადი ტრანსპლანტანტები.

კანის სხივური დაზიანება,ასევე იცავს კანს მზისა და ულტრა იისფერი სხივებისაგან

პოსტ-ოპერაციული ჭრილობები და შრამები.

აბსცესები, ფურუნკულოზი.

ლაქტაციის პერიოდში ძუძუს დვრილების ნახეთქებისა და სხვა ანთებითი პროცესებისას.

ვარგისობის ვადა

3 წელი გამოშვების თარიღიდან.

უსაფრთხოების სპეციალური ზომები შენახვისას

ინახება გრილ და მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

კონტეინერის შემცველობა და შემადგენლობა

35 მლ კრემი სილიკონის ტუბში, 1 ტუბი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

უტილიზაციის უსაფრთხოების სპეციალური ზომები 

არ არსებობს სპეციალური მოთხოვნები.

 

მწარმოებლის დასახელება და მისამართ

EMAMI  LTD    Kolkata-700107, India

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy