სახის მოვლა
ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Lirene - ლირენე სახის კრემი ნუშის 9416განსაკუთრებული ფასი 7,98 GEL რეგულარული ფასი 15,95 GEL
- Vichy - ვიში სახის დასაბანი გელი 1330125განსაკუთრებული ფასი 42,53 GEL რეგულარული ფასი 85,05 GEL
- Esthederm - ესტედერმი დემაკიაჟის გელი 7962განსაკუთრებული ფასი 39,90 GEL რეგულარული ფასი 79,80 GEL
- Esthederm - ესტედერმი კრემი ნაოჭების საწინააღმდეგო 3086განსაკუთრებული ფასი 92,65 GEL რეგულარული ფასი 185,30 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Sebium დასაბანი გელი 200 მლ 6399განსაკუთრებული ფასი 26,00 GEL რეგულარული ფასი 52,00 GEL
- Perolite - პეროლაით პლიუსი საპონი 75მგგანსაკუთრებული ფასი 18,77 GEL რეგულარული ფასი 19,75 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი ალოე მშრალი კანისთვის 50 მლ 10142განსაკუთრებული ფასი 8,43 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი გულყვითელა 50 მლ 10159განსაკუთრებული ფასი 7,92 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- Vichy - ვიში თერმული წყალი 1308612განსაკუთრებული ფასი 18,45 GEL რეგულარული ფასი 36,90 GEL
- Esthederm - ესტედერმი სახის გელი უჯრედული აღდგენა 3078განსაკუთრებული ფასი 81,42 GEL რეგულარული ფასი 162,85 GEL
- Ziaja - ზიაია ასაიას კენკრის სახის შრატი 2297განსაკუთრებული ფასი 10,47 GEL რეგულარული ფასი 20,95 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ტოლერიანი მსუბუქი კრემი მგრძნობიარე კანისთვის 578486განსაკუთრებული ფასი 32,85 GEL რეგულარული ფასი 65,70 GEL
- Vichy - ვიში ლიფტაქტივი კოლაგენით დღის 50 მლ 7254განსაკუთრებული ფასი 109,35 GEL რეგულარული ფასი 218,70 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე მიცელარული წყალი 400 მლ 0067განსაკუთრებული ფასი 14,43 GEL რეგულარული ფასი 28,85 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა სენსილია სახის კრემი დამატენიანებელი 8794განსაკუთრებული ფასი 42,57 GEL რეგულარული ფასი 85,15 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account