სახის მოვლა
ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Mizon - მიზონი ლოკოკინა სახის აღმდგენი კრემი 75 მლ 1654განსაკუთრებული ფასი 57,50 GEL რეგულარული ფასი 114,99 GEL
- Mizon - მიზონი კოლაგენი N21 100გ 2188განსაკუთრებული ფასი 23,00 GEL რეგულარული ფასი 46,00 GEL
- Mizon - მიზონი Original ესენცია 80 მლ 3269განსაკუთრებული ფასი 25,00 GEL რეგულარული ფასი 50,00 GEL
- SVR - ესვიერი CICAVIT სახის კრემი 40 მლ 2149განსაკუთრებული ფასი 17,50 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
- SVR - ესვიერი Sebiaclear Active გელი 40 მლ 1835განსაკუთრებული ფასი 35,00 GEL რეგულარული ფასი 70,00 GEL
- Institut Karite - ინსტიტუტ კარიტე სახის კრემი ასაკობრივი 50 მლ 3204განსაკუთრებული ფასი 33,83 GEL რეგულარული ფასი 67,67 GEL
- Vichy - ვიში ნეოვადიოლი ღამის კრემი 50 მლ 4017განსაკუთრებული ფასი 100,40 GEL რეგულარული ფასი 200,80 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე დერმალერგო ფლუიდი 40 მლ 7669განსაკუთრებული ფასი 74,45 GEL რეგულარული ფასი 148,90 GEL
- Vichy - ვიში ნორმადერმი Phytosolution კრემი 50 მლ 0617განსაკუთრებული ფასი 48,01 GEL რეგულარული ფასი 96,01 GEL
- Lirene - სახის დასაბანი გელი-პილინგი პიტნა 3619განსაკუთრებული ფასი 8,97 GEL რეგულარული ფასი 17,95 GEL
- Ziaja - ზიაია თხის რძის რძე + ტონიკი 8374განსაკუთრებული ფასი 15,98 GEL რეგულარული ფასი 31,95 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ეფაკლარი K+ 40 მლ 613491განსაკუთრებული ფასი 43,75 GEL რეგულარული ფასი 87,50 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე სახის სპრეი SPF50 49530განსაკუთრებული ფასი 57,25 GEL რეგულარული ფასი 114,50 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი დასაბანი ქაფი პიგმენტური ლაქების 7010განსაკუთრებული ფასი 16,92 GEL რეგულარული ფასი 33,85 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი მშრალი კანი კრემი 3x1 2841განსაკუთრებული ფასი 26,93 GEL რეგულარული ფასი 53,85 GEL
- Missha - მისშაTime Revolution 5X ამპულა 50 მლ 2031განსაკუთრებული ფასი 60,50 GEL რეგულარული ფასი 121,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account